სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თემა დახურულია - 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება - რაზე შეთანხმდა უმრავლესობა
თემა დახურულია - 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება - რაზე შეთანხმდა უმრავლესობა

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მზა­დაა, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­კი­თხზე პლე­ბის­ცი­ტი ჩა­ტარ­დეს, ოღონდ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო, ან 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დღეს.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ა­კე­თა.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სრუ­ლად მა­ჟო­რი­ტა­რულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის.

გუ­შინ და დღეს გუნდში გა­მარ­თუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, ჩვენ ისი­ნი და­ვარ­წმუ­ნეთ, რომ გუნ­დი 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ვერ­ცერთ ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას ვერ გა­ნი­ხი­ლავს.

თუმ­ცა, ჩვენ გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბით მათ ზო­გად ინი­ცი­ა­ტი­ვას და შევ­თან­ხმდით, რომ ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას, ოღონდ იმ პი­რო­ბით, რომ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის სა­კი­თხი სა­ერ­თო-სა­ხალ­ხო კენ­ჭისყრა­ზე 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო ან 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დღეს დად­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერ­თგზის მკა­ფი­ოდ გა­აც­ნეს სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნიო სის­ტე­მის სა­კი­თხის გარ­შე­მო გან­ვი­თარ­და.

„თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ამ თე­მის გარ­შე­მო კვლავ არ წყდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, მსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რამ­დე­ნი­მე გზავ­ნი­ლით კი­დევ ერთხელ გა­ვუ­ზი­ა­რო: პირ­ვე­ლი - პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე 2020 წელს გა­დას­ვლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ცალ­მხრი­ვი პი­ლი­ტი­კუ­რი ინ­ცი­ა­ტი­ვა იყო. მი­უ­ხე­და­ვად გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ძა­ლის­ხმე­ვი­სა სამ­წუ­ხა­როდ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა ვერ მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ბუ­ნებ­რივ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას­თან ერ­თად დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქმე­დე­ბე­ბაც გა­ნა­პი­რო­ბა. მე­ო­რე - ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლია, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რა­ი­მე ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის გარ­შე­მო 113 ხმის მო­ბი­ლი­ზე­ბის რე­სურ­სი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ არ­სე­ბობს. თემა და­ხუ­რუ­ლია - 2020 წლის­თვის შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა შე­რე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა მთე­ლი თა­ვი­სი ძა­ლის­ხმე­ვა, არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა­სა და არ­ჩევ­ნე­ბის მა­ღა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბის­კენ უნდა მი­მარ­თოს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძე აცხა­დებს, "მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ და­ვა­ყე­ნოთ ჩვე­ნი კან­დი­და­ტე­ბი იმ მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში, სა­დაც, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორი ძი­რი­თა­დი ფრთი­სა და მისი და­ნა­მა­ტე­ბის გარ­და, და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის ნე­ბის­მი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს ან და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს ექ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი".

მი­სი­ვე თქმით, შე­დე­გად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტის მაქ­სი­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.

„გზას გა­ვუხ­სნით ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლად სუსტ, მაგ­რამ ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს და აქ­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებს, რათა მათ უშუ­ა­ლო და ქმე­დი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რაც იყო კი­დეც ჩვენს მიერ ივ­ნის­ში წარ­დგე­ნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო შე­თა­ვა­ზე­ბის მთა­ვა­რი იდეა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, პლე­ბის­ცი­ტი არის ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის გზით სა­ერ­თო-სა­ხალ­ხო გა­მო­კი­თხვა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lado
115

რა უტიფრები არიან, არც კი განიხილავენ განმეორებითი კენჭისყრის ალბათობას. რატომ?

nugzari
59

თქვენი დასასრული დადგეს ნეტავ ძააან მალე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თემა დახურულია - 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება - რაზე შეთანხმდა უმრავლესობა

თემა დახურულია - 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება - რაზე შეთანხმდა უმრავლესობა

„ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ოღონდ 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს.

შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებას არაერთგზის მკაფიოდ გააცნეს საკუთარი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომელიც საარჩევნიო სისტემის საკითხის გარშემო განვითარდა.

„თუმცა, ვინაიდან ამ თემის გარშემო კვლავ არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები, მსურს საზოგადოებას ჩვენი პოზიცია, რამდენიმე გზავნილით კიდევ ერთხელ გავუზიარო: პირველი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პილიტიკური ინციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა სამწუხაროდ კანონპროექტმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებაც განაპირობა. მეორე - ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. თემა დახურულია - 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება, აქედან გამომდინარე პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა, არჩევნებისთვის მზადებასა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძე აცხადებს, "მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი".

მისივე თქმით, შედეგად, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.

„გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კანონმდებლობით, პლებისციტი არის ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე.

ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

თბილისში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან