სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს
მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს

მოძ­რა­ო­ბა „გა­ბე­დეს“ წევ­რებ­მა ბოქ­ლო­მი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის ღო­ბეს და­ა­დეს. აქ­ტი­ვის­ტებ­მა, თავ­და­პირ­ვე­ლად, რე­ზი­დენ­ცი­ის ჭიშ­კრის შე­სას­ვლე­ლე­ბის და­ბოქ­ლო­მე­ბა სცა­დეს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს, რად­გან მათი გან­მარ­ტე­ბით, ბოქ­ლო­მი რე­ზი­დენ­ცი­ის იერ­სა­ხეს ამა­ხინ­ჯებს.

რო­გორც ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა გა­ნა­ცხა­და, მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ პრე­ზი­დენ­ტი გახ­დეს შუ­ა­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის, "რათა და­ი­წყოს დი­ა­ლო­გი". მათი თქმით, პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. ამას­თან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო პრე­ზი­დენ­ტი.

"ჩვენ მო­ვე­დით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნად. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან 10 დღის შემ­დეგ აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით, რომ ის იყოს შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის, რომ და­ი­წყოს დი­ა­ლო­გი", - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა.

აქ­ტი­ვის­ტებს „და­ბოქ­ლო­მე­ბამ­დე“ ბა­ნე­რე­ბი ჰქონ­დათ გაშ­ლი­ლი წარ­წე­რით: "ბორ­კი­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ წაგ­ვარ­თმევს", "ვერ დაგ­ვა­ში­ნებთ, ყვე­ლას ვერ დაგ­ვი­ჭერთ". ამას­თან, სკან­დი­რებ­დნენ: "გა­ბე­დე".

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკუ
16

მაგენმა თავიან სახლებზე დაადონ მოქლომი რომ მათ ცოლებთან მეზობლები დაძვრებიან ზოგის სახლში არსებულ ქალბატონებთან...მათი მამაკაცები 3 თვეა ფირალად არიან გავარდნილი აქციაზე დაააა

keti
1

daargvies kanoni saxelmcipos cinashec kveknis prezidentis dgevandel dges mkop uplebamosil da vitkodi sakutar mesakutreobashi mkopi teritoria agricxuli scored shemogobili da chishkaric romelic ecereba da agricxulia prezidentis sakutrebashi kanonit daargvies da sheuracxes es ra axali moda shemovida boklomebi jachvebi ise cocxebis gamopenas boklomebi jobia tvalsac ar cemen egre ar aris agnishnuli boklomi sombolod tvalis dasacavad kargia erti mxriv tvali ar gvecema sakartveloshi mtrebisgan kvelaperi kargia xumrobac shakiric magram pirvel rigshi azri akvs mushaobas gegmas chamokalibebas boklomebis da jachvebis chamokidvit kvekana ar ashendeba arc cin cava da arc agordzindeba kargia bevri imushaon da moemzadon saarchevnod vidre dros xarjavdnen kuchashi gamosvllebit boklomebis dakidebit dge da game unda gegmavdnen tu ras gaaketeben asrocentiani martvelobashi rom movidnen ise ki ara shepireba da gadagdeba mosaxleobas opisebshi unda ijdnen da mushaobdnen ise male mova 2020 clis oktomberi da archevnebis dge verc gaigeben da isev moumzadeblebi iknebian unda shecerdes es uazro vitkodi tamashi ertmanetshi da daseriozuldnen rogorc namdvil politikos diplomats sheshvendis

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს. აქტივისტებმა, თავდაპირველად, რეზიდენციის ჭიშკრის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რადგან მათი განმარტებით, ბოქლომი რეზიდენციის იერსახეს ამახინჯებს.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი გახდეს შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, "რათა დაიწყოს დიალოგი". მათი თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს. ამასთან, მათივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტი.

"ჩვენ მოვედით სალომე ზურაბიშვილთან მშვიდობიანად. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან 10 დღის შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომელიც ჩვენთვის გამაღიზიანებელია. ჩვენი მოთხოვნაა პრეზიდენტის მისამართით, რომ ის იყოს შუამავალი რგოლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ დაიწყოს დიალოგი", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქტივისტებს „დაბოქლომებამდე“ ბანერები ჰქონდათ გაშლილი წარწერით: "ბორკილები თავისუფლებას ვერ წაგვართმევს", "ვერ დაგვაშინებთ, ყველას ვერ დაგვიჭერთ". ამასთან, სკანდირებდნენ: "გაბედე".

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

"პარლამენტის პიკეტირება მალე დაიწყება" - გიორგი ვაშაძე პოლიციას მიმართავს

"ქართული ოპოზიცია VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი" - კობახიძე "გირჩის" აქცია-პერფორმანსს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა

ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს - იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება