სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რუსთაველი იქნება დიდხანს გადაკეტილი და არა მხოლოდ რუსთაველი..." - აქციის მონაწილეებმა ღამე  კარვებში გაატარეს
"რუსთაველი იქნება დიდხანს გადაკეტილი და არა მხოლოდ რუსთაველი..." - აქციის მონაწილეებმა ღამე  კარვებში გაატარეს

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ღამე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, კარ­ვებ­ში გა­ა­ტა­რეს. რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად იყ­ვნენ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პარ­ლა­მენ­ტთან დღეს, 12:00 სა­ათ­ზე ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„პირ­ვე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნეთ. ჩვე­ნი გეგ­მაა, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ პრო­ტეს­ტი იქამ­დე, ვიდ­რე ამ ქვე­ყა­ნას არ ექ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რუს­თა­ვე­ლი იქ­ნე­ბა დიდ­ხანს გა­და­კე­ტი­ლი და არა მხო­ლოდ რუს­თა­ვე­ლი... იქ­ნე­ბა კარ­ვე­ბი, აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტი“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მიშა მშვილ­და­ძემ.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცია დღეს, 19:00 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა.

გუ­შინ ღა­მით მოძ­რა­ო­ბა „შეც­ვა­ლეს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან მი­ვიდ­ნენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან მოს­ვლით გა­აპ­რო­ტეს­ტეს პარ­ლა­მენ­ტის მიერ ჩაგ­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბა. ამას­თან, მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან კე­დელ­ზე მი­ა­წე­რეს „შეც­ვა­ლე“, რა­საც პო­ლი­ცი­ა­სა და მათ შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი თქვენს პატრონს
27

მაქარაშვილი ხელისუფლების პირველ პირად! ის გადაგვარჩენს!

მანგო
28

აყრიან მალე....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რუსთაველი იქნება დიდხანს გადაკეტილი და არა მხოლოდ რუსთაველი..." - აქციის მონაწილეებმა ღამე  კარვებში გაატარეს

"რუსთაველი იქნება დიდხანს გადაკეტილი და არა მხოლოდ რუსთაველი..." - აქციის მონაწილეებმა ღამე  კარვებში გაატარეს

აქციის მონაწილეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე, კარვებში გაატარეს. რიგით მოქალაქეებთან ერთად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან დღეს, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი.

„პირველი ღამე გავათენეთ. ჩვენი გეგმაა, რომ გავაგრძელოთ პროტესტი იქამდე, ვიდრე ამ ქვეყანას არ ექნება ღირსეული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. რუსთაველი იქნება დიდხანს გადაკეტილი და არა მხოლოდ რუსთაველი... იქნება კარვები, აქტიური პროტესტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ.

რუსთაველის გამზირზე აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

გუშინ ღამით მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რეზიდენციასთან მოსვლით გააპროტესტეს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საარჩევნო ცვლილება. ამასთან, მოძრაობის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან კედელზე მიაწერეს „შეცვალე“, რასაც პოლიციასა და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა - "ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს"

"ნაცმოძრაობის" გვერდით არ დავდგებით - ბექა ნაცვლიშვილი და მისი თანამოაზრეები 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ 25 ნოემბერს