სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კაცს, რომელმაც ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი წაუყენეს
კაცს, რომელმაც ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი წაუყენეს

თბი­ლის­ში, კი­ნო­თე­ატრ „ამი­რა­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს მო­ქა­ლა­ქე ანა სუ­ბე­ლი­ა­ნის და­შა­ვე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ შალ­ვა შე­ვარ­დნა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა.

კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა შე­ვარ­დნა­ძეს ბრა­ლი 118,1 მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თულ-შვე­დუ­რი ფილ­მის - „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ" ჩვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 8-9 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა. ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე, მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ წევ­რე­ბი ფილ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ჩვე­ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ და პრე­მი­ე­რის ჩაშ­ლას გეგ­მავ­დნენ, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მოჰ­ყვა. 8 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე სულ 28 პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ცი­დენ­ტე­ბის დროს და­შავ­და ორი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, რომ­ლებ­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დათ. ფილ­მის ჩვე­ნე­ბა დღე­საც არის და­გეგ­მი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
16

metis girsiaaaa

aburjga
5

ძალიან ვწუხვარ! ანა კარგი გოგოა-კარგი ქალბატონია! მაგრამ სამწუხაროდ აცდენილია ჭეშმარიტ ღირებულებებს, ქართული სულით ვერ ამაყობს. ყოველთვის სადღაც იქ!!! ეტენება და მერე ასე სამწუხარო ამბავი ხდება! ქართულმა საზოგადოებამ ვერ აიტანა ჰომოსექსუალიზმის ასეთი მოძალებული პროპაგანდა! რატომ გიკვრთ? ასეც უნდა იყოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კაცს, რომელმაც ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი წაუყენეს

კაცს, რომელმაც ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი წაუყენეს

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-9 ნოემბერს გაიმართა. ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარშის“ წევრები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ფილმის ჩვენება დღესაც არის დაგეგმილი.

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

"გეგი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბიჭს მისი და უყვარდა...“ - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი?