სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა
ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა

ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლურ­მა ცენ­ტრმა ჭვა­ნის ხე­ო­ბის ფოლკ­ლო­რულ სა­ღა­მოს „ჭვა­ნა - ერთი ხე­ო­ბის ფოლკ­ლო­რი“ უმას­პინ­ძლა. გა­მო­ფე­ნა-კონ­ცერ­ტზე, 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებ­ში ჭვა­ნის მუ­სი­კა­ლურ ხე­ო­ბა­ში ჩა­წე­რი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი, მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბი გა­ცო­ცხლდა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ჭვა­ნის ხე­ო­ბის ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ით გა­იხ­სნა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი თავ­მჯდო­მა­რემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხე­ო­ბა­ში ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა გა­აც­ნო, რაც ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის თა­ღო­ვა­ნი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან წის­ქვი­ლე­ბის სოფ­ლამ­დე ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა­სა და ტუ­რის­ტუ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის ფო­ი­ე­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ჭვა­ნის ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ყოფა-ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ. კონ­ცერ­ტი, რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხე­ო­ბა­ში აღ­დგე­ნი­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის, ცეკ­ვი­სა და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კის ნი­მუ­შე­ბი იხი­ლა, სა­პა­ტიო ჭვა­ნე­ლი­სა და სა­პა­ტიო შუ­ა­ხე­ვე­ლის და­ჯილ­დო­ე­ბით დას­რულ­და. სა­პა­ტიო ჭვა­ნე­ლის ტი­ტუ­ლი ჭვა­ნის ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნელ ტა­რი­ელ ბოლ­ქვა­ძეს გა­და­ე­ცა, რო­მელ­მაც ან­სამ­ბლის­თვის 10,000 ლა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­გან მი­ი­ღო. სა­პა­ტიო შუ­ა­ხე­ვე­ლის ტი­ტუ­ლი კი ნო­დარ ქა­თა­მა­ძემ მი­ი­ღო. სა­ღა­მო „გი­ორ­გი გა­რა­ყა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ბა­თუ­მის ფოლკ­ლო­რუ­ლი და სა­სუ­ლი­ე­რო მუ­სი­კის XIV სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი“-ს ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა

ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა

ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ჭვანის ხეობის ფოლკლორულ საღამოს „ჭვანა - ერთი ხეობის ფოლკლორი“ უმასპინძლა. გამოფენა-კონცერტზე, 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის მუსიკალურ ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდა. ღონისძიება ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციით გაიხსნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თავმჯდომარემ საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რაც ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში გამოფენილი ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაეთვალიერებინათ. კონცერტი, რომელზეც საზოგადოებამ ხეობაში აღდგენილი, ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იხილა, საპატიო ჭვანელისა და საპატიო შუახეველის დაჯილდოებით დასრულდა. საპატიო ჭვანელის ტიტული ჭვანის ანსამბლის ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს გადაეცა, რომელმაც ანსამბლისთვის 10,000 ლარიანი დაფინანსება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო. საპატიო შუახეველის ტიტული კი ნოდარ ქათამაძემ მიიღო. საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალი“-ს ფარგლებში ჩატარდა.

სიახლე კარდიოლოგიური პაციენტებისთვის

"ავერსი" 25 წლის იუბილეს სიურპრიზებით ეგებება

დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა