სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა

"ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრმა თე­გე­ტამ" მომ­ხმა­რებ­ლებს ახა­ლი Toyota C-HR-ი წა­რუდ­გი­ნა.

C-HR-ის ის­ტო­რია 2014 წლის პა­რი­ზის ავ­ტო­გა­მო­ფე­ნი­დან იწყე­ბა, სა­დაც ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის პირ­ველ­მა კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ­მა მო­დელ­მა უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ უკვე 2 წე­ლი­წად­ში ამ მო­დე­ლის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო, თა­ნაც ისე, რომ ქარ­ხნუ­ლი ვერ­სია თავ­და­პირ­ვე­ლი კონ­ცეპ­ტის­გან დი­დად არ შეც­ვლი­ლა. ამ მო­დე­ლით ”ტო­ი­ო­ტამ” ახა­ლი სი­ტყვა თქვა ავ­ტო­დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში, რა­ზეც ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ხე­ლიც მი­უ­თი­თებს - C-HR-ი, ანუ Coupe High Rider, რაც ნიშ­ნავს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის დი­ზა­ი­ნი შე­ი­ცავს რო­გორც კუ­პეს, ასე­ვე ქრო­სო­ვე­რის ელე­მენ­ტებს.

მან­ქა­ნის ძა­რის ქვე­და ნა­წი­ლი წარ­მო­ად­გენს ქრო­სო­ვერს, ხოლო სა­ხუ­რა­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ეს მო­დე­ლი ცალ­სა­ხად კუ­პეა. გარ­და ამი­სა, უკა­ნა კა­რის ორი­გი­ნა­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­ხე­ლუ­რე­ბი ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას გიქ­მნით, თით­ქოს ამ მო­დელს 2 კარი აქვს.

ავ­ტო­მო­ბილ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ია­პო­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მთა­ვა­რი ინ­სპი­რა­ცია იყო ბრი­ლი­ან­ტი. სწო­რედ ამი­ტომ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ბრი­ლი­ან­ტის სი­ლუ­ე­ტი რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სტე­რი­ერ­ში, ასე­ვე ინ­ტე­რი­ერ­ში. ბრი­ლი­ან­ტის წახ­ნა­გო­ვა­ნი ფორ­მე­ბი ავ­ტო­მო­ბილს აგ­რე­სი­ულ და სპორ­ტულ იერს აძ­ლევს. C-HR-ის ექ­სტე­რი­ე­რის კი­დევ ერთი თვალ­ში­სა­ცე­მი დე­ტა­ლი მისი დახ­ვე­წი­ლი წინა LED DRL ფა­რე­ბია.

ია­პო­ნე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით იმუ­შა­ვეს ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­ტე­რი­ერ­ზე. მაჩ­ვე­ნე­ბელ­თა დაფა, მულ­ტი­მე­დი­ის ეკ­რა­ნი და და­მა­ტე­ბი­თი ღი­ლა­კე­ბი თა­ვი­სი გან­ლა­გე­ბით მძღო­ლის­კე­ნაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ფუნ­ქცია ისე გა­მო­ი­ყე­ნოთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი დარ­ჩეთ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა­ზე.

ამას ემა­ტე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სპორ­ტუ­ლი სა­ვარ­ძლე­ბი, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ სიჩ­ქა­რე­ზე თქვე­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის გა­რან­ტია. გარ­და ინ­ტე­რი­ე­რის პრაქ­ტი­კუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი­სა, C-HR-ის სა­ლონ­ში ნა­ხავთ ისეთ დახ­ვე­წილ ვი­ზუ­ა­ლურ დე­ტა­ლებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ლურ­ჯი კან­ტი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის პა­ნე­ლის მთელ გა­ყო­ლე­ბა­ზე, LED-გა­ნა­თე­ბე­ბი და ბრი­ლი­ან­ტის ფორ­მის ჭრი­ლე­ბი.

”ტო­ი­ო­ტას” მარ­კის ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ღირ­სე­ბე­ბია: ქა­ლა­ქის პი­რო­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო კომ­პაქ­ტუ­რო­ბა, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა, სრუ­ლი ამძრა­ო­ბის უაღ­რე­სად ჭკვი­ა­ნუ­რი სის­ტე­მა და ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა, თუმ­ცა ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა, რის გა­მოც ახა­ლი Toyota C-HR-ი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე მომ­ხმა­რებ­ლის­თვის.

ახა­ლი C-HR-ი აერ­თი­ა­ნებს 10 -მდე კომ­პლექ­ტა­ცი­ას, სამი სხვა­დას­ხვა ძრა­ვი­თა და მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, ასე­ვე უამ­რავ ფერს, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ეს მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვი­საა შექ­მნი­ლი. თუმ­ცა, თუ რო­მე­ლი­მე თქვენ­თა­განს ცო­ტა­თი კი­დევ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, ამ კუ­თხი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია C-HR-ი და გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას შევ­ქმნათ კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ­თვის მორ­გე­ბუ­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი დი­ზა­ი­ნის მო­დე­ლი, რო­გო­რე­ბი­ცაა: C-HR ჩერი ან C-HR ლა­ი­მი.

Toyota C-HR-ი წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც ბენ­ზი­ნის, ასე­ვე ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვით. თუ თქვენ არ­ჩე­ვანს შე­ა­ჩე­რებთ ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვის Toyota C-HR-ზე, ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა გად­მოგ­ცემთ „მწვა­ნე ბა­რათს“, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც თქვენ გახ­დე­ბით ტო­ი­ო­ტას „მწვა­ნე გზის კლუ­ბის“ წევ­რი, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ყო­ველ გავ­ლილ 2 000 კმ-ზე, „აჯა­მე­თის“ ტყე-პარკში თქვენს სა­ხელ­ზე და­ირ­გვე­ბა ას­წლო­ვა­ნი მუხა, რო­მე­ლიც გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა.

ასე­ვე გად­მო­გე­ცე­მათ გამ­წვა­ნე­ბის ვა­უ­ჩე­რი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეძ­ლებთ სახ­ლის ან ეზოს გა­სამ­წვა­ნებ­ლად შე­არ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი მცე­ნა­რე. შე­მო­უ­ერ­თდით ტო­ი­ო­ტა თე­გე­ტას CSR კამ­პა­ნი­ას და ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ გა­რე­მო­ზე.

zaza
0
ამის მერე გამოდის რომ ის "ჟურნალისტები", ვინც გვარამიას მზეს ფიცულობენ, წილში ყოფილან რუსთავი-2 ის საზიანოდ. ისინიც უნდა მიუსვან ციხეში გვარამიას და იქ ატლიკინონ მერე ტყუილებით ენები.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა

"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა

"ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა.

C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველმა კონცეპტუალურმა მოდელმა უაღრესად დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ უკვე 2 წელიწადში ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ შეცვლილა. ამ მოდელით ”ტოიოტამ” ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR-ი, ანუ Coupe High Rider, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს.

მანქანის ძარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ქროსოვერს, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნით, თითქოს ამ მოდელს 2 კარი აქვს.

ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია იყო ბრილიანტი. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალი მისი დახვეწილი წინა LED DRL ფარებია.

იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყველა ზემოთ ნახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეთ ავტომობილის მართვაზე.

ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც ნებისმიერ სიჩქარეზე თქვენი კომფორტული გადაადგილების გარანტია. გარდა ინტერიერის პრაქტიკული უპირატესობებისა, C-HR-ის სალონში ნახავთ ისეთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები.

”ტოიოტას” მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებია: ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა და ულტრათანამედროვე ტექნიკა, თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტებისა, რის გამოც ახალი Toyota C-HR-ი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მომხმარებლისთვის.

ახალი C-HR-ი აერთიანებს 10 -მდე კომპლექტაციას, სამი სხვადასხვა ძრავითა და მახასიათებლებით, ასევე უამრავ ფერს, რაც გულისხმობს, რომ ეს მოდელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი. თუმცა, თუ რომელიმე თქვენთაგანს ცოტათი კიდევ განსხვავებული გემოვნება აქვს, ამ კუთხითაც გამორჩეულია C-HR-ი და გვაძლევს საშუალებას შევქმნათ კონკრეტულად თქვენთვის მორგებული, ექსკლუზიური დიზაინის მოდელი, როგორებიცაა: C-HR ჩერი ან C-HR ლაიმი.

Toyota C-HR-ი წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავით. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C-HR-ზე, ტოიოტა ცენტრი თეგეტა გადმოგცემთ „მწვანე ბარათს“, რომლის მეშვეობითაც თქვენ გახდებით ტოიოტას „მწვანე გზის კლუბის“ წევრი, რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა.

ასევე გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სახლის ან ეზოს გასამწვანებლად შეარჩიოთ სასურველი მცენარე. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.

აჭარის რეკლამა Expedia -ზე იწყება

4 ნოემბერს ვაკის მოსახლეობას გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება

სპეციალური საშემოდგომო აქცია Nissan X-Trail_ზე