სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გენიალური გურული იუმორი - "მარგალიტები" ყოფითი საუბრებიდან
გენიალური გურული იუმორი - "მარგალიტები" ყოფითი საუბრებიდან

გუ­რი­ა­ში ავა­რია მოხ­და. პატ­რუ­ლი ოქმს ავ­სებს და თვითმხილ­ველ გუ­რულს თხოვს მოყ­ვეს, რაც მოხ­და. ისიც იწყებს: რა მოხ­და და, ეგერ იმ ხეს ხე­დავთ? დიახ ვხე­დავთ, - პა­სუ­ხობს პატ­რუ­ლი. ხოდა, მა­გენ­მა ვერ დე­ი­ნა­ხეს, - ამ­თავ­რებს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას გუ­რუ­ლი.

***

გუ­რუ­ლი სუფ­რა­ზეა, სა­დაც ერთი ატე­ხი­ლია - ნეტა, ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემი მამა იყო­სო. იმ­დენ­ჯერ ინატ­რა, შე­წუხ­და გუ­რუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბულ­მა უთხრა: ბიჯო, თუ ნატ­ვრაა, ფული ინატ­რე, თვა­რა დე­დას მეც ქე’ მოგ**ავო!

***

გუ­რუ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ ეკ­ლე­სი­ა­ში და მა­მა­ოს ეუბ­ნე­ბი­ან: მა­მაო, ზე­თის ცხე­ბა გვინ­და და გვა­ცხე რაია ზეთი!- მარ­ხუ­ლობთ? - შე­ე­კი­თხა მა­მაო.- არა არ ვმარ­ხუ­ლობთ.- მო­ნათ­ლუ­ლე­ბი ხართ?- არა, მა­მაო, არც მო­ნათ­ლუ­ლე­ბი ვართ, - უთხრეს გუ­რუ­ლებ­მა.- აბა ზე­თის ცხე­ბა რე­ი­ზა გინ­დათ, ჭრა­ჭუ­ნობთ?!

***

ყო­ფი­ლი ნა­ხიშ­ტარ-ნა­ყა­ჩა­ღარ, ნა­მა­მა­ძაღ­ლარ, ნა­ჩათ­ლა­ხა­რი გუ­რუ­ლი, დიდი ფულს იშოვ­ნის და გა­და­წყვეტს ეკ­ლე­სია აა­შე­ნოს.და­ი­წყო და ამ დროს მა­მა­მი­სი დგას და უყუ­რებს თოხზე დაყ­რდნო­ბი­ლი და ეუბ­ნე­ბა;- შენ მამა, სა­მო­თხე­ში მა­ინც არ შე­გიშ­ვე­ბენ, იმ­ფე­რი გაქვს ნა­კე­თე­ბი და აი, ეშ­მა­კიც თლათ არ მე­ინ­დუ­რო…

***

გუ­რუ­ლი ჩა­მო­ვარ­და ხი­დან და გა­ა­ქა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექიმ­მა სხვა კი­თხვებ­თან ერ­თად, ბო­ლოს კი­თხა: ხი­დან ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ აზრი ხომ არ და­გი­კარ­გავთ! ა, აბ­და­ლი თუ არაა ახლა, გაბ­რაზ­და გუ­რუ­ლი, რა უნდა და­მე­კარ­გა, ბიჯო, აზრი მა­ნამ­დე რომ მქო­ნო­და, იმ ხეზე ევი­დო­დი?

***

იყო ერთი კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ექი­მი ვახ­ტანგ ჭყო­ი­ძე. ერთხელ მძი­მე ავად­მყოფ­თან გა­მო­ი­ძა­ხეს. მისი გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, ვახ­ტან­გმა არა­ყი მო­ი­თხო­ვა. მი­არ­თვეს. ექიმ­მა ჭიქა ას­წია და თქვა:- ეჰ, ამას აწი აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და ჩვენ გაგ­ვი­მარ­ჯო­სო!

***

ღვი­ნო და არა­ყია შენი მტე­რი! - ეჩხუ­ბე­ბა ცოლი გუ­რულ ქმარს.- მერე, რა გინ­და, ცა, მტერს გინ­და შუ­უ­შინ­დე? - არ ნებ­დე­ბა კაცი.

***

შე­ბინ­დე­ბულ­ზე გზა­ზე მი­მა­ვალ გუ­რულს ყა­ჩა­ღე­ბი და­ესხნენ. ფული წა­არ­თვეს ტან­ზეც გა­ხა­დეს და ცემა და­უ­წყეს. შე­წუხ­და გუ­რუ­ლი - რა იყო რას მცემთ, დე­ვიგ­ვი­ა­ნე თუ რაი?!

***

გუ­რუ­ლი ბა­ღა­ნა ოთახ­ში დარ­ბის და წყლის თო­ფით ყვე­ლა­ფერს წუ­წავს. დედა უბ­რაზ­დე­ბა: გა­ჩეი, ბიჯო, ღვთის­მშო­ბე­ლის ხა­ტია აგერ, რა­ფერს შე­იძ­ლე­ბა მა­გი­ზა წყლის მის­ხმა?! ბა­ღა­ნა პა­სუ­ხობს: კალ­თა­ში რომ ბა­ღა­ნა უზის, იმი­ზა?

***

ღა­მეა. გუ­რუ­ლი ცოლ-ქმა­რი წევს, ვი­ღაც ეზოს­თან იძა­ხის. ქმა­რი გა­ძა­ხებს:- რო­მე­ლი ხარ?!- მარ­გა­ლი კოჩი!- ადე, ქალო, გა­ხე­დე ერთი, ვი­ღა­ცა იძა­ხის ნამ­გა­ლი მაქვს პრო*შიო…

***

გუ­რუ­ლი ქუ­ჩა­ში შარ­დავს, მი­ად­გე­ბა ასე­ვე გუ­რუ­ლი პატ­რუ­ლი და და­უ­ცა­ცხა­ნებს: რა შობი, ბიჯო, მა­ქა­ნე, და­გი­ჭი­როო? არა, მად­ლო­ბა, მი­ჭი­რავ­სო. ნა­ხეთ მეტი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიანა
2

აგაშენოთ და გაგამრავლოთ უფალმა ღმერთმა რამდენი ვიცინე

ეკა
1

გურულები სუუუპერ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გენიალური გურული იუმორი - "მარგალიტები" ყოფითი საუბრებიდან

გენიალური გურული იუმორი - "მარგალიტები" ყოფითი საუბრებიდან

გურიაში ავარია მოხდა. პატრული ოქმს ავსებს და თვითმხილველ გურულს თხოვს მოყვეს, რაც მოხდა. ისიც იწყებს: რა მოხდა და, ეგერ იმ ხეს ხედავთ? დიახ ვხედავთ, - პასუხობს პატრული. ხოდა, მაგენმა ვერ დეინახეს, - ამთავრებს ჩვენების მიცემას გურული.

***

გურული სუფრაზეა, სადაც ერთი ატეხილია - ნეტა, ივანიშვილი ჩემი მამა იყოსო. იმდენჯერ ინატრა, შეწუხდა გურული და გაბრაზებულმა უთხრა: ბიჯო, თუ ნატვრაა, ფული ინატრე, თვარა დედას მეც ქე’ მოგ**ავო!

***

გურულები შევიდნენ ეკლესიაში და მამაოს ეუბნებიან: მამაო, ზეთის ცხება გვინდა და გვაცხე რაია ზეთი!- მარხულობთ? - შეეკითხა მამაო.- არა არ ვმარხულობთ.- მონათლულები ხართ?- არა, მამაო, არც მონათლულები ვართ, - უთხრეს გურულებმა.- აბა ზეთის ცხება რეიზა გინდათ, ჭრაჭუნობთ?!

***

ყოფილი ნახიშტარ-ნაყაჩაღარ, ნამამაძაღლარ, ნაჩათლახარი გურული, დიდი ფულს იშოვნის და გადაწყვეტს ეკლესია ააშენოს.დაიწყო და ამ დროს მამამისი დგას და უყურებს თოხზე დაყრდნობილი და ეუბნება;- შენ მამა, სამოთხეში მაინც არ შეგიშვებენ, იმფერი გაქვს ნაკეთები და აი, ეშმაკიც თლათ არ მეინდურო…

***

გურული ჩამოვარდა ხიდან და გააქანეს საავადმყოფოში. ექიმმა სხვა კითხვებთან ერთად, ბოლოს კითხა: ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ აზრი ხომ არ დაგიკარგავთ! ა, აბდალი თუ არაა ახლა, გაბრაზდა გურული, რა უნდა დამეკარგა, ბიჯო, აზრი მანამდე რომ მქონოდა, იმ ხეზე ევიდოდი?

***

იყო ერთი კოლორიტული პიროვნება, ექიმი ვახტანგ ჭყოიძე. ერთხელ მძიმე ავადმყოფთან გამოიძახეს. მისი გასინჯვის შემდეგ, ვახტანგმა არაყი მოითხოვა. მიართვეს. ექიმმა ჭიქა ასწია და თქვა:- ეჰ, ამას აწი აღარაფერი ეშველება და ჩვენ გაგვიმარჯოსო!

***

ღვინო და არაყია შენი მტერი! - ეჩხუბება ცოლი გურულ ქმარს.- მერე, რა გინდა, ცა, მტერს გინდა შუუშინდე? - არ ნებდება კაცი.

***

შებინდებულზე გზაზე მიმავალ გურულს ყაჩაღები დაესხნენ. ფული წაართვეს ტანზეც გახადეს და ცემა დაუწყეს. შეწუხდა გურული - რა იყო რას მცემთ, დევიგვიანე თუ რაი?!

***

გურული ბაღანა ოთახში დარბის და წყლის თოფით ყველაფერს წუწავს. დედა უბრაზდება: გაჩეი, ბიჯო, ღვთისმშობელის ხატია აგერ, რაფერს შეიძლება მაგიზა წყლის მისხმა?! ბაღანა პასუხობს: კალთაში რომ ბაღანა უზის, იმიზა?

***

ღამეა. გურული ცოლ-ქმარი წევს, ვიღაც ეზოსთან იძახის. ქმარი გაძახებს:- რომელი ხარ?!- მარგალი კოჩი!- ადე, ქალო, გახედე ერთი, ვიღაცა იძახის ნამგალი მაქვს პრო*შიო…

***

გურული ქუჩაში შარდავს, მიადგება ასევე გურული პატრული და დაუცაცხანებს: რა შობი, ბიჯო, მაქანე, დაგიჭიროო? არა, მადლობა, მიჭირავსო. ნახეთ მეტი

"რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება? როცა რუსული თეატრები  ჩამოდიან, მაშინ  ტაშით ხვდებით" - რობერტ სტურუა

ჯო ბაიდენს ძაღლი მოუკვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ