სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის
ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის

2 ნო­ემ­ბერს Summer Set შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ღო­ნის­ძი­ე­ბას მას­პინ­ძლობს, რომ­ლის ჰედ­ლა­ი­ნე­რიც გერ­მა­ნე­ლი დი­ჯეი და პრო­დი­უ­სე­რი Boris Brejcha გახ­ლავთ. Summer Set-ის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალს ცო­ცხალ ორ­კესტრთან ერ­თად 6000-ზე მეტი სტუ­მა­რი და­ეს­წრო, გუნ­დი ამ­ჯე­რა­დაც იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნებს ელის.

“ჩვე­ნი ბრენ­დი მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლე­ბის და კლუ­ბე­ბის ჰედ­ლა­ი­ნე­რი Boris Brejcha ქარ­თველ მსმე­ნელს ძა­ლი­ან უყ­ვარს, ამი­ტომ სტუმ­რე­ბის ანა­ლო­გი­ურ რა­ო­დე­ნო­ბას ვე­ლო­დე­ბით 2 ნო­ემ­ბერ­საც”,-ამ­ბობს Summer Set-ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი ნიკა დვა­ლი­ძე.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ლო­კა­ცი­ის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რის გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წი­ნას­წარ­ვე გა­ავ­რცე­ლეს, რომ მსმე­ნელ­მა იცო­დეს, რო­გორ გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. “Summer Set 2013 წლი­დან არტ მე­ნე­ჯერ­თან და გა­ნა­თე­ბის რე­ჟი­სორ­თან სან­დრო ქო­რი­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. სან­დრო დღეს კი­ევ­ში მოღ­ვა­წე­ობს და სხვა­დას­ხვა წამ­ყვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­დან აქვს მიწ­ვე­ვე­ბი. მას­თან ერ­თად 2 ნო­ემ­ბრის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი ვი­ჯეი ალექ­სეი ტუ­შენ­კო იმუ­შა­ვებს, გა­ნა­თე­ბას კი ტექ­ნი­კუ­რად MS Lights უზ­რუნ­ველ­ყოფს.”

სცე­ნას მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა მხრე­ბი­დან მა­ტა­რებ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი ვა­გო­ნე­ბი გა­ა­ფორ­მებს, ფეს­ტი­ვალ­ზე მო­სულ სტუმ­რებს ეზო­ში სტარ­ტა­პე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი ზო­ნე­ბი დახ­ვდე­ბათ, ბა­რო­კოს სტილს, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვა­ლის წინა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ჩა­ა­ნაც­ვლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა 2 ნო­ემ­ბერს 22:00-დან და­ი­წყე­ბა, მა­ნამ­დე კი შე­გიძ­ლი­ათ ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ნა­ხოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის

ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის

2 ნოემბერს Summer Set შემოდგომის მეორე ღონისძიებას მასპინძლობს, რომლის ჰედლაინერიც გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Boris Brejcha გახლავთ. Summer Set-ის ოქტომბერში გამართულ ფესტივალს ცოცხალ ორკესტრთან ერთად 6000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, გუნდი ამჯერადაც იმავე რაოდენობის ადამიანებს ელის.

“ჩვენი ბრენდი მასშტაბურ ღონისძიებებზეა ორიენტირებული, მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალების და კლუბების ჰედლაინერი Boris Brejcha ქართველ მსმენელს ძალიან უყვარს, ამიტომ სტუმრების ანალოგიურ რაოდენობას ველოდებით 2 ნოემბერსაც”,-ამბობს Summer Set-ის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ლოკაციის ვიზუალური მხარის გრაფიკული გამოსახულება წინასწარვე გაავრცელეს, რომ მსმენელმა იცოდეს, როგორ გარემოში აღმოჩნდება. “Summer Set 2013 წლიდან არტ მენეჯერთან და განათების რეჟისორთან სანდრო ქორიძესთან თანამშრომლობს. სანდრო დღეს კიევში მოღვაწეობს და სხვადასხვა წამყვანი ფესტივალებიდან აქვს მიწვევები. მასთან ერთად 2 ნოემბრის ღონისძიებაზე უკრაინელი ვიჯეი ალექსეი ტუშენკო იმუშავებს, განათებას კი ტექნიკურად MS Lights უზრუნველყოფს.”

სცენას მარჯვენა და მარცხენა მხრებიდან მატარებლის ფუნქციური ვაგონები გააფორმებს, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ეზოში სტარტაპერები და სხვადასხვა გასართობი ზონები დახვდებათ, ბაროკოს სტილს, რომელიც ფესტივალის წინა ღონისძიებაზე იყო გამოყენებული ურბანული ჩაანაცვლებს. ღონისძიება 2 ნოემბერს 22:00-დან დაიწყება, მანამდე კი შეგიძლიათ ფოტო და ვიდეომასალა ნახოთ.

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუნი გაიმართება

"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან