სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
39 გვამი სატვირთო მანქანაში - ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს გარდაცვლილების ვინაობა დაადგინოს
39 გვამი სატვირთო მანქანაში - ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს გარდაცვლილების ვინაობა დაადგინოს

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში 39 ადა­მი­ა­ნის გვა­მი იპო­ვეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBCავ­რცე­ლებს.

შემ­თხვე­ვა ესექსში მოხ­და. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლი ირ­ლან­დი­ე­ლი 25 წლის მა­მა­კა­ცია, ის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სტა­ტუ­სით და­ა­კა­ვეს. ესექ­სის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბულ­გა­რე­თი­დან ჩა­ვი­და. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის, ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვა­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა პრო­ცესს დრო დას­ჭირ­დე­ბა.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ინ­გლის­ში პირ­ვე­ლი არ არის - 2000 წლის ივ­ნის­ში სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში ბრი­ტა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 58 ჩი­ნე­ლი ემიგ­რან­ტის გვა­მი იპო­ვეს. ჰო­ლან­დი­ელ მძღოლს ერთი წლის შემ­დეგ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

ესექსში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მი­ა­ნე­ბა ბო­რის ჯონ­სო­ნი, ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი:

„შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ ესექსში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ით. რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­ღებ ცნო­ბებს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩემი ოფი­სი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს ესექ­სის პო­ლი­ცი­ას­თან, რომ და­ვად­გი­ნოთ, რა მოხ­და. ჩემ ფიქ­რე­ბი არის მათ­თან, ვინც სი­ცო­ცხლე და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გეს,“ - წერს ჯონ­სო­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

39 გვამი სატვირთო მანქანაში - ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს გარდაცვლილების ვინაობა დაადგინოს

39 გვამი სატვირთო მანქანაში - ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს გარდაცვლილების ვინაობა დაადგინოს

დიდ ბრიტანეთში, სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის გვამი იპოვეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა ესექსში მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლი ირლანდიელი 25 წლის მამაკაცია, ის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. ესექსის პოლიციის ინფორმაციით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან ჩავიდა. გარდაცვლილებს შორის, ერთი არასრულწლოვანია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გვამების იდენტიფიცირებას ცდილობენ, თუმცა პროცესს დრო დასჭირდება.

მსგავსი შემთხვევა ინგლისში პირველი არ არის - 2000 წლის ივნისში სატვირთო მანქანაში ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 58 ჩინელი ემიგრანტის გვამი იპოვეს. ჰოლანდიელ მძღოლს ერთი წლის შემდეგ მკვლელობის ბრალდებით პატიმრობა მიესაჯა.

ესექსში მომხდარ ტრაგედიას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი:

„შეძრწუნებული ვარ ესექსში მომხდარი ტრაგედიით. რეგულარულად ვიღებ ცნობებს მომხდართან დაკავშირებით.

ჩემი ოფისი მჭიდროდ თანამშრომლობს ესექსის პოლიციასთან, რომ დავადგინოთ, რა მოხდა. ჩემ ფიქრები არის მათთან, ვინც სიცოცხლე და საყვარელი ადამიანები დაკარგეს,“ - წერს ჯონსონი.

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

"საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს

ვინ გახდება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სიძე - ბილ გეითსის ქალიშვილი დაინიშნა