სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს - საქმეზე ეჭვმიტანილი შაქრო კალაშოვის "შვილობილია"
7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს - საქმეზე ეჭვმიტანილი შაქრო კალაშოვის "შვილობილია"

რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 7 წლის წინ გამ­ქრა­ლი რუსი დე­პუ­ტა­ტის - ტა­ტი­ა­ნა სი­დო­რა­ვა­სა და მისი ოჯა­ხის სამი წევ­რის ცხედ­რე­ბი მოს­კოვ­თან ახ­ლოს იპო­ვეს. 2012 წელს მათ გაქ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გავ­რცელ­და - ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, ამ საქ­მის უკან, რუ­სე­თის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ე.წ. მა­ყუ­რე­ბე­ლი ოლეგ შიშ­კა­ნო­ვი (იგი­ვე ოლეგ მედ­ვე­დე­ვი, იგი­ვე"შიშ­კა­ნი") იდგა, რო­მელ­საც მა­ღალ­ჩი­ნო­სან ქალ­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და.

2012 წელს რა­მენ­სკის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტი სი­დო­რო­ვა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Племзавод Раменское-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო ქმარ­თან, ვაჟ­თან და უფ­როს დას­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და. გა­მო­ცე­მა Росбалт-ის ცნო­ბით, ქალ­მა ეს კომ­პა­ნია სწო­რედ შიშ­კა­ნის ხელ­შე­წყო­ბი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით ჩა­იგ­დო ხელთ და მას ქმარ­თან ერ­თად მარ­თავ­და...

ტა­ტი­ა­ნა სი­დო­რა­ვა

არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ოჯა­ხი ად­გი­ლობ­რივ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა, ოლეგ შიშ­კა­ნო­ვის შეკ­ვე­თით მას შემ­დეგ და­ხო­ცეს, რაც სი­დო­რო­ვამ სა­ა­გა­რა­კო მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის დათ­მო­ბა­ზე უარი უთხრა. ФСБ-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათი ცხედ­რე­ბი 21 ოქ­ტომ­ბერს იპოვ­ნეს. პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, ტყვია ყვე­ლას თავ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.

gazeta.ru-ს ცნო­ბით, მედ­ვე­დევ-შიშ­კა­ნო­ვი, თა­ვის ბან­დას­თან ერ­თად შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გამო, მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში და­ა­კა­ვეს. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს კი, დე­პუ­ტა­ტის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ "შიშ­კა­ნის" დაჯ­გუ­ფე­ბის 8 წევ­რი და რამ­დე­ნი­მე მათი ახ­ლო­ბე­ლიც და­ა­კა­ვეს. სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­თან ერ­თად, შიშ­კანს დე­პუ­ტა­ტი ქა­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, თუმ­ცა ის ბრალს არ აღი­ა­რებ­და.

"2012 წლის 21 თე­ბერ­ვალს, 52 წლის დე­პუ­ტატს სახ­ლში მძღოლ­მა მი­ა­კი­თხა, თუმ­ცა, მა­ლა­ხოვ­კას და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე კერ­ძო სახ­ლში, კარი არა­ვინ გა­უ­ღო... ამის შემ­დეგ, მძღოლ­მა თა­ვი­სი გა­სა­ღე­ბით გა­ა­ღო კარო, თუმ­ცა იქ ვე­რა­ვინ ნახა. სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი იყო, ია­ტაკ­ზე კი სის­ხლიც შე­ნიშ­ნა, რის შემ­დე­გაც, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

სი­დო­რო­ვას და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცხედ­რე­ბი მოს­კოვ­თან ახ­ლოს იპო­ვეს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ტა­ტი­ა­ნა სი­დო­რო­ვას, მისი 73 წლის ქმრის, 28 წლის შვი­ლი­სა და უფ­რო­სი დის გა­ტა­ცე­ბის მუხ­ლით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს. თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ვერ­სი­აც, რომ ისი­ნი უბ­რა­ლოდ სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­ვიდ­ნენ და გა­ტა­ცე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა გა­ი­თა­მა­შეს, რად­გან ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ და მე­ვა­ლე­ე­ბი ემუქ­რე­ბოდ­ნენ. მათი გაქ­რო­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ დე­პუ­ტატს 5 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის ოდე­ნო­ბის კრე­დი­ტი ჰქონ­და.

იმავდრო­უ­ლად, ვრცელ­დე­ბო­და ვერ­სია დე­პუ­ტა­ტი ქა­ლი­სა და ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს შიშ­კანს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ... 54 წლის ოლეგ შიშ­კა­ნოვს, 10-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი აქვს მოხ­დი­ლი მკვლე­ლო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლით, 90-იან წლებ­ში, “ვლა­დი­მერსკი ცენ­ტრა­ლის” მკაც­რი კო­ლო­ნი­ის რე­ჟიმ­ში, სა­დაც შაქ­რო კა­ლა­შოვ­თან (იგი­ვე “შაქ­რო მა­ლა­დოი") და "ია­პონ­ჩიკ­თან" (იგი­ვე ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვი) იჯდა.

ოლეგ შიშ­კა­ნო­ვი

“შიშ­კა­ნი სლა­ვურ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში სი­სას­ტი­კით ცნო­ბი­ლი იყო და ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­და... თუმ­ცა, ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლებს ყო­ველ­თვის უწევ­და ან­გა­რიშს, რად­გან 1995 წელს მოს­კოვ­ში ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში სწო­რედ მათი ხელ­დას­მით გახ­და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი.

რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ ისევ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად წყვეტ­და და აგ­ვა­რებ­და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და ბიზ­მეს­მე­ნე­ბის პრობ­ლე­მებს, იღებ­და, წი­ლებს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებ­ში ან წარ­მარ­თავ­და მათ...” - წერს გა­მო­ცე­მა Завтра.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მას “შაქ­რო მა­ლა­დო­ის” შვი­ლო­ბილ­საც უწო­დებ­დნენ... bbc.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან გვა­რი სწო­რედ 90-იან წლებ­ში შე­იც­ვა­ლა და შიშ­კა­ნო­ვი გახ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ის რუ­სე­თის ქა­ლაქ რა­მე­ნის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის - "სა­ტურ­ნის" მფლო­ბე­ლიც იყო.

გა­მო­ცე­მა Коммерсант-ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ერთ-ერთ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბი­სას მისი შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მოს­კო­ვის ქა­ლა­ქის სა­სა­მარ­თლოს რუ­სუ­ლი ესტრა­დის ცნო­ბილ­მა მომ­ღერ­ლებ­მა - ლევ ლე­შე­ლენ­კომ, ალექ­სან­დრ სე­როვ­მა, ლუბა უს­პენ­სკა­ი­ამ, ასე­ვე, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა, სა­ფეხ­ბურ­თო მწვრთელ­მა ვა­ლე­რი გა­ზა­ევ­მა და არა­ერ­თმა ფეხ­ბურ­თელ­მა მი­მარ­თეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს - საქმეზე ეჭვმიტანილი შაქრო კალაშოვის "შვილობილია"

7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს - საქმეზე ეჭვმიტანილი შაქრო კალაშოვის "შვილობილია"

რუსმა სამართალდამცველებმა 7 წლის წინ გამქრალი რუსი დეპუტატის - ტატიანა სიდორავასა და მისი ოჯახის სამი წევრის ცხედრები მოსკოვთან ახლოს იპოვეს. 2012 წელს მათ გაქრობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა - ერთ-ერთის თანახმად, ამ საქმის უკან, რუსეთის კრიმინალური სამყაროს ე.წ. მაყურებელი ოლეგ შიშკანოვი (იგივე ოლეგ მედვედევი, იგივე"შიშკანი") იდგა, რომელსაც მაღალჩინოსან ქალთან კონფლიქტი ჰქონდა.

2012 წელს რამენსკის რაიონის დეპუტატი სიდოროვა, რომელიც კომპანია Племзавод Раменское-ს გენერალური დირექტორი იყო ქმართან, ვაჟთან და უფროს დასთან ერთად გაუჩინარდა. გამოცემა Росбалт-ის ცნობით, ქალმა ეს კომპანია სწორედ შიშკანის ხელშეწყობითა და ძალისხმევით ჩაიგდო ხელთ და მას ქმართან ერთად მართავდა...

ტატიანა სიდორავა

არსებული ვერსიით, ოჯახი ადგილობრივმა კრიმინალებმა, ოლეგ შიშკანოვის შეკვეთით მას შემდეგ დახოცეს, რაც სიდოროვამ სააგარაკო მიწის ნაკვეთების დათმობაზე უარი უთხრა. ФСБ-ს თანამშრომლებმა მათი ცხედრები 21 ოქტომბერს იპოვნეს. პირველადი დათვალიერებით, ტყვია ყველას თავში აქვს მოხვედრილი.

gazeta.ru-ს ცნობით, მედვედევ-შიშკანოვი, თავის ბანდასთან ერთად შეკვეთილი მკვლელობებისა და სხვა მძიმე დანაშაულებრივი საქმიანობების გამო, მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. სექტემბრის ბოლოს კი, დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილ "შიშკანის" დაჯგუფების 8 წევრი და რამდენიმე მათი ახლობელიც დააკავეს. სხვა დანაშაულებთან ერთად, შიშკანს დეპუტატი ქალის და მისი ოჯახის წევრების გატაცების საქმეში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა.

"2012 წლის 21 თებერვალს, 52 წლის დეპუტატს სახლში მძღოლმა მიაკითხა, თუმცა, მალახოვკას დასახლებაში მდებარე კერძო სახლში, კარი არავინ გაუღო... ამის შემდეგ, მძღოლმა თავისი გასაღებით გააღო კარო, თუმცა იქ ვერავინ ნახა. სახლში ყველაფერი არეული იყო, იატაკზე კი სისხლიც შენიშნა, რის შემდეგაც, პოლიცია გამოიძახა..." - წერს გამოცემა.

სიდოროვას და მისი ოჯახის წევრების ცხედრები მოსკოვთან ახლოს იპოვეს

სამართალდამცველებმა ტატიანა სიდოროვას, მისი 73 წლის ქმრის, 28 წლის შვილისა და უფროსი დის გატაცების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თუმცა, იმავდროულად ვრცელდებოდა ვერსიაც, რომ ისინი უბრალოდ სხვა ქვეყანაში წავიდნენ და გატაცების ინსცენირება გაითამაშეს, რადგან ბიზნესთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა ჰქონდათ და მევალეები ემუქრებოდნენ. მათი გაქრობის შემდეგ გაირკვა, რომ დეპუტატს 5 მილიარდი რუბლის ოდენობის კრედიტი ჰქონდა.

იმავდროულად, ვრცელდებოდა ვერსია დეპუტატი ქალისა და ე.წ. კანონიერ ქურდს შიშკანს შორის დაპირისპირების შესახებ... 54 წლის ოლეგ შიშკანოვს, 10-წლიანი სასჯელი აქვს მოხდილი მკვლელობისა და გაუპატიურების მუხლით, 90-იან წლებში, “ვლადიმერსკი ცენტრალის” მკაცრი კოლონიის რეჟიმში, სადაც შაქრო კალაშოვთან (იგივე “შაქრო მალადოი") და "იაპონჩიკთან" (იგივე ვიაჩესლავ ივანკოვი) იჯდა.

ოლეგ შიშკანოვი

“შიშკანი სლავურ კრიმინალურ სამყაროში სისასტიკით ცნობილი იყო და ძალიან დიდი გავლენებით სარგებლობდა... თუმცა, ქართველ კრიმინალებს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, რადგან 1995 წელს მოსკოვში ერთ-ერთ სასტუმროში სწორედ მათი ხელდასმით გახდა ე.წ. კანონიერი ქურდი.

რაღაც დროის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა, შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ერთად წყვეტდა და აგვარებდა მაღალჩინოსნების და ბიზმესმენების პრობლემებს, იღებდა, წილებს, მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევებში ან წარმართავდა მათ...” - წერს გამოცემა Завтра.

რუსული მედიის ცნობით, მას “შაქრო მალადოის” შვილობილსაც უწოდებდნენ... bbc.com-ის ინფორმაციით, მან გვარი სწორედ 90-იან წლებში შეიცვალა და შიშკანოვი გახდა. გარკვეული პერიოდი ის რუსეთის ქალაქ რამენის საფეხბურთო კლუბის - "სატურნის" მფლობელიც იყო.

გამოცემა Коммерсант-ზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ საქმეზე დაკავებისას მისი შეწყალების თხოვნით მოსკოვის ქალაქის სასამართლოს რუსული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა - ლევ ლეშელენკომ, ალექსანდრ სეროვმა, ლუბა უსპენსკაიამ, ასევე, რუსეთის სახელმწიფო დუმის რამდენიმე დეპუტატმა, საფეხბურთო მწვრთელმა ვალერი გაზაევმა და არაერთმა ფეხბურთელმა მიმართეს...

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"