სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან
"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან

29 სექ­ტემ­ბერს პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე Balenciaga-მ 2020 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბი პო­დი­უმ­ზე სხვა მო­დე­ლებ­თან ერ­თად სამ­მა ქარ­თველ­მა მო­დელ­მა - ვახო კე­დე­ლა­ძემ, ანა გა­ვამ და ლუკა ბი­ჭი­კაშ­ვილ­მა გა­მო­ი­ტა­ნეს.

ცნო­ბი­ლია, რომ გვა­სა­ლია სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის­თვის ყო­ველ­თვის უარს ამ­ბობს ცნო­ბილ მო­დე­ლებ­ზე, თუმ­ცა, წელს ეს ტრა­დი­ცი­აც და­არ­ღვია და პო­დი­უმ­ზე ბელა ჰა­დი­დი გა­მო­იყ­ვა­ნა.

გვა­სა­ლი­ას ჩვე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი მისი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ მო­დე­ლე­ბი თაკო ჩხე­ი­ძე, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია და ნინა ზარ­ქუა.

მო­დელ­მა და ბიზ­ნეს­ლე­დიმ ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ პა­რიზ­ში მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს გა­უ­ზი­ა­რა.

- ჩვე­ნე­ბა­ზე თა­ვი­დან­ვე როცა შე­ვე­დი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი, სა­ო­ცა­რი გა­რე­მო იყო. როცა ჩვე­ნე­ბა და­ი­წყო, თა­ვი­დან სა­ხა­სი­ა­თო სა­ხე­ე­ბის მქო­ნე მო­დე­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ. ხოლო შემ­დეგ ისე­თი მა­კი­ა­ჟე­ბი წა­მო­ვი­და, სა­დაც იგ­რძნო­ბო­და, საით მივ­ყა­ვართ ფულს და ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

უჩ­ვე­უ­ლო იყო დემ­ნას ჩვე­ნე­ბა­ზე რე­ნა­ტა ლიტ­ვი­ნო­ვას, ნა­დია ავერ­მა­ნის და ბელა ჰა­დი­დის გა­მო­ჩე­ნა, რა­საც თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რი ჰქონ­და. მო­დე­ლე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნე­თის­გან და ალ­ბათ, ამით უნ­დო­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­გო­რი დიდი სხვა­ო­ბაა ე.წ. გა­კე­თე­ბულ და ბუ­ნებ­რივ ქალს შო­რის. ჩვე­ნე­ბა­ზე მო­დე­ლე­ბი ბო­ლოს წი­თე­ლი და შავი კა­ბე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ.

- ცნო­ბი­ლია, რომ დემ­ნა გვა­სა­ლი­ას მა­მაც ეს­წრე­ბო­და ჩვე­ნე­ბას.

- დიახ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი დემ­ნას ყვე­ლა ჩვე­ნე­ბას ეს­წრე­ბი­ან. ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი, თბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯა­ხია. ყო­ველ­თვის გვერ­დით უდ­გა­ნან ერ­თმა­ნეთს. რას საქ­მი­ა­ნობს მა­მა­მი­სი იქ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

- დიდი ხა­ნია მე­გობ­რობთ?

- ჩვენ უფრო საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. დემ­ნა ორ­ჯერ იყო ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე, თაკო ჩხე­ი­ძეს მას­თან დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს. სწო­რედ მის­გან გა­ვი­ცა­ნი. შემ­დეგ ერ­თად ვა­ტა­რებ­დით ქას­ტინ­გებს, ვა­თან­ხმებთ, ვინ წავა სა­ქარ­თვე­ლო­დან მის ჩვე­ნე­ბა­ზე და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და.

წელს დემ­ნას ჩვე­ნე­ბებ­ზე ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს ექ­ვსმა მო­დელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ერთ-ერთი პა­რიზ­ში დარ­ჩა და სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტრაქ­ტიც გა­ა­ფორ­მა.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მცხე­თა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი დემ­ნა და გუ­რამ გვა­სა­ლი­ე­ბის ფოტო გავ­რცელ­და, ხში­რად ჩა­მო­დი­ან თბი­ლის­ში?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

- როცა მათ­თან მი­დი­ხართ თქვენ და თაკო ჩხე­ი­ძე, რა მი­გაქვთ სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- არა­ფე­რი არ მიგ­ვაქვს, მო­დე­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მივ­დი­ვართ.

- ცნო­ბი­ლია, რომ გვა­სა­ლი­ამ მისი და ძმის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბრენ­დი Vetements და­ტო­ვა, რა გეგ­მე­ბი აქვს?

- მისი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს. მხო­ლოდ ის ვიცი, რომ მთელ თა­ვის ენერ­გი­ას Balenciaga-ს მო­ახ­მარს.

AMBEBI.GE სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ჯე­ო­მო­დელ­სის" მო­დელს ვახო კე­დე­ლა­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ჩვე­ნე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პა­რიზ­ში კონ­ტრაქ­ტიც გა­ა­ფორ­მა.

View this post on Instagram

Vakho walking for @balenciaga

A post shared by Geomodels Agency (@geomodels) on

- ვახო, რა ასა­კი­დან და­ი­წყეთ მო­დე­ლო­ბა და თუ იფიქ­რებ­დით, რომ ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად გაგ­რძელ­დე­ბო­და თქვე­ნი კა­რი­ე­რა?

- მო­დე­ლო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, 19 წლამ­დე ისე ვცხოვ­რობ­დი, მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­დი­ო­დი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი. მა­შინ გრძე­ლი და ხვე­უ­ლი თმა მქონ­და, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, მო­დე­ლო­ბა მე­ცა­და.

„ჯე­ო­მო­დელ­სის“ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ვნა­ხე, რომ კას­ტინ­გი ჰქონ­დათ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მი­ვე­დი და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მოვ­ხვდი პო­დი­უმ­ზე. უკვე სამი სე­ზო­ნია, პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ჩვე­ნე­ბა­ზე პირ­ვე­ლად რო­გორ მოხ­ვდით?

- ჩემ­მა აგენ­ტმა მომ­წე­რა, „ჯე­ო­მო­დელსში“ ტარ­დე­ბა ერთ-ერთი ბრენ­დის კას­ტინ­გი და უნდა მოხ­ვი­დეო. მახ­სოვს 2018 წლის 17 თე­ბერ­ვა­ლი იყო, არც ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში, ძმა­კა­ცის და­ბა­დე­ბის დღი­დან პირ­და­პირ კას­ტინგზე მი­ვე­დი და ასე მოვ­ხვდი „ვეტ­მა­ნის“ ჩვე­ნე­ბა­ზე პირ­ვე­ლად, სა­დაც 17 ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

დიდი ემო­ცი­ე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ როცა ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მომ­წე­რა, რომ პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე „ბა­ლენ­სი­ა­გას“ ჩვე­ნე­ბა­ში მე უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი, ჩემს მე­გო­ბარ­საც წა­ვა­კი­თხე ლი­კას მე­სი­ჯი, ნამ­დვი­ლად ის ეწე­რა, რა­საც მე ვკი­თხუ­ლობ­დი თუ არა.

ახ­ლაც არ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი თავი მო­დე­ლად, მგო­ნია, რომ ვარ ტი­პა­ჟი, რო­მელ­საც დემ­ნა ხე­დავს და სულ ესაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან

"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან

29 სექტემბერს პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-მ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. დემნა გვასალიას ნამუშევრები პოდიუმზე სხვა მოდელებთან ერთად სამმა ქართველმა მოდელმა - ვახო კედელაძემ, ანა გავამ და ლუკა ბიჭიკაშვილმა გამოიტანეს.

ცნობილია, რომ გვასალია საკუთარი კოლექციების ჩვენებებისთვის ყოველთვის უარს ამბობს ცნობილ მოდელებზე, თუმცა, წელს ეს ტრადიციაც დაარღვია და პოდიუმზე ბელა ჰადიდი გამოიყვანა.

გვასალიას ჩვენებას საქართველოდან ჩასული მისი მეგობრები და ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ მოდელები თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ნინა ზარქუა.

მოდელმა და ბიზნესლედიმ ლიკა კვარაცხელიამ პარიზში მიღებული შთაბეჭდილებები AMBEBI.GE-ს მკითხველს გაუზიარა.

- ჩვენებაზე თავიდანვე როცა შევედი, აღფრთოვანებული დავრჩი, საოცარი გარემო იყო. როცა ჩვენება დაიწყო, თავიდან სახასიათო სახეების მქონე მოდელები გამოვიდნენ. ხოლო შემდეგ ისეთი მაკიაჟები წამოვიდა, სადაც იგრძნობოდა, საით მივყავართ ფულს და ძალაუფლებას.

უჩვეულო იყო დემნას ჩვენებაზე რენატა ლიტვინოვას, ნადია ავერმანის და ბელა ჰადიდის გამოჩენა, რასაც თავისი ჩანაფიქრი ჰქონდა. მოდელები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და ალბათ, ამით უნდოდა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, როგორი დიდი სხვაობაა ე.წ. გაკეთებულ და ბუნებრივ ქალს შორის. ჩვენებაზე მოდელები ბოლოს წითელი და შავი კაბებით გამოვიდნენ.

- ცნობილია, რომ დემნა გვასალიას მამაც ესწრებოდა ჩვენებას.

- დიახ, ოჯახის წევრები დემნას ყველა ჩვენებას ესწრებიან. ძალიან შეკრული, თბილი და სტუმართმოყვარე ოჯახია. ყოველთვის გვერდით უდგანან ერთმანეთს. რას საქმიანობს მამამისი იქ, ნამდვილად არ ვიცი.

- დიდი ხანია მეგობრობთ?

- ჩვენ უფრო საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. დემნა ორჯერ იყო ჩამოსული საქართველოში თბილისის მოდის კვირეულზე, თაკო ჩხეიძეს მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. სწორედ მისგან გავიცანი. შემდეგ ერთად ვატარებდით ქასტინგებს, ვათანხმებთ, ვინ წავა საქართველოდან მის ჩვენებაზე და საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

წელს დემნას ჩვენებებზე ჩვენი სააგენტოს ექვსმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა, ერთ-ერთი პარიზში დარჩა და საინტერესო კონტრაქტიც გააფორმა.

- რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში მცხეთაში გადაღებული დემნა და გურამ გვასალიების ფოტო გავრცელდა, ხშირად ჩამოდიან თბილისში?

- სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

- როცა მათთან მიდიხართ თქვენ და თაკო ჩხეიძე, რა მიგაქვთ საქართველოდან?

- არაფერი არ მიგვაქვს, მოდელებით დატვირთული მივდივართ.

- ცნობილია, რომ გვასალიამ მისი და ძმის მიერ დაფუძნებული ბრენდი Vetements დატოვა, რა გეგმები აქვს?

- მისი გეგმების შესახებ არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის ვიცი, რომ მთელ თავის ენერგიას Balenciaga-ს მოახმარს.

AMBEBI.GE სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსის" მოდელს ვახო კედელაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც დემნა გვასალიას ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და პარიზში კონტრაქტიც გააფორმა.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

Vakho walking for @balenciaga

A post shared by  Geomodels Agency (@geomodels) on <time style=" font-family:Arial,sans-serif; font-size:14px; line-height:17px;" datetime="2019-09-29T11:27:29+00:00">Sep 29, 2019 at 4:27am PDT</time>

- ვახო, რა ასაკიდან დაიწყეთ მოდელობა და თუ იფიქრებდით, რომ ასე წარმატებულად გაგრძელდებოდა თქვენი კარიერა?

- მოდელობაზე არასდროს მიფიქრია, 19 წლამდე ისე ვცხოვრობდი, მხოლოდ უნივერსიტეტში დავდიოდი და მეგობრებთან ერთად გართობაზე ვფიქრობდი. მაშინ გრძელი და ხვეული თმა მქონდა, ყველა მეუბნებოდა, მოდელობა მეცადა.

„ჯეომოდელსის“ ფეისბუქის გვერდზე ვნახე, რომ კასტინგი ჰქონდათ გამოცხადებული, მივედი და გაუცნობიერებლად მოვხვდი პოდიუმზე. უკვე სამი სეზონია, პარიზის მოდის კვირეულში ვიღებ მონაწილეობას.

- დემნა გვასალიას ჩვენებაზე პირველად როგორ მოხვდით?

- ჩემმა აგენტმა მომწერა, „ჯეომოდელსში“ ტარდება ერთ-ერთი ბრენდის კასტინგი და უნდა მოხვიდეო. მახსოვს 2018 წლის 17 თებერვალი იყო, არც ვიყავი თბილისში, ძმაკაცის დაბადების დღიდან პირდაპირ კასტინგზე მივედი და ასე მოვხვდი „ვეტმანის“ ჩვენებაზე პირველად, სადაც 17 ქართველი მოდელი მონაწილეობდა.

დიდი ემოციებით არ გამოვირჩევი, მაგრამ როცა ლიკა კვარაცხელიამ მომწერა, რომ პარიზის მოდის კვირეულზე „ბალენსიაგას“ ჩვენებაში მე უნდა მიმეღო მონაწილეობა, თვალებს არ ვუჯერებდი, ჩემს მეგობარსაც წავაკითხე ლიკას მესიჯი, ნამდვილად ის ეწერა, რასაც მე ვკითხულობდი თუ არა.

ახლაც არ წარმომიდგენია ჩემი თავი მოდელად, მგონია, რომ ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა ხედავს და სულ ესაა.

"რეზო" "ოსკარზე" - გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაცია სიაში მოხვდა

"ეს არის ერთი ნახვით შეყვარება" - ქეთა თოფურია ახალ სიყვარულსა და გუფისთან დაშორებაზე ალაპარაკდა

კახა ცისკარიძემ სომეხ მსახიობზე იქორწინა? - რას ამბობს მუსიკოსი რუსულ პრესაში გავრცელებულ ამბავზე