სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რადიო თავისუფლების ჰაკათონში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა გაიმარჯვა
რადიო თავისუფლების ჰაკათონში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა გაიმარჯვა

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით მო­ე­წყო ჰა­კა­თო­ნი რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ჩეთ­ბო­ტის შე­საქ­მე­ლად, რო­მელ­შიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის საბა ლან­ჩა­ვას გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვა. ჰა­კა­თონ­ში 11 გუნ­დი და სა­ერ­თო ჯამ­ში 35 ადა­მი­ა­ნი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჩეთ­ბო­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სრულ­ყო­ფი­ლი აღ­მოჩ­ნდა, სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ­მა ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი საბა ლან­ჩა­ვა მის ორ თა­ნა­გუნ­დელ­თან აკა­კი თით­ბე­რი­ძე­სა და გი­ორ­გი შუბ­ლა­ძეს­თან ერ­თად რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში გა­ივ­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბად სტა­ჟი­რე­ბას და იმუ­შა­ვებს რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩეთ­ბო­ტის ფრი­დას გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მათ ამავდრო­უ­ლად გა­და­ე­ცათ ფუ­ლა­დი ჯილ­დო 8 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

რო­გორც საბა ლან­ჩა­ვა გან­მარ­ტავს, ფი­ნა­ლი მე­ტად და­ძა­ბუ­ლი იყო და მწვა­ვე კონ­კუ­რენ­ცია იგ­რძნო­ბო­და, თუმ­ცა მათ მიერ შექ­მნი­ლი ბოტი კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო.

„ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში მო­ცე­მუ­ლი იყო 6 აქ­ტუ­ა­ლუ­რი და 1 თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი უნდა აგ­ვერ­ჩია და გვე­მუ­შა­ვა მას­ზე. ასე­ვე, გვქონ­და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა გვე­ხელ­მძღვა­ნე­ლა. მა­გა­ლი­თად, უნდა ყო­ფი­ლი­ყო თე­მას­თან ახ­ლოს და ბოტს უნდა ქო­ნო­და ხა­სი­ა­თი. ამის­თვის 48 სა­ა­თი გვქონ­და მო­ცე­მუ­ლი. ჩვენს ჩეთ­ბოტს სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. ის არ პა­სუ­ხობ­და სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხებს და იცო­და თით­ქმის ყვე­ლა შე­საძ­ლო თე­მა­ტურ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. ის ასე­ვე ფლობ­და გარ­კვე­ულ ჟარ­გო­ნებს, იძახ­და სა­დღეგ­რძე­ლო­ებს, ლექ­სებს, აფო­რიზ­მებს, თა­მა­შობ­და ჭად­რაკს და ჯე­ი­რანს. ჰქონ­და რა­მო­დე­ნი­მე ჰობი, უს­მენ­და ჰიპ-ჰოპს, სა­უბ­რობ­და არ­ჩევ­ნებ­ზე და კონ­კრე­ტუ­ლად არ­ჩევ­ნე­ბი 2020-ზე, რაც ჩვე­ნი მთა­ვა­რი თემა იყო. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც გა­მარ­ჯვე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა ის იყო, რომ ვი­პო­ვეთ buG, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც პლატ­ფორ­მა­ზე შევ­ქმე­ნით always true ფუნ­ქცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ორაგ­ნი­ზა­ტო­რებს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ და აღ­ფრთო­ვან­დნენ,“ - გან­მარ­ტავს საბა ლან­ჩა­ვა.

ჰა­კა­თო­ნის მსვლე­ლო­ბი­სას მო­ე­წყო რამ­დე­ნი­მე ჩექ­ფო­ინ­თი, რომ­ლის დრო­საც გუნ­დე­ბის პროგ­რე­სი შე­ფას­და. მო­ნა­წი­ლე­ებს პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას რჩე­ვე­ბი მის­ცეს და და­ეხ­მარ­ნენ მენ­ტო­რე­ბი.

საბა ლან­ჩა­ვა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნავს, სტუ­დენ­ტის­თვის მსგავს აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და თე­რი­ულ ცოდ­ნას, რომლსაც BTU-ში იღებს, პრაქ­ტი­კით ამ­ყა­რებს. სწო­რედ ამი­ტომ მო­უ­წო­დებს ყვე­ლა სტუ­დენტს, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­სას მხო­ლოდ სას­წავ­ლო პროგ­რა­მის შეს­წავ­ლით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ. სა­ბას თქმით, თა­ვად მას ბიზ­ნე­სი­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, ხელი შე­უ­წყოს სტუ­დენ­ტებს მსგავს აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, აწ­ვდის დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რადიო თავისუფლების ჰაკათონში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა გაიმარჯვა

რადიო თავისუფლების ჰაკათონში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა გაიმარჯვა

რადიო თავისუფლების ორგანიზებით მოეწყო ჰაკათონი რადიო თავისუფლების მასალებზე დაყრდნობით ჩეთბოტის შესაქმელად, რომელშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის საბა ლანჩავას გუნდმა გაიმარჯვა. ჰაკათონში 11 გუნდი და საერთო ჯამში 35 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული ჩეთბოტი, რომელიც ყველაზე საინტერესო და სრულყოფილი აღმოჩნდა, სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული საბა ლანჩავა მის ორ თანაგუნდელთან აკაკი თითბერიძესა და გიორგი შუბლაძესთან ერთად რადიო თავისუფლებაში გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას და იმუშავებს რადიო თავისუფლების ჩეთბოტის ფრიდას განვითარებაზე. მათ ამავდროულად გადაეცათ ფულადი ჯილდო 8 000 ლარის ოდენობით.

როგორც საბა ლანჩავა განმარტავს, ფინალი მეტად დაძაბული იყო და მწვავე კონკურენცია იგრძნობოდა, თუმცა მათ მიერ შექმნილი ბოტი კონკურენტებისგან მართლაც გამორჩეული იყო.

„ჰაკათონის ფარგლებში მოცემული იყო 6 აქტუალური და 1 თავისუფალი თემა. ჩვენთვის ყველაზე მისაღები უნდა აგვერჩია და გვემუშავა მასზე. ასევე, გვქონდა პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც უნდა გვეხელმძღვანელა. მაგალითად, უნდა ყოფილიყო თემასთან ახლოს და ბოტს უნდა ქონოდა ხასიათი. ამისთვის 48 საათი გვქონდა მოცემული. ჩვენს ჩეთბოტს სხვებისგან განსხვავებით ხასიათი ჰქონდა. ის არ პასუხობდა სავარაუდო პასუხებს და იცოდა თითქმის ყველა შესაძლო თემატურ კითხვაზე პასუხი. ის ასევე ფლობდა გარკვეულ ჟარგონებს, იძახდა სადღეგრძელოებს, ლექსებს, აფორიზმებს, თამაშობდა ჭადრაკს და ჯეირანს. ჰქონდა რამოდენიმე ჰობი, უსმენდა ჰიპ-ჰოპს, საუბრობდა არჩევნებზე და კონკრეტულად არჩევნები 2020-ზე, რაც ჩვენი მთავარი თემა იყო. ყველაზე მთავარი, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა ის იყო, რომ ვიპოვეთ buG, რომლის დახმარებითაც პლატფორმაზე შევქმენით always true ფუნქცია. აღნიშნული ორაგნიზატორებს ძალიან გაუკვირდათ და აღფრთოვანდნენ,“ - განმარტავს საბა ლანჩავა.

ჰაკათონის მსვლელობისას მოეწყო რამდენიმე ჩექფოინთი, რომლის დროსაც გუნდების პროგრესი შეფასდა. მონაწილეებს პროექტზე მუშაობისას რჩევები მისცეს და დაეხმარნენ მენტორები.

საბა ლანჩავა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია. როგორც თვითონ აღნიშნავს, სტუდენტისთვის მსგავს აქტივობებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განვითარების საშუალებას აძლევს და თერიულ ცოდნას, რომლსაც BTU-ში იღებს, პრაქტიკით ამყარებს. სწორედ ამიტომ მოუწოდებს ყველა სტუდენტს, რომ სტუდენტობისას მხოლოდ სასწავლო პროგრამის შესწავლით არ დაკმაყოფილდნენ. საბას თქმით, თავად მას ბიზნესისისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს სტუდენტებს მსგავს აქტივობებში მონაწილეობისთვის, აწვდის დეტალურ ინფორმაციას და მონაწილეობის მიღებაშიც ეხმარება ყველა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის