სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს
"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 38 წლის ქეთი აბ­დუ­ლა­ე­ვას. ახალ­გაზ­რდა დედა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე "სტა­ი­ან­ში­კად" მუ­შა­ობს, ის ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლია:

"3 თვეა ამ ავ­ტო­სად­გომ­ზე ვმუ­შა­ობ. მა­ნამ­დე ჩემი შვი­ლის მამა იდგა, მაგ­რამ ახლა "ჩაჯ­და" (ცი­ხე­ში) და მე გა­მო­ვე­დი მის მა­გივ­რად. აქა­უ­რებ­მაც კარ­გად მი­მი­ღეს და მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცეს. სულ სვამ­და (ქმა­რი) და მერე აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და, ამ­ტვრევ­და ყვე­ლა­ფერს, რამ­დენ­ჯერ­მე ჩემ­ზეც კი გა­მო­ი­წია. ბო­ლოს და­ა­კა­ვეს და ახლა იხ­დის სას­ჯელს.

აქამ­დე არ ვი­ცო­დი სად მე­მუ­შა­ვა, კი ვე­ძებ­დი სამ­სა­ხურს, მაგ­რამ ვერ ვშო­უ­ლობ­დი. 5 წლის შვი­ლი მყავს და იმ­დე­ნი რამე მჭირ­დე­ბა, ქი­რაც გა­და­სა­ხა­დია... ჩემ ქმარს არა­ფე­რი შე­მო­ქონ­და სახ­ლში. რა­საც შო­უ­ლობ­და, ყვე­ლა­ფერს სას­მელ­ში ხარ­ჯავ­და. მისი და­კა­ვე­ბის მერე ვი­ფიქ­რე, რა მოხ­დე­ბო­და მეც მე­მუ­შა­ვა კა­ცის ად­გილ­ზე, რად­გან ქა­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვე. იმ ფაქ­ტმაც გა­მა­თა­მა­მა, რომ ხში­რად ვხე­დავ ავ­ტო­ბუ­სებ­ზე ქალ მძღო­ლებს.

რაც უფრო მეტ­ნი ვიქ­ნე­ბით, ერ­თმა­ნეთს მივ­ცემთ მა­გა­ლითს და მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვექ­ნე­ბა. აქ, პე­კინ­ზე ყვე­ლა­ზე მეტი მუ­შა­ო­ბა 2 დან 9 სა­ა­თამ­დეა. ამ დროს შვი­ლი ბაღ­შია და მერე და­ქალს გა­მო­ყავს. 9-მდე მას­თა­ნაა. დღე­ში 15 ლა­რამ­დე გა­მომ­დის, მაგ­რამ ეგეც საქ­მეა - ქი­რა­ში ვიხ­დი და საჭ­მელ­ზე ძლივს გვყოფ­ნის.

მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი მაქვს, გან­ცხა­დე­ბაც დავ­წე­რე შემ­წე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ჯერ არ და­უმ­ტკი­ცე­ბი­ათ. იმ­დე­ნი, ვინ­მე უნდა შე­ა­წუ­ხო, დარ­ე­კო, გან­ცხა­დე­ბე­ბი წერო - ამის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე..." - ამ­ბობს ქეთი აბ­დუ­ლა­ე­ვა.

©სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს

"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 38 წლის ქეთი აბდულაევას. ახალგაზრდა დედა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე "სტაიანშიკად" მუშაობს, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია:

"3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა "ჩაჯდა" (ციხეში) და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა (ქმარი) და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკავეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია... ჩემ ქმარს არაფერი შემოქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს.

რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება. აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2 დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის.

მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე..." - ამბობს ქეთი აბდულაევა.

©სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში