პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად, შესაძლოა, კანადაში გადავიდნენ, ამის შესახებ Us Weekly წერს.
სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გადასვლა მეგანისთვის ფაქტობრივად, სახლში დაბრუნება იქნება, რადგან ის ტორონტოში სერიალის Suits გადასაღებად რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
„მეგანი და ჰარი ფიქრობენ, რომ სამომავლოდ საცხოვრებელ ადგილს შეიცვლიან,“ - ამბობს გამოცემის წყარო.
ამჟამად კი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია 5 თვის შვილთან ერთად ფროგმორის კოტეჯში ცხოვრობენ. მათ ხმაურიან ლონდონში ცხოვრებაზე უარი თქვეს. მეგანი ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახს მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს.
„ფროგმორის კოტეჯი საცხოვრებლად ძალიან მოსახერხებელია. აქ უფრო ადვილია მეგობრების მიღება და კენსინგტონის სასახლისგან განსხვავებით, კლაუსტროფობია არ შეგაწუხებთ,“ - ამბობს US Weekly-ს წყარო.