სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყველა თანამდებობაზე გახარიას კლონის დანიშვნა რომ შეიძლებოდეს, ბედნიერი ვიქნები" - თემურ თათარაშვილი პოლიტიკასა და ფინანსურ კრიზისზე
"ყველა თანამდებობაზე გახარიას კლონის დანიშვნა რომ შეიძლებოდეს, ბედნიერი ვიქნები" - თემურ თათარაშვილი პოლიტიკასა და ფინანსურ კრიზისზე

თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი ათე­უ­ლო­ბით წლე­ბია ქარ­თუ­ლი სცე­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვია, ბოლო დროს ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მისი პო­ლი­ტი­კუ­რი და სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მო­ექ­ცა. ის მმარ­თვე­ლი გუნ­დის ღია მხარ­დამ­ჭე­რი იყო და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ხმა­მაღ­ლა აფიქ­სი­რებ­და.

მხარ­და­ჭე­რის მი­უ­ხე­და­ვად, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ რომ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­ფა­სე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი არ არის. რად­გან სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე იშ­ვი­ა­თად მღე­რის.

"რე­ი­ტინ­გმა" თე­მურ თა­თა­რაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­დაც სა­უ­ბა­რი თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვი­წყეთ, რო­მელ­ზეც ბევ­რი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ვერ მოხ­ვდა, მათ შო­რის თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლიც. ამ ფაქ­ტმა ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი გულ­ნატ­კე­ნი და­ტო­ვა, თუმ­ცა ღიად სა­უ­ბარს ყვე­ლა მათ­გა­ნი ერი­დე­ბა.

- არა­ვის არ და­უ­რე­კია და არ უთ­ქვამს, უკაც­რა­ვად მომ­ღერ­ლე­ბო, თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ვერ გამ­ღე­რებ­თო. მე­გო­ნა სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, ვინც არ მთვლის მომ­ღერ­ლად კარ­გად იყოს. ერთ რა­მეს ვი­ტყვი, ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, რომ არ ვიმ­ღე­რებ­დი „თბი­ლი­სო­ბის“ კონ­ცერ­ტზე, მაგ­რამ ამის გამო თავს ნამ­დვი­ლად ვერ მო­ვიკ­ლავ. გული დამ­წყდა.

- უყუ­რეთ კონ­ცერტს?

- არ მი­ნა­ხავს კონ­ცერ­ტი, რად­გან მაგ დღეს ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი.

- ხში­რად გაქვთ ისე კონ­ცერ­ტე­ბი?

- სე­ზონს გა­აჩ­ნია, ზა­ფხულ­ში მა­გა­ლი­თად კონ­ცერ­ტის გა­რე­შე ვი­ყა­ვი, რად­გან მაგ დროს უფრო კლუ­ბუ­რი მუ­სი­კა უნდა ხალ­ხს. ახლა წა­მო­ვი­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი, გას­ტრო­ლე­ბი. მალე იტა­ლი­ა­ში და ის­რა­ელ­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბი.

- წლე­ბის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­დით და მუ­შა­ობ­დით რუ­სეთ­ში, სა­ი­და­ნაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დით, არ ნა­ნობთ დაბ­რუ­ნე­ბას?

- იმ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­ერ­თოდ არა­ფერ­ზე არ მი­ფიქ­რია. კარ­გი იქ­ნე­ბა უფრო მე­ტად თუ მოგ­ვაქ­ცე­ვენ მომ­ღერ­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. თუმ­ცა ჩემ­თვის მთა­ვა­რია ჩემს ქა­ლაქ­ში და ყოფ­ნა და ასი წელი არ ვი­ფიქ­რებ მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ, სა­დაც თქვენს ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­ზე წერ­დით, ით­ქვა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე იყა­ვით გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი...

- ფი­ნან­სუ­რად ვერც ახლა ვარ და­ლა­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბას დე­და­ჩე­მის და მა­მა­ჩე­მის გარ­და ვე­რა­ვის ვთხოვ. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბას - რაზე უნდა ვიყო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი? გა­მო­რი­ცხუ­ლია. ის რამ­დენ­ჯერ­მე მყავს ნა­ნა­ხი და რა უნდა მე­წყი­ნოს მის­გან?

- რო­გორ გხვდე­ბათ? იც­ნობს თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას?

- სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ვხვდე­ბით და ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი კარ­გად მთავ­რდე­ბა. დიდ პა­ტივს ვცემთ ერ­მა­ნეთს. მის­თვის არა­სო­დეს არა­ფე­რი მი­თხო­ვია, თვი­თონ წყვეტს ვის რა უნდა გა­უ­კე­თოს.

- ცნო­ბი­ლია, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ნა­წილს შვი­ლიშ­ვი­ლებს უთ­მობთ...

- ჩემ­თვის მთა­ვა­რია კატო და თომა ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. ძი­რი­თა­დად მათ­თან ერ­თად ვარ. დავ­დი­ვართ ზო­ო­პარკში, სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­ში.

- სიმ­ღე­რის ნიჭი აქვთ პა­ტა­რებს?

- კა­ტოს არ აქვს სიმ­ღე­რის ნიჭი, თომა კი იმ­ღე­რებს.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეთ, რომ არა­ვის აღარ და­უ­ჭერთ მხარს, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხართ თუ რა­ტომ?

- იმ­დე­ნად მომ­ბეზ­რდა ამის მხარ­და­ჭე­რა - იმის მხარ­და­ჭე­რა, გა­დავ­წყვი­ტე ოჯა­ხის წევ­რე­ბის და მე­გობ­რე­ბის გარ­და არა­ვის და­ვუ­ჭი­რო მხა­რი. მე მომ­ღე­რა­ლი ვარ, ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ და მეტი არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს. ერთი პე­რი­ო­დი ათ­ქვე­ფი­ლი ვი­ყა­ვი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ყველა თანამდებობაზე გახარიას კლონის დანიშვნა რომ შეიძლებოდეს, ბედნიერი ვიქნები" - თემურ თათარაშვილი პოლიტიკასა და ფინანსურ კრიზისზე

"ყველა თანამდებობაზე გახარიას კლონის დანიშვნა რომ შეიძლებოდეს, ბედნიერი ვიქნები" - თემურ თათარაშვილი პოლიტიკასა და ფინანსურ კრიზისზე

თემურ თათარაშვილი ათეულობით წლებია ქართული სცენის გამორჩეული ვარსკვლავია, ბოლო დროს ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მისი პოლიტიკური და სკანდალური განცხადებების გამო მოექცა. ის მმართველი გუნდის ღია მხარდამჭერი იყო და საკუთარ პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებდა.

მხარდაჭერის მიუხედავად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ის ხელისუფლებისგან დაფასებული მომღერალი არ არის. რადგან სამთავრობო კონცერტებზე იშვიათად მღერის.

"რეიტინგმა" თემურ თათარაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დავიწყეთ, რომელზეც ბევრი ცნობილი მომღერალი ვერ მოხვდა, მათ შორის თემურ თათარაშვილიც. ამ ფაქტმა ქართველი ვარსკვლავები გულნატკენი დატოვა, თუმცა ღიად საუბარს ყველა მათგანი ერიდება.

- არავის არ დაურეკია და არ უთქვამს, უკაცრავად მომღერლებო, თბილისობის დღესასწაულზე ვერ გამღერებთო. მეგონა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, ვინც არ მთვლის მომღერლად კარგად იყოს. ერთ რამეს ვიტყვი, ნამდვილად არ ველოდი, რომ არ ვიმღერებდი „თბილისობის“ კონცერტზე, მაგრამ ამის გამო თავს ნამდვილად ვერ მოვიკლავ. გული დამწყდა.

- უყურეთ კონცერტს?

- არ მინახავს კონცერტი, რადგან მაგ დღეს ქორწილში ვიყავი.

- ხშირად გაქვთ ისე კონცერტები?

- სეზონს გააჩნია, ზაფხულში მაგალითად კონცერტის გარეშე ვიყავი, რადგან მაგ დროს უფრო კლუბური მუსიკა უნდა ხალხს. ახლა წამოვიდა სხვადასხვა ღონისძიებები, კორპორატიული წვეულებები, გასტროლები. მალე იტალიაში და ისრაელში მივემგზავრები.

- წლების მანძილზე ცხოვრობდით და მუშაობდით რუსეთში, საიდანაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდით, არ ნანობთ დაბრუნებას?

- იმდენად აუცილებელი იყო ჩემთვის საქართველოში დაბრუნება საერთოდ არაფერზე არ მიფიქრია. კარგი იქნება უფრო მეტად თუ მოგვაქცევენ მომღერლებს ყურადღებას. თუმცა ჩემთვის მთავარია ჩემს ქალაქში და ყოფნა და ასი წელი არ ვიფიქრებ მოსკოვში დაბრუნებაზე.

- რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნეთ, სადაც თქვენს ფინანსურ პრობლემებზე წერდით, ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე იყავით განაწყენებული...

- ფინანსურად ვერც ახლა ვარ დალაგებული, მაგრამ დახმარებას დედაჩემის და მამაჩემის გარდა ვერავის ვთხოვ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილზე განაწყენებას - რაზე უნდა ვიყო განაწყენებული? გამორიცხულია. ის რამდენჯერმე მყავს ნანახი და რა უნდა მეწყინოს მისგან?

- როგორ გხვდებათ? იცნობს თქვენს შემოქმედებას?

- სხვადასხვა ღონისძიებებზე ვხვდებით და ჩვენი შეხვედრები კარგად მთავრდება. დიდ პატივს ვცემთ ერმანეთს. მისთვის არასოდეს არაფერი მითხოვია, თვითონ წყვეტს ვის რა უნდა გაუკეთოს.

- ცნობილია, რომ თქვენი ცხოვრების მთავარ ნაწილს შვილიშვილებს უთმობთ...

- ჩემთვის მთავარია კატო და თომა ჩემი შვილიშვილები. ძირითადად მათთან ერთად ვარ. დავდივართ ზოოპარკში, სხვადასხვა გასართობ ადგილებში.

- სიმღერის ნიჭი აქვთ პატარებს?

- კატოს არ აქვს სიმღერის ნიჭი, თომა კი იმღერებს.

- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ არავის აღარ დაუჭერთ მხარს, განაწყენებული ხართ თუ რატომ?

- იმდენად მომბეზრდა ამის მხარდაჭერა - იმის მხარდაჭერა, გადავწყვიტე ოჯახის წევრების და მეგობრების გარდა არავის დავუჭირო მხარი. მე მომღერალი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და მეტი არაფერი მაინტერესებს. ერთი პერიოდი ათქვეფილი ვიყავი...წაიკითხეთ სრულად

მესტიაში 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

"არ შეხვიდეთ წყალში ნაბახუსევზე, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ..." - მაშველებმა 1 თვეში შავი ზღვის სანაპიროზე 170 ადამიანი გადაარჩინეს

"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში