სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა" - ილია ჯიშკარიანის პირველი კომენტარი სკანდალური ბრალდებების შემდეგ
"ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა" - ილია ჯიშკარიანის პირველი კომენტარი სკანდალური ბრალდებების შემდეგ

ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ თა­ნა­შემ­წის მიერ მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

ჯიშ­კა­რი­ანს „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა. რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყოფ­მა დე­პუ­ტატ­მა სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. ამას­თან, ჯიშ­კა­რი­ა­ნი აცხა­დებს, რომ სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლას იწყებს.

„ეს არის ცრუ ბრალ­დე­ბა, ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ ცრუა. ბრალს არ ვა­ღი­ა­რებ.

კა­ნო­ნი რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა თუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მზად ვარ, ყვე­ლა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო. არას­დროს შე­მიშ­ლია ხელი და არც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მით­ქვამს უარი. რაც იყო, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნე­ბა მი­ვე­ცი.

სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას არ ვე­ლო­დი. სა­ი­დან? რა­ნა­ი­რად? ეს ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. ეს რომ გა­ვი­გე, ხე­ლებ­ში და ფე­ხებ­ში ძალა წა­მერ­თვა, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი. ახლა ბრძო­ლას ვი­წყებ და შე­ხე­დავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჩემი მშობ­ლე­ბი, ჩემი ამომ­რჩე­ვე­ლი, ნა­თე­სა­ვე­ბი და თქვენც და­ი­ნა­ხავთ“, - გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს გუ­შინ, 8 ოქ­ტომ­ბერს, თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ცე­მის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა" - ილია ჯიშკარიანის პირველი კომენტარი სკანდალური ბრალდებების შემდეგ

"ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა" - ილია ჯიშკარიანის პირველი კომენტარი სკანდალური ბრალდებების შემდეგ

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ თანაშემწის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ჯიშკარიანს „ინტერპრესნიუსი“ ექსკლუზიურად ესაუბრა. როგორც საავადმყოფოში მყოფმა დეპუტატმა სააგენტოს განუცხადა, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.

„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.

კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო, იმასთან დაკავშირებით, ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გუშინ, 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი