სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საუბარია, თითქოს კისერში აკოცა, ჩაეხუტა, თუმცა არ წერია, რამ შეუშალა ხელი განზრახვა სისრულეში მოეყვანა" - ჯიშკარიანის ადვოკატი ბრალდების დეტალებზე
"საუბარია, თითქოს კისერში აკოცა, ჩაეხუტა, თუმცა არ წერია, რამ შეუშალა ხელი განზრახვა სისრულეში მოეყვანა" - ჯიშკარიანის ადვოკატი ბრალდების დეტალებზე

"ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში სა­უ­ბა­რია, რომ ილია ჯიშ­კა­რი­ანს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ უც­დია, მაგ­რამ სხვა ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. რამ შე­უ­შა­ლა ხელი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, რომ თუ რამე გან­ზრახ­ვა ჰქონ­და, ეს სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნა?" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის, ბრალ­დე­ბულ ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კუბ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბას გა­ეც­ნო, რო­მე­ლიც ერთი ადა­მი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი.

"ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში სა­უ­ბა­რია, თით­ქოს, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა იმ ქალ­ბა­ტონს კი­სერ­ში აკო­ცა, შემ­დეგ კი ჩა­ე­ხუ­ტა. თუმ­ცა, არ წე­რია, რამ შე­უ­შა­ლა ხელი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, რომ თუ რამე გან­ზრახ­ვა ჰქონ­და, ეს გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. სა­ო­ცა­რი ის არის, რომ თურ­მე, ადა­მი­ან­ზე იძა­ლა­და და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ უც­დია, ანუ მო­ტი­ვი არ ჰქო­ნია.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ცხოვ­რე­ბი­დან ერთი ფაქ­ტი მა­ინც მო­მიყ­ვა­ნონ, როცა მან თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­მე­ტა. ილია ჯიშ­კა­რი­ანს აბ­რა­ლე­ბენ იმას, რაც თა­ვად ჩა­ი­დი­ნეს. ამ გო­გომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს და­უ­წყო აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­უ­ბა­რი, თუ რა­ტომ არ უმა­ტებ­და ხელ­ფასს. ის ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას ხში­რად სთხოვ­და. ასე­ვე სთხოვ­და სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­წე­ვას. რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მან გა­სა­უბ­რე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით ვერ გა­ი­ა­რა, რა­საც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს აბ­რა­ლებ­და.

მხო­ლოდ ერთი პი­რის ჩვე­ნე­ბას ეყ­რდნო­ბა ბრა­ლი. დას­ჯი­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჩემი მხა­რეა", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი მის­მა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბამ და­ა­ზა­რა­ლა.

"ბრალს გა­ვე­ცა­ნით და ამის სა­პა­სუ­ხოდ ვა­ცხა­დებ: დროა, ჩვენ მოგ­ვის­მი­ნონ და ვიდ­რე წი­ნას­წარ დას­კვნებს გა­მო­ი­ტა­ნენ, მე­ო­რე მხა­რის გან­მარ­ტე­ბებ­საც გა­ეც­ნონ. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბამ და მისი ამ სა­კი­თხი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ და­ა­ზა­რა­ლა, რო­მელ­მაც უფრო მაღ­ლა და­ა­ყე­ნა პი­როვ­ნუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რო­გორც მა­მა­კა­ცის და თა­ვის ოპო­ნენტს არ გა­უ­თა­ნაბრდა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი ისა­უბ­როს", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ, სა­ა­ვად­მყო­ფი­ში გა­აც­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს­ვე იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა თამ­თა თო­და­ძეს, რო­მე­ლიც ჯიშ­კა­რი­ანს სექ­სუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"საუბარია, თითქოს კისერში აკოცა, ჩაეხუტა, თუმცა არ წერია, რამ შეუშალა ხელი განზრახვა სისრულეში მოეყვანა" - ჯიშკარიანის ადვოკატი ბრალდების დეტალებზე

"საუბარია, თითქოს კისერში აკოცა, ჩაეხუტა, თუმცა არ წერია, რამ შეუშალა ხელი განზრახვა სისრულეში მოეყვანა" - ჯიშკარიანის ადვოკატი ბრალდების დეტალებზე

"ბრალის დადგენილებაში საუბარია, რომ ილია ჯიშკარიანს გაუპატიურება არ უცდია, მაგრამ სხვა ძალადობას ჰქონდა ადგილი. რამ შეუშალა ხელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ თუ რამე განზრახვა ჰქონდა, ეს სისრულეში მოეყვანა?" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ის ბრალის დადგენილებას გაეცნო, რომელიც ერთი ადამიანის ჩვენებაზეა დაყრდნობილი.

"ბრალის დადგენილებაში საუბარია, თითქოს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ ქალბატონს კისერში აკოცა, შემდეგ კი ჩაეხუტა. თუმცა, არ წერია, რამ შეუშალა ხელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ თუ რამე განზრახვა ჰქონდა, ეს განეხორციელებინა. საოცარი ის არის, რომ თურმე, ადამიანზე იძალადა და გაუპატიურება არ უცდია, ანუ მოტივი არ ჰქონია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ცხოვრებიდან ერთი ფაქტი მაინც მომიყვანონ, როცა მან თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ილია ჯიშკარიანს აბრალებენ იმას, რაც თავად ჩაიდინეს. ამ გოგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაუწყო აფექტურ მდგომარეობაში საუბარი, თუ რატომ არ უმატებდა ხელფასს. ის ხელფასის მომატებას ხშირად სთხოვდა. ასევე სთხოვდა სხვადასხვა სამსახურებში რეკომენდაციის გაწევას. რეკომენდაციის გაწევის მიუხედავად, მან გასაუბრებები წარმატებით ვერ გაიარა, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აბრალებდა.

მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას ეყრდნობა ბრალი. დასჯილი და დაზარალებული ჩემი მხარეა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ილია ჯიშკარიანი მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ დააზარალა.

"ბრალს გავეცანით და ამის საპასუხოდ ვაცხადებ: დროა, ჩვენ მოგვისმინონ და ვიდრე წინასწარ დასკვნებს გამოიტანენ, მეორე მხარის განმარტებებსაც გაეცნონ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ და მისი ამ საკითხისადმი დამოკიდებულებამ დააზარალა, რომელმაც უფრო მაღლა დააყენა პიროვნული შეხედულებები, როგორც მამაკაცის და თავის ოპონენტს არ გაუთანაბრდა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ისაუბროს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ

ინფორმაცია, რომ ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელმაც მაღალი ძაბვის ბოძიდან სცადა გადმოხტომა, 3020 ლარით დაჯარიმდა, ტყუილია - რა განაცხადეს შსს-ში

აქტივისტი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა