სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მარიამ კუბლაშვილი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ილია ჯიშკარიანზე - "ის ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია"
მარიამ კუბლაშვილი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ილია ჯიშკარიანზე - "ის ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია"

თა­ნამ­შრომ­ლის მიერ სექ­სუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის, ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ჯიშ­კა­რი­ა­ნი მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სტა­ტუ­სი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატს მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი და­ი­ცავს. რო­გორც კუბ­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ის ქალ­თა ძა­ლა­დო­ბას გმობს, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, სხვის მი­მართ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის გაჟ­ღე­რე­ბაც ძა­ლა­დო­ბაა.

"ამ საქ­მე­ში ჩემი ჩარ­თვით მინ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯი გა­ვაგ­ზავ­ნო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­მო­ბი­ლი უნდა იყოს ქა­ლის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და აგ­რე­სია, მაგ­რამ აქვე დავ­ძენ, რომ ეს ცი­ლის­წა­მე­ბის ხარ­ჯზე არ უნდა მოხ­დეს.

აქვე, სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა არ­სე­ბულ თუ პო­ტენ­ცი­ურ მსხვერ­პლს. ცალ­სა­ხად ვგმობ ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ აქვე გე­ტყვით, რომ ცრუ ძა­ლა­დო­ბა­საც და ძა­ლა­დო­ბის აპე­ლი­რე­ბა­საც ვგმობ, ვი­ნა­ი­დან ესეც ძა­ლა­დო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოა და პრო­ცე­სე­ბის გახ­სნი­ლად წარ­მარ­თვას მი­ე­სალ­მე­ბა.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი უდა­ნა­შა­უ­ლოა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ის კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, დე­პუ­ტა­ტია, მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნეა, მა­მა­კა­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი გახ­და. მა­საც აქვს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა და ჩვენ ამ უფ­ლე­ბას და­ვი­ცავთ. აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებთ მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას, ის შე­უძ­ლო­დაა და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს იკა­ვებ­და კო­მენ­ტა­რის­გან.

მი­ვეს­ლმე­ბით, რომ პრო­ცე­სე­ბი ღია იყოს, და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას, ექ­სპერ­ტი­ზის შე­დეგს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ორი­ვე მხა­რემ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ვი­სა­უბ­როთ და ცალ-ცალ­კე ცი­ლის­წა­მე­ბის რე­ჟიმ­ში კი არა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ფაქ­ტე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით ვიმ­სჯე­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მარიამ კუბლაშვილი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ილია ჯიშკარიანზე - "ის ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია"

მარიამ კუბლაშვილი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ილია ჯიშკარიანზე - "ის ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია"

თანამშრომლის მიერ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ჯიშკარიანი მისი სამსახურებრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, "ქართული ოცნების" დეპუტატს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. როგორც კუბლაშვილი განმარტავს, ის ქალთა ძალადობას გმობს, თუმცა, მისივე თქმით, სხვის მიმართ ცრუ ბრალდებების გაჟღერებაც ძალადობაა.

"ამ საქმეში ჩემი ჩართვით მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაგზავნო, რომ აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის ყველა არსებულ თუ პოტენციურ მსხვერპლს. ცალსახად ვგმობ ძალადობას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ცრუ ძალადობასაც და ძალადობის აპელირებასაც ვგმობ, ვინაიდან ესეც ძალადობაა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოა და პროცესების გახსნილად წარმართვას მიესალმება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა. მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან.

მივესლმებით, რომ პროცესები ღია იყოს, დაველოდოთ გამოძიებას, ექსპერტიზის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებებით ვისაუბროთ და ცალ-ცალკე ცილისწამების რეჟიმში კი არა, მტკიცებულებებით, ფაქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით ვიმსჯელოთ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს

"მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ, უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ" - რატომ დაკითხეს თამარ ბაჩალიაშვილის დედა?

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა - რა ინფორმაციას ავრცელებს პენიტენციური სამსახური