სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"...შევიხედე ტაძარში და ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია" - ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ ყოფილ თანაგუნდელებსა და შეწყალების კომისიაზე
"...შევიხედე ტაძარში და ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია" - ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ ყოფილ თანაგუნდელებსა და შეწყალების კომისიაზე

სამი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ ელე­ნე თევ­დო­რა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა. იგი წლე­ბის მან­ძილ­ზე პარ­ლა­მენ­ტში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ და მისი ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოს­ვლე­ბი ალ­ბათ ბევ­რს ახ­სოვს. 2008 წელს აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნი რა­ტომ­ღაც, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სი­ა­ში" არ აღ­მოჩ­ნდა. იმ წელს იგი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ეს პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. მას მერე ქალ­ბა­ტონ­მა ელე­ნემ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა. სულ 19 წელი იმუ­შა­ვა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ში, აქე­დან 9 წელი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო. 2013 წელს ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ი­ტყო, პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ასე აღ­მოჩ­ნდა პენ­სი­ა­ში. ამ­ბობს, რომ უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნილს დეპ­რე­სია ჰქონ­და, თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მე­ბი მალე გა­და­ლა­ხა და დღეს ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მით, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან და შვილ­თაშ­ვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ტკბე­ბა.

ელე­ნე თევ­დო­რა­ძე ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი ხართ. რო­გორ აღ­მოჩ­ნდით პო­ლი­ტი­კა­ში?

- გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, სხვა სამ­სა­ხურ­ში ჩემი თავი ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ერთი წელი ვი­მუ­შა­ვე, რუს­თავ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლებ­ლად, შემ­დეგ რუს­თა­ვის ქა­ლაქკომ­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს სამ­სა­ხუ­რი და იქ სკო­ლებს ვკუ­რი­რებ­დი. დიდ­ხანს ვერ გავ­ძე­ლი, ისევ სკო­ლა­ში დავ­ბრუნ­დი უკვე დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის რან­გში. მერე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ­დი და სულ მე­ნატ­რე­ბო­და სკო­ლა, ამი­ტომ ისევ დავ­ბრუნ­დი სკო­ლა­ში დი­რექ­ტო­რად. დღე­საც არ წყდე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან და ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ზოგი უკვე წა­სუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში არი­ან, მაგ­რამ თუ ჩა­მო­დი­ან თბი­ლის­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მო­დი­ან სტუმ­რად ან ტე­ლე­ფო­ნით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი მათ. ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში მა­ჩე­რე­ბენ, სიყ­ვა­რუ­ლით მე­სალ­მე­ბი­ან და მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, ამ დროს მე ვდგა­ვარ და ვფიქ­რობ, ნე­ტავ ეს ჩემი მოს­წავ­ლეა თუ ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი? მერე ისეთ კი­თხვებს ვსვამ, რომ მივ­ხვდე, ვის ვე­ლა­პა­რა­კე­ბი.

1995-დან 2008 წლამ­დე ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში, სულ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით. ზუ­რაბ ჟვა­ნია დამ­ცი­ნო­და, - არ ვიცი, სად ატა­რებ მეტ დროს, ცი­ხე­ებ­სა თუ პარ­ლა­მენ­ტშიო.

- ყო­ფილ პა­ტიმ­რებ­თა­ნაც გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ძა­ლი­ან ხში­რად მა­ჩე­რე­ბენ. ერთხელ ქუ­ჩა­ში ვე­ლო­დე­ბო­დი სა­მარ­შრუ­ტო ავ­ტო­ბუსს, შვილ­თაშ­ვი­ლებ­თან ვა­პი­რებ­დი წას­ვლას და მეს­მის, - "ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, გა­მარ­ჯო­ბა". გა­ვი­ხე­დე, არა­ვინ ჩანს, არა­და, აშ­კა­რად მე მე­ძა­ხის ვი­ღაც. ის­მის ისევ, - "ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, ნაგ­ვის მან­ქა­ნა­ზე ვდგა­ვარ" და გა­ღი­მე­ბუ­ლი ხე­ლებს მიქ­ნევს, მეც ღი­მი­ლით მი­ვე­სალ­მე და წა­ვი­და. ყვე­ლა მიც­ნობს, რო­გორც პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველს, მაგ­რამ როცა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი, ბევ­რი სხვა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის იმათ, ვი­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო შე­ვარ­დნა­ძის დროს. ოპე­რა­ცი­ის ფული არ ჰქონ­და ხალ­ხს, უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში იყ­ვნენ, ჯან­დაც­ვა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ყვე­ლამ იცის. მე არ მქონ­და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი მათ და­სახ­მა­რებ­ლად, მაგ­რამ ვი­ცო­დი, ვი­საც ჰქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და იმ ხალ­ხს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, არც ერთი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან უარი არ მი­მი­ღია. იყ­ვნენ ისე­თე­ბი, რომ­ლებ­მაც სწავ­ლა და­ი­წყეს და ფუ­ლის გა­დახ­და უჭირ­დათ, აქაც ვცდი­ლობ­დი მათ დახ­მა­რე­ბას. ერთი ფაქ­ტი არ და­მა­ვი­წყდე­ბა: ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ იცო­და, რო­მე­ლი ელ­სად­გუ­რი რო­დის გა­ი­თი­შე­ბო­და, შუ­ქე­ბი არ იყო ქა­ლაქ­ში. ღა­მის 2 სა­ათ­ზე მი­რე­კავს ქალ­ბა­ტო­ნი და მე­უბ­ნე­ბა, - ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, უნდა მიშ­ვე­ლოთ, ჩემი შვი­ლი მშო­ბი­ა­რობს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი შუქი არ აქ­ვთო. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­ვა­წუ­ხე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად და­მი­რე­კა: შუ­ქიც მო­ვი­და, ბავ­შვიც და­ი­ბა­და და მას თქვე­ნი სა­ხე­ლი, ელე­ნე და­ვარ­ქვი­თო. მე­რეც მი­კავ­შირ­დე­ბო­და ეს ადა­მი­ა­ნი და დღე­სას­წა­უ­ლებს მი­ლო­ცავ­და.

- პე­და­გო­გო­ბი­დან პარ­ლა­მენ­ტში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- მარ­თლა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა სკო­ლის გა­რე­შე. იცით, რა პე­რი­ო­დი იყო? მხედ­რი­ო­ნის და სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბის თა­რე­ში. ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და მოს­წავ­ლე­ებს ქუ­ჩა­ში რამე არ მოს­ვლო­დათ, სულ შიშ­ში ვი­ყა­ვი. ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ვის­მი­ნე ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ დარ­ბაზ­ში თბი­ლი­სე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ა­ნო. მე­გო­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სე­ლე­ბის შეკ­რე­ბა იყო და მეც წა­ვე­დი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია "თბი­ლი­სე­ლე­ბის" შეკ­რე­ბა იყო, მაგ­რამ მთე­ლი მთავ­რო­ბა ეს­წრე­ბო­და. ილა­პა­რა­კეს გა­მომ­სვლე­ლებ­მა იმა­ზე, თუ რა მძი­მე დროა, მაგ­რამ არა­ვინ უთხრა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს თქვე­ნი ბრა­ლი­აო. არა­და, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და იგორ გი­ორ­გა­ძე­სა და გია ყარ­ყა­რაშ­ვილს შო­რის. ეს ჩემ­თვის სა­ოც­რად გა­უ­გე­ბა­რი იყო, ერთ მთავ­რო­ბა­ში იყ­ვნენ და სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბე­ბი ხდე­ბო­და თბი­ლის­ში. ამა­ზე სი­ტყვაც არა­ვის უთ­ქვამს. ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და სცე­ნა­ზე და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად ავე­დი. მივ­მარ­თე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს, - თუ ქვეყ­ნის მარ­თვა არ შე­გიძ­ლი­ათ, თქვე­ნი მთავ­რო­ბა უნდა წა­ვი­დეს; ორი მი­ნის­ტრი თუ ვერ იყოფს რა­ღა­ცას, მა­შინ ორი­ვე უნდა გა­და­ა­ყე­ნოთ-მეთ­ქი. ტრი­ბუ­ნი­დან ჩა­მო­ვე­დი. ცოტა ხან­ში მი­ნის­ტრი გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და სი­ტყვით და თქვა, - არ ვიცი, ვინ არის ეს ქალ­ბა­ტო­ნი, მაგ­რამ ის მარ­თა­ლია, მე მივ­დი­ვარ თა­ნამ­დე­ბო­ბი­და­ნო - ასე სა­ჯა­როდ გა­დად­გა. ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­კავ­შირ­დნენ "მწვა­ნე­ე­ბი". მი­თხრეს, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია მი­ბა­რებ­და. შევ­ხვდი მას და შე­მომ­თა­ვა­ზა ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი მათ მუ­შა­ო­ბა­ში. ამ დროს "მოქკავ­ში­რი" ყა­ლიბ­დე­ბო­და. ეტყო­ბა იმ გა­მოს­ვლა­ში მან ჩემი უნა­რე­ბი და­ი­ნა­ხა. ჩა­ვერ­თე, მაგ­რამ სკო­ლი­დან არც ვა­პი­რებ­დი წას­ვლას. ცოტა ხან­ში ისევ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ მთხო­ვა, ცი­ხე­ებ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მე­ნა­ხა. უცხო­ე­ლე­ბი რომ ჩა­მო­დი­ან, ყვე­ლა­ზე დიდი პრე­ტენ­ზია ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე აქ­ვთო. ცხო­ნე­ბუ­ლი გივი ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო, ეტყო­ბა და­უ­რე­კა და შე­მიშ­ვეს მე­ხუ­თე იზო­ლა­ტორ­ში.

- რა სი­ტუ­ა­ცია დაგ­ხვდათ იქ?

- პირ­ვე­ლად შე­ვე­დი ცი­ხე­ში და ჩემ­თვის იქ ნა­ნა­ხი, ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. და­ჭე­რე­ბი მი­დი­ო­და, მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი, გვარ­დი­ე­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა ფორ­მი­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს. ერთ სა­კან­ში შე­ვე­დი, დავ­კე­ტე კარი და ყვე­ლა პა­ტი­მარს ვე­ლა­პა­რა­კე მათ პრობ­ლე­მებ­ზე. იქი­დან რომ გა­მო­ვე­დი, გივი ყვა­რე­ლაშ­ვილ­მა მი­თხრა, როცა სა­კან­ში მე­ო­რედ შეხ­ვალთ, კარი არ და­კე­ტოთ, ახლა თქვენ მათ მძევ­ლად რომ აეყ­ვა­ნეთ, რა უნდა გვექ­ნაო? არა­და, არ შემ­ში­ნე­ბია. იქი­დან რომ გა­მო­ვე­დი, სა­პი­რის­პი­რო საკ­ნის გა­ღე­ბა ვი­თხო­ვე. გა­მი­ღეს. სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სა­კან­ში აღ­მოვ­ჩნდი, სა­დაც 4 კაცი იყო, კარ­გად მო­წყო­ბი­ლი ყვე­ლა­ფე­რი, ია­ტაკ­ზე ხა­ლი­ჩე­ბიც ეფი­ნათ, მა­გი­და ედ­გათ, ჩა­ი­და­ნი, ყვე­ლა ნივ­თი ჰქონ­დათ, სა­ოც­რად კარგ პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ. ამ დროს იმ წინა სა­კან­ში იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, და­სა­წო­ლა­დაც კი მო­რი­გე­ო­ბით წვე­ბოდ­ნენ. აქ ისე­თი პი­რო­ბე­ბია, ყვე­ლა დარ­ჩე­ბო­და-მეთ­ქი. გი­ვის გა­ი­ღი­მა, არა­ფე­რი უთ­ქვამს. მა­მა­კა­ცებ­მა მკი­თხეს, ვინ ხარ­თო? - ელე­ნე თევ­დო­რა­ძე ვარ, მინ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იყოს-მეთ­ქი. არა­ფე­რი უთ­ქვამთ, მერე როცა გა­ვე­ცა­ნი ცი­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას, მივ­ხვდი, ის ე.წ. ქურ­დე­ბის სა­კა­ნი იყო და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მა­მე­ბი იყ­ვნენ ასეთ კარგ პი­რო­ბებ­ში. უკვე პარ­ლა­მენ­ტა­რი ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში და ყვე­ლა­ფერ­ში გა­ვერ­კვიე. რუს­თა­ვის ზო­ნა­ში ჩა­ვე­დი ერთხელ, ვხვდე­ბო­დი პა­ტიმ­რებს, მერე ცალ-ცალ­კე მოს­მე­ნას ითხოვ­დნენ და კა­ბი­ნეტ­ში ვუს­მენ­დი მათ. ერთი ტიპი მო­მიყ­ვა­ნეს და მე­კი­თხე­ბა, - ქურ­დო­ბა პრო­ფე­სი­აა? - არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ, თუ იქურ­დე, სას­ჯელს მო­იხ­დი და მერე აქე­დან რომ გახ­ვალ, ნორ­მა­ლუ­რი კაცი უნდა იყო-მეთ­ქი. მან ღი­მი­ლით მი­თხრა, ჩემი პრო­ფე­სია ქურ­დო­ბა­აო. თურ­მე ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი იყო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"...შევიხედე ტაძარში და ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია" - ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ ყოფილ თანაგუნდელებსა და შეწყალების კომისიაზე

"...შევიხედე ტაძარში და ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია" - ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ ყოფილ თანაგუნდელებსა და შეწყალების კომისიაზე

სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატ ელენე თევდორაძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. იგი წლების მანძილზე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ და მისი ხმაურიანი გამოსვლები ალბათ ბევრს ახსოვს. 2008 წელს აქტიური პოლიტიკოსი ქალბატონი რატომღაც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში" არ აღმოჩნდა. იმ წელს იგი ღირსების ორდენით დააჯილდოეს პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მას მერე ქალბატონმა ელენემ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ განაგრძო მუშაობა. სულ 19 წელი იმუშავა შეწყალების კომისიაში, აქედან 9 წელი კომისიის თავმჯდომარე იყო. 2013 წელს ტელევიზიით შეიტყო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამსახურიდან რომ გაათავისუფლა და ასე აღმოჩნდა პენსიაში. ამბობს, რომ უსამსახუროდ დარჩენილს დეპრესია ჰქონდა, თუმცა ეს პრობლემები მალე გადალახა და დღეს ყველაზე საყვარელი საქმით, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ურთიერთობით ტკბება.

ელენე თევდორაძე ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

- ქალბატონო ელენე, პროფესიით პედაგოგი ხართ. როგორ აღმოჩნდით პოლიტიკაში?

- გერმანული ენის მასწავლებელი ვარ. სიმართლე გითხრათ, ბავშვები ძალიან მიყვარს, სხვა სამსახურში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. მასწავლებლის პოზიციაზე ერთი წელი ვიმუშავე, რუსთავში დავიწყე მუშაობა მასწავლებლად, შემდეგ რუსთავის ქალაქკომში შემომთავაზეს სამსახური და იქ სკოლებს ვკურირებდი. დიდხანს ვერ გავძელი, ისევ სკოლაში დავბრუნდი უკვე დირექტორის მოადგილის რანგში. მერე განათლების სამინისტროში ვმუშაობდი და სულ მენატრებოდა სკოლა, ამიტომ ისევ დავბრუნდი სკოლაში დირექტორად. დღესაც არ წყდება ურთიერთობა ჩემს მოსწავლეებთან და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ზოგი უკვე წასულია საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქალაქში არიან, მაგრამ თუ ჩამოდიან თბილისში, აუცილებლად მოდიან სტუმრად ან ტელეფონით ვეკონტაქტები მათ. ზოგჯერ ქუჩაში მაჩერებენ, სიყვარულით მესალმებიან და მელაპარაკებიან, ამ დროს მე ვდგავარ და ვფიქრობ, ნეტავ ეს ჩემი მოსწავლეა თუ ყოფილი პატიმარი? მერე ისეთ კითხვებს ვსვამ, რომ მივხვდე, ვის ველაპარაკები.

1995-დან 2008 წლამდე ვიყავი პარლამენტში, სულ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ზურაბ ჟვანია დამცინოდა, - არ ვიცი, სად ატარებ მეტ დროს, ციხეებსა თუ პარლამენტშიო.

- ყოფილ პატიმრებთანაც გაქვთ ურთიერთობა?

- ძალიან ხშირად მაჩერებენ. ერთხელ ქუჩაში ველოდებოდი სამარშრუტო ავტობუსს, შვილთაშვილებთან ვაპირებდი წასვლას და მესმის, - "ქალბატონო ელენე, ქალბატონო ელენე, გამარჯობა". გავიხედე, არავინ ჩანს, არადა, აშკარად მე მეძახის ვიღაც. ისმის ისევ, - "ქალბატონო ელენე, ნაგვის მანქანაზე ვდგავარ" და გაღიმებული ხელებს მიქნევს, მეც ღიმილით მივესალმე და წავიდა. ყველა მიცნობს, როგორც პატიმრების უფლებების დამცველს, მაგრამ როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ბევრი სხვა საკითხის მოგვარებაში ვეხმარებოდი ადამიანებს, მათ შორის იმათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო შევარდნაძის დროს. ოპერაციის ფული არ ჰქონდა ხალხს, უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ, ჯანდაცვა რა მდგომარეობაში იყო, ყველამ იცის. მე არ მქონდა ფინანსური რესურსი მათ დასახმარებლად, მაგრამ ვიცოდი, ვისაც ჰქონდა ამის საშუალება და იმ ხალხს ვთხოვე დახმარებოდნენ ოპერაციის გაკეთებაში. სხვათა შორის, არც ერთი ბიზნესმენისგან უარი არ მიმიღია. იყვნენ ისეთები, რომლებმაც სწავლა დაიწყეს და ფულის გადახდა უჭირდათ, აქაც ვცდილობდი მათ დახმარებას. ერთი ფაქტი არ დამავიწყდება: ეს ის პერიოდია, როცა ყველა მოქალაქემ იცოდა, რომელი ელსადგური როდის გაითიშებოდა, შუქები არ იყო ქალაქში. ღამის 2 საათზე მირეკავს ქალბატონი და მეუბნება, - ქალბატონო ელენე, უნდა მიშველოთ, ჩემი შვილი მშობიარობს, საავადმყოფოში კი შუქი არ აქვთო. რამდენიმე ადამიანი შევაწუხე და მოგვიანებით ისევ მადლობის სათქმელად დამირეკა: შუქიც მოვიდა, ბავშვიც დაიბადა და მას თქვენი სახელი, ელენე დავარქვითო. მერეც მიკავშირდებოდა ეს ადამიანი და დღესასწაულებს მილოცავდა.

- პედაგოგობიდან პარლამენტში როგორ აღმოჩნდით?

- მართლა ვერ წარმომედგინა სკოლის გარეშე. იცით, რა პერიოდი იყო? მხედრიონის და სხვადასხვა დაჯგუფების თარეში. ძალიან მეშინოდა მოსწავლეებს ქუჩაში რამე არ მოსვლოდათ, სულ შიშში ვიყავი. ტელევიზიით მოვისმინე ფილარმონიის დიდ დარბაზში თბილისელები იკრიბებიანო. მეგონა ჩვეულებრივი თბილისელების შეკრება იყო და მეც წავედი. აღმოვაჩინე, რომ ორგანიზაცია "თბილისელების" შეკრება იყო, მაგრამ მთელი მთავრობა ესწრებოდა. ილაპარაკეს გამომსვლელებმა იმაზე, თუ რა მძიმე დროა, მაგრამ არავინ უთხრა ხელისუფლებას, ეს თქვენი ბრალიაო. არადა, რამდენიმე დღით ადრე დაპირისპირება მოხდა იგორ გიორგაძესა და გია ყარყარაშვილს შორის. ეს ჩემთვის საოცრად გაუგებარი იყო, ერთ მთავრობაში იყვნენ და სამხედრო შეტაკებები ხდებოდა თბილისში. ამაზე სიტყვაც არავის უთქვამს. ვეღარ მოვითმინე და სცენაზე დაუპატიჟებლად ავედი. მივმართე ედუარდ შევარდნაძეს, - თუ ქვეყნის მართვა არ შეგიძლიათ, თქვენი მთავრობა უნდა წავიდეს; ორი მინისტრი თუ ვერ იყოფს რაღაცას, მაშინ ორივე უნდა გადააყენოთ-მეთქი. ტრიბუნიდან ჩამოვედი. ცოტა ხანში მინისტრი გია ყარყარაშვილი გამოვიდა სიტყვით და თქვა, - არ ვიცი, ვინ არის ეს ქალბატონი, მაგრამ ის მართალია, მე მივდივარ თანამდებობიდანო - ასე საჯაროდ გადადგა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ "მწვანეები". მითხრეს, რომ ზურაბ ჟვანია მიბარებდა. შევხვდი მას და შემომთავაზა ჩავრთულიყავი მათ მუშაობაში. ამ დროს "მოქკავშირი" ყალიბდებოდა. ეტყობა იმ გამოსვლაში მან ჩემი უნარები დაინახა. ჩავერთე, მაგრამ სკოლიდან არც ვაპირებდი წასვლას. ცოტა ხანში ისევ ზურაბ ჟვანიამ მთხოვა, ციხეებში შევსულიყავი და იქ არსებული სიტუაცია მენახა. უცხოელები რომ ჩამოდიან, ყველაზე დიდი პრეტენზია ციხეებში არსებულ ვითარებაზე აქვთო. ცხონებული გივი ყვარელაშვილი სამმართველოს უფროსი იყო, ეტყობა დაურეკა და შემიშვეს მეხუთე იზოლატორში.

- რა სიტუაცია დაგხვდათ იქ?

- პირველად შევედი ციხეში და ჩემთვის იქ ნანახი, ყველაფერი საშინელება იყო. დაჭერები მიდიოდა, მხედრიონელები, გვარდიელები, სხვადასხვა ფორმირების წარმომადგენლები იხდიდნენ სასჯელს. ერთ საკანში შევედი, დავკეტე კარი და ყველა პატიმარს ველაპარაკე მათ პრობლემებზე. იქიდან რომ გამოვედი, გივი ყვარელაშვილმა მითხრა, როცა საკანში მეორედ შეხვალთ, კარი არ დაკეტოთ, ახლა თქვენ მათ მძევლად რომ აეყვანეთ, რა უნდა გვექნაო? არადა, არ შემშინებია. იქიდან რომ გამოვედი, საპირისპირო საკნის გაღება ვითხოვე. გამიღეს. სრულიად განსხვავებულ საკანში აღმოვჩნდი, სადაც 4 კაცი იყო, კარგად მოწყობილი ყველაფერი, იატაკზე ხალიჩებიც ეფინათ, მაგიდა ედგათ, ჩაიდანი, ყველა ნივთი ჰქონდათ, საოცრად კარგ პირობებში იყვნენ. ამ დროს იმ წინა საკანში იმდენი ადამიანი იყო, დასაწოლადაც კი მორიგეობით წვებოდნენ. აქ ისეთი პირობებია, ყველა დარჩებოდა-მეთქი. გივის გაიღიმა, არაფერი უთქვამს. მამაკაცებმა მკითხეს, ვინ ხართო? - ელენე თევდორაძე ვარ, მინდა ადამიანის უფლებები დაცული იყოს-მეთქი. არაფერი უთქვამთ, მერე როცა გავეცანი ციხის მდგომარეობას, მივხვდი, ის ე.წ. ქურდების საკანი იყო და ქურდული სამყაროს მამები იყვნენ ასეთ კარგ პირობებში. უკვე პარლამენტარი ძალიან ხშირად ვიყავი ციხეში და ყველაფერში გავერკვიე. რუსთავის ზონაში ჩავედი ერთხელ, ვხვდებოდი პატიმრებს, მერე ცალ-ცალკე მოსმენას ითხოვდნენ და კაბინეტში ვუსმენდი მათ. ერთი ტიპი მომიყვანეს და მეკითხება, - ქურდობა პროფესიაა? - არა, როგორ გეკადრებათ, თუ იქურდე, სასჯელს მოიხდი და მერე აქედან რომ გახვალ, ნორმალური კაცი უნდა იყო-მეთქი. მან ღიმილით მითხრა, ჩემი პროფესია ქურდობააო. თურმე ქურდული სამყაროს წევრი იყო...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ