სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღეს და ხვალ "თბილისობაა" - სად გაერთობით დედაქალაქში დღესასწაულთან დაკავშირებით
დღეს და ხვალ "თბილისობაა" - სად გაერთობით დედაქალაქში დღესასწაულთან დაკავშირებით

5-6 ოქ­ტომ­ბერს "თბი­ლი­სო­ბა 2019" გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც თბი­ლი­სის მე­რია იუ­წყე­ბა, სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის შერ­ჩე­უ­ლია ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბე­ბი: რიყე, ლეღვთა­ხე­ვი, მე­ტე­ხის ხიდი, ევ­რო­პი­სა და ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნე­ბი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სო­ბის წლე­ვან­დე­ლი პროგ­რა­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლია და მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს მო­ი­ცავს. ღო­ნის­ძი­ე­ბებს შო­რის იქ­ნე­ბა სა­ბავ­შვო კონ­ცერ­ტე­ბი და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი; კუ­ლი­ნა­რი­ის, ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი; კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბე­ბი და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი; "მულ­ტი­ეთ­ნი­კუ­რი თბი­ლი­სი" რი­ყე­ზე; ორ­ბე­ლი­ა­ნის ღია ბა­ზა­რი; პრო­ექ­ტი "გვი­დი­რი­ჟო­რე"; თბი­ლის­თან დაძ­მო­ბი­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი; მუ­სი­კა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და სხვა.

ლეღვთა­ხევ­ში მო­ე­წყო­ბა "მუ­ზე­უ­მი ღია ცის ქვეშ", სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ცია კლდე­ზე: ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი, ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი და ა.შ. ამ ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ინ­სტა­ლა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად შე­იც­ვლე­ბა მუ­სი­კა და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა.

მე­ტე­ხის ხიდ­ზე კი სპორ­ტუ­ლი და რა­რი­ტე­ტუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო­ბა.

5 ოქ­ტომ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა და გა­ლა­კონ­ცერ­ტი - „მე ვარ თბი­ლი­სი“.

სა­ღა­მო­ზე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნე­ბი: „დი­ლის სა­ა­რი“, მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის კომ­პო­ზი­ცია; ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნის კად­რე­ბი და ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე - „გა­მარ­ჯო­ბა, ჩემო თბი­ლის ქა­ლა­ქო“; „სა­ჰა­ე­რო კინ­ტა­უ­რი“; სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი და ნატო მურ­ვა­ნი­ძე „კინ­ტა­უ­რი „ხა­ნუ­მა­დან“; გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა;

ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ცეკ­ვა და მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის კომ­პო­ზი­ცია - „ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი“; კახი კავ­სა­ძის ჩა­ნა­წე­რი, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის კად­რე­ბი. მიშო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე - „ქარი კვლავ არ­ხევს“; ნინო რა­მიშ­ვი­ლის „ჯე­ი­რა­ნი“, „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ „დავ­ლუ­რი“ და „ყა­რა­ჩ­ოღ­ლუ­რი“; გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი და ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი - კომ­პო­ზი­ცია „მო­გო­ნე­ბე­ბი“;

ჭა­ბუ­კი­ა­ნის კად­რე­ბი და ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ბა­ლე­ტო და­სის ნო­მე­რი; ნა­ნუ­ლი აბე­სა­ძე - „შენ, მხო­ლოდ შენ“; გოგი ალექ­სი­ძი­სა და მა­რი­ამ ალექ­სი­ძის ნო­მე­რი - ერ­თგვა­რი ერ­თობ­ლი­ვი ცეკ­ვა გა­ლა­კტი­ო­ნის ლექსზე); გოგი დო­ლი­ძის კად­რე­ბი - ეკა მა­მა­ლა­ძე და მიშო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - „მო­ნატ­რე­ბა“;

კონ­ცერ­ტის და­სას­რულს კი ნანი ბრეგ­ვა­ძე - "მუ­ხამ­ბა­ზი" და ფი­ნა­ლუ­რი ნო­მე­რი, მიშა მდი­ნა­რა­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია, რო­მელ­საც ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლი ერ­თად შე­ას­რუ­ლებს - ამ­ბო­ბენ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თბი­ლი­სო­ბის და­სას­რულს, 6 ოქ­ტომ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა - „მუ­ა­რე იქსფი­რი­ენს“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს აკ­რო­ბა­ტე­ბის სა­ჰა­ე­რო შოუს როკ-მუ­სი­კის თან­ხლე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დღეს და ხვალ "თბილისობაა" - სად გაერთობით დედაქალაქში დღესასწაულთან დაკავშირებით

დღეს და ხვალ "თბილისობაა" - სად გაერთობით დედაქალაქში დღესასწაულთან დაკავშირებით

5-6 ოქტომბერს "თბილისობა 2019" გაიმართება. როგორც თბილისის მერია იუწყება, საზეიმო ღონისძიებებისთვის შერჩეულია ადგილმდებარეობები: რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

მათივე ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; "მულტიეთნიკური თბილისი" რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი "გვიდირიჟორე"; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

ლეღვთახევში მოეწყობა "მუზეუმი ღია ცის ქვეშ", სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება.

მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“.

საღამოზე იქნება წარმოდგენები: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე - „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა;

ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია - „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე - „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი - კომპოზიცია „მოგონებები“;

ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე - „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი - ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები - ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი - „მონატრება“;

კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე - "მუხამბაზი" და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს - ამბობენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა - „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ-მუსიკის თანხლებით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ