ავტორი:

გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს

გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანმხლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა კოტე კემულარიამ განუცხადა, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი უკვე სასამართლოში ჰყავთ გადაყვანილი. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჩალაგაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები