სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვს დედა უნდა შევუცვალო" - ინტერვიუ კომპოზიტორთან, რომლის რძალიც გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა
"უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვს დედა უნდა შევუცვალო" - ინტერვიუ კომპოზიტორთან, რომლის რძალიც გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა

22 წლის სა­ლო­მე ქე­მაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ახალ­გაზ­რდა H1N1 ვირუსს ერთი კვი­რა ებ­რძო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გარ­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. სა­ლო­მე გა­სუ­ლი წლის 9 იან­ვარს და­ი­ღუ­პა. მას მცი­რე­წლო­ვა­ნი, წლი-ნა­ხევ­რის ქა­ლიშ­ვი­ლი, ელე­ნი­კო დარ­ჩა, რო­მელ­საც ახლა დე­დო­ბას ბე­ბია, კომ­პო­ზი­ტო­რი მა­ნა­ნა იმე­და­ძე უწევს.

- ჩემი ცხოვ­რე­ბის სას­წა­უ­ლი იყო სა­ლო­მე. ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვარ­და, გავ­გიჟ­დი, რომ ვნა­ხე. სა­ლო­მე იყო ღვთა­ებ­რი­ვი, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მა­სე­ვია გარს და მას ვე­რა­ვის ვერ ვა­და­რებ... სა­ოც­რე­ბას გე­ტყვით... პა­ტა­რა ბინა ჰქონ­და ვო­რონ­ცოვ­ზე, მარ­ტო ცხოვ­რობ­და სტუ­დენ­ტი, სა­ნამ ჩვე­ნი რძა­ლი გახ­დე­ბო­და... რომ გა­მაც­ნო ირაკ­ლიმ, ვეხ­ვე­წე, ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნე-მეთ­ქი და სა­ნამ ესე­ნი შე­უღლდე­ბოდ­ნენ, არ ვიცი და­ი­ჯე­რებთ თუ არა, მე და სა­ლო­მე ვი­წე­ქით ერ­თად, ერთ ოთახ­ში, ერთ სა­წოლ­ში. ჩვენ­თან ათე­ნებ­და, ჩვენ­თან აღა­მებ­და. ბავ­შვე­ბის და­ო­ჯა­ხე­ბი­დან კარ­გა ხნის მერე გა­ვა­გე­ბი­ნეთ სა­ლო­მე­სი­ა­ნებს, რომ ჩვენ­თან ცხოვ­რობ­და. ირაკ­ლის ეუბ­ნე­ბო­და თურ­მე, ჩვე­ნი ამ­ბა­ვი კი­დეც რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, მე მა­ნა­ნა მა­ინც დე­და­სა­ვით მეყ­ვა­რე­ბო­დაო... 6-7 თვე ჰქონ­დათ რო­მა­ნი და მერე გა­ვი­ცა­ნით ჩვენ, მაგ­რამ სა­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ვიც­ნობ­დით, მწერ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს... ამას წი­ნათ ავ­ყე­ვი მის მო­ნა­წე­რებს და­ლა­მის გავ­გიჟ­დი... ის იყო არა­მი­წი­ე­რი, ის არ იყო ამ­ქვეყ­ნი­უ­რი... ახლა კი­დევ უფრო ვა­ა­ნა­ლი­ზებ ამას, როცა აღარ არის ჩვენ­თან.

სიმ­ღე­რა და­ვუ­წე­რე სა­ლოს. ძა­ლი­ან მინ­დო­და ემ­ღე­რათ ბექა ჩხა­ი­ძეს და დათო არჩვა­ძის კვარ­ტეტს, მაგ­რამ მერე ეს სიმ­ღე­რა მო­ვას­მე­ნი­ნე თე­მურ წიკ­ლა­ურს და მი­თხრა, ეს იმ­დე­ნად შენი ტკი­ვი­ლია, შენ უნდა იმ­ღე­როო, შენ­სა­ვით ვე­რა­ვინ იმ­ღე­რებ­სო... სა­ლოს და­ბა­დე­ბის დღე მო­დის ნო­ემ­ბერ­ში და მინ­და, რომ ჩემი ბოლო სა­ჩუ­ქა­რი იყოს მის­თვის... მან ელე­ნი­კო მა­ჩუ­ქა, ეგეც ღვთის ნება იყო ალ­ბათ, მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე მე და­მას­წრო. რამ­დე­ნი ხანი ვე­უბ­ნე­ბო­დი, დე, და­მა­ნე­ბე თავი, ერთი მუ­სი­კო­სი ქალი ვარ, რო­მე­ლი ექი­მი მე მნა­ხე, მშო­ბი­ა­რო­ბის დროს მო­გეშ­ვე­ლო-მეთ­ქი, ისე­თი ემო­ცი­უ­რი ვარ, პი­რი­ქით ხელი არ შე­გი­შა­ლო ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბით-მეთ­ქი. არ და­ი­შა­ლა, მინ­და ჩემ­თან იყოო და ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ისე გა­ა­ჩი­ნა ელე­ნე. ისე ვაჟ­კა­ცუ­რად ეჭი­რა თავი, ამ ნაზი არ­სე­ბის­გან რომ გა­გიკ­ვირ­დე­ბო­დათ - ხმა არ ამო­უ­ღია. ალ­ბათ ესეც არ იყო შემ­თხვე­ვით. ელე­ნი­კო რომ და­ი­ბა­და, პირ­ველ­მა შევ­ხე­დე მე. რაც უფრო გა­დის დროს, სულ უფრო მე­ტად ვა­კავ­ში­რებ ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თმა­ნეთ­თან. რა­ტომ ვი­ყა­ვით ასე მიკ­რუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს. იცი, ბევრ რძალ-დე­დამ­თილს უყ­ვა­რა ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­გვარ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ზღვარს ცდე­ბო­და. სახ­ლში ახ­ლაც ვხვდე­ბი ზარ­დახ­შებ­ში მის ბა­რა­თებს... წერს, მიყ­ვარ­ხარ, დე, ჩემი ერ­თა­დერ­თი ხარო...

ჩემი უმ­ცრო­სი ბიჭი ექი­მია, ირაკ­ლის ინ­გლი­სუ­რი ფი­ლო­ლო­გია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რძალ-მაზ­ლი რომ შე­იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ამა­თი სა­უბ­რის მოს­მე­ნა იყო ერთი ბედ­ნი­ე­რე­ბა, თან ეს ექი­მე­ბი ხომ ერთ ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ორი მე­დი­კო­სი ვარ­თო, იპ­რან­ჭე­ბოდ­ნენ. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ერთი კვი­რა სა­ლო­მეს ჩემი ვაჟი, სა­ლო­მეს მაზ­ლი არ მოს­ცი­ლე­ბია გვერ­დი­დან, მა­გის ხელ­ში და­ლია სული. სა­ლო­მეს გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვს დედა უნდა შევუცვალო" - ინტერვიუ კომპოზიტორთან, რომლის რძალიც გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა

"უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვს დედა უნდა შევუცვალო" - ინტერვიუ კომპოზიტორთან, რომლის რძალიც გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა

22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. ახალგაზრდა H1N1 ვირუსს ერთი კვირა ებრძოდა. სამწუხაროდ, მისი გარდარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სალომე გასული წლის 9 იანვარს დაიღუპა. მას მცირეწლოვანი, წლი-ნახევრის ქალიშვილი, ელენიკო დარჩა, რომელსაც ახლა დედობას ბებია, კომპოზიტორი მანანა იმედაძე უწევს.

- ჩემი ცხოვრების სასწაული იყო სალომე. ერთი ნახვით შემიყვარდა, გავგიჟდი, რომ ვნახე. სალომე იყო ღვთაებრივი, ძალიან განსხვავებული. ამდენი ადამიანი მასევია გარს და მას ვერავის ვერ ვადარებ... საოცრებას გეტყვით... პატარა ბინა ჰქონდა ვორონცოვზე, მარტო ცხოვრობდა სტუდენტი, სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა... რომ გამაცნო ირაკლიმ, ვეხვეწე, ჩვენთან მოიყვანე-მეთქი და სანამ ესენი შეუღლდებოდნენ, არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა, მე და სალომე ვიწექით ერთად, ერთ ოთახში, ერთ საწოლში. ჩვენთან ათენებდა, ჩვენთან აღამებდა. ბავშვების დაოჯახებიდან კარგა ხნის მერე გავაგებინეთ სალომესიანებს, რომ ჩვენთან ცხოვრობდა. ირაკლის ეუბნებოდა თურმე, ჩვენი ამბავი კიდეც რომ არ მომხდარიყო, მე მანანა მაინც დედასავით მეყვარებოდაო... 6-7 თვე ჰქონდათ რომანი და მერე გავიცანით ჩვენ, მაგრამ სანამ ოფიციალურად გავიცნობდით, მწერდა შეტყობინებებს... ამას წინათ ავყევი მის მონაწერებს დალამის გავგიჟდი... ის იყო არამიწიერი, ის არ იყო ამქვეყნიური... ახლა კიდევ უფრო ვაანალიზებ ამას, როცა აღარ არის ჩვენთან.

სიმღერა დავუწერე სალოს. ძალიან მინდოდა ემღერათ ბექა ჩხაიძეს და დათო არჩვაძის კვარტეტს, მაგრამ მერე ეს სიმღერა მოვასმენინე თემურ წიკლაურს და მითხრა, ეს იმდენად შენი ტკივილია, შენ უნდა იმღეროო, შენსავით ვერავინ იმღერებსო... სალოს დაბადების დღე მოდის ნოემბერში და მინდა, რომ ჩემი ბოლო საჩუქარი იყოს მისთვის... მან ელენიკო მაჩუქა, ეგეც ღვთის ნება იყო ალბათ, მშობიარობაზე მე დამასწრო. რამდენი ხანი ვეუბნებოდი, დე, დამანებე თავი, ერთი მუსიკოსი ქალი ვარ, რომელი ექიმი მე მნახე, მშობიარობის დროს მოგეშველო-მეთქი, ისეთი ემოციური ვარ, პირიქით ხელი არ შეგიშალო ჩემი ნერვიულობით-მეთქი. არ დაიშალა, მინდა ჩემთან იყოო და ხელჩაკიდებულები ვიყავით, ისე გააჩინა ელენე. ისე ვაჟკაცურად ეჭირა თავი, ამ ნაზი არსებისგან რომ გაგიკვირდებოდათ - ხმა არ ამოუღია. ალბათ ესეც არ იყო შემთხვევით. ელენიკო რომ დაიბადა, პირველმა შევხედე მე. რაც უფრო გადის დროს, სულ უფრო მეტად ვაკავშირებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან. რატომ ვიყავით ასე მიკრულები ერთმანეთს. იცი, ბევრ რძალ-დედამთილს უყვარა ერთმანეთი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყოველგვარ სასიყვარულო ზღვარს ცდებოდა. სახლში ახლაც ვხვდები ზარდახშებში მის ბარათებს... წერს, მიყვარხარ, დე, ჩემი ერთადერთი ხარო...

ჩემი უმცროსი ბიჭი ექიმია, ირაკლის ინგლისური ფილოლოგია აქვს დამთავრებული. რძალ-მაზლი რომ შეიკრიბებოდნენ, ამათი საუბრის მოსმენა იყო ერთი ბედნიერება, თან ეს ექიმები ხომ ერთ ენაზე საუბრობენ და ორი მედიკოსი ვართო, იპრანჭებოდნენ. რეანიმაციაში ერთი კვირა სალომეს ჩემი ვაჟი, სალომეს მაზლი არ მოსცილებია გვერდიდან, მაგის ხელში დალია სული. სალომეს გარდაცვალება იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა...წაიკითხეთ სრულად

"დანისლული გონება", კიდურების დაბუჟება, დეპრესია - რა ჩივილებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ პაციენტებში

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა