ავტორი:

რუსთავის სკოლის მე-6 კლასელი გოგონას დედა - მუსიკის მასწავლებელმა ჩემს შვილს შეურაცხყოფა თავად მიაყენა და თავში წიგნი ჩაარტყა

რუსთავის სკოლის მე-6 კლასელი გოგონას დედა - მუსიკის მასწავლებელმა ჩემს შვილს შეურაცხყოფა თავად მიაყენა და თავში წიგნი ჩაარტყა

რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ნაწილი, შვილების სკოლაში გაშვებაზე ისევ კატეგორიულ უარს აცხადებს.

მათი განცხადებით, ბავშვებს სკოლაში მანამდე არ გაუშვებენ, სანამ მე-6 კლასელ გოგონას, რომელსაც მოსწავლეების, ასევე მუსიკის მასწავლებლის ფიზიკურ შეურაცყოფასა და ბულინგში სდებენ ბრალს, დირექცია სკოლიდან არ გარიცხავს.

მშობლების თქმით, გოგონა სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას თანაკლასელებს და თანასკოლელებს, რამდენიმე დღის წინ კი კიბეზე მიმავალ მუსიკის მასწავლებელს ხელი ჰკრა და დააგორა. მშობლების ნაწილი დილით, სკოლასთან შეიკრიბა და მე-6 კლასელი გოგონას გარიცხვას ითხოვდა. ისინი, გოგონას დედას, რომელიც შვილის მხრიდან მასწავლებლის ან მოსწავლეების ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მე-6 კლასელის დედა ირწმუნება, რომ პირიქით, მაისში მის შვილს მიაყენა პედაგოგმა ფიზიკური შეურაცხყოფა და წიგნი ჩაარტყა თავში.

ბავშვის მიმართ რაიმე შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფს მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, რომელიც კლინიკა "რუსთავშია" მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, მას ტვინის შერყევა აქვს და წელის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ