ავტორი:

"ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა..." - რა თქვა პროცესზე ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, სანამ პატიმრობას მიუსჯიდნენ

"ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა..." - რა თქვა პროცესზე ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, სანამ პატიმრობას მიუსჯიდნენ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

36 წლის ბრალდებული გ.წ. ბრალს აღიარებს და ამბობს, თავის დაცვას არ აპირებს. როგორც მან მოსამართლეს უთხრა, არაფრის თქმას არ აპირებს, გარდა იმისა, რომ ძმა მისთვის ღირებულს შეეხო.

"მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა... მე ის მიყვარს და მეყვარება. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია", - განაცხდა ბრალდებულმა პროცესზე.

მკვლელობა 28 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, სასაფლაოზე მოხდა. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, გიორგი (გოგა) წურწუმიამ საკუთარი ძმა, რობერტი დანით მოკლა, ამის შემდეგ ტრაგედიის ადგილი დატოვა და სახლში დაბრუნდა. მანქანა ეზოში დააყენა, თვითონ ქუჩაში გავიდა, სადაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

მკვლელობის მოტივად ძმებს შორის შელაპარაკება სახელდება. სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის დროს ორივე ძმა ნასვამები იყვნენ. რობერტ წურწუმია გერმანიიდან იყო ახალი ჩამოსული. ძმები ახლობლის სასაფლაოზე ავიდნენ და იქ მოხდა დანაშაული, თუმცა რაზე იჩხუბეს ძმებმა, უცნობია.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს