ავტორი:

რუსთავის N5 სკოლაში დილიდან ხმაურია - გოგონა, რომელსაც  მასწავლებელი ბულინგში ადანაშაულებს, მშობლების მოთხოვნით, ტერიტორიიდან გაიყვანეს

რუსთავის N5 სკოლაში დილიდან ხმაურია - გოგონა, რომელსაც  მასწავლებელი ბულინგში ადანაშაულებს, მშობლების მოთხოვნით, ტერიტორიიდან გაიყვანეს

რუსთავის N5 საჯარო სკოლა ცოტა ხნის წინ დატოვა მეექვსეკლასელმა გოგონამ და მისმა მშობელმა. სკოლიდან, ის რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. თამარ ხეჩიკაშვილმა გოგონა საკუთარ მანქანაში ჩასვა და სკოლის ტერიტორიიდან გაიყვანა.

ხეჩიკაშვილი მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრი კანონით შესაბამის ზომებს მიიღებს.

სკოლასთან ამ დრომდე პროტესტის ნიშნად შეკრებილი მშობლები რჩებიან.

მოსწავლეების მშობლები იმ მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლას მოითხოვენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და ბულინგში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. პედაგოგის მტკიცებით, მოსწავლემ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"