მონიკა ბელუჩი ყოველთვის ახერხებს, გამაოგნებლად ლამაზი იყოს. მსახიობი, რომელიც 30 სექტემბერს 55 წლის გახდება, მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენებას დაესწრო. ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა თეთრ შარვალსა და შავ გამჭვირვალე პერანგში.
ჩვენებაზე მონიკა ნიკოლა ლეფევრის გარეშე იყო - მედიის მტკიცებით, 36 წლის ნიკოლა ბელუჩის საყვარელი მამაკაცია.
მსახიობმა გასულ წელს ჟურნალისტებთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ შეყვარებული იყო, თუმცა პარტნიორის ვინაობაზე არ უსაუბრია. მონიკამ განაცხადა, რომ მის რჩეულს სხვა პროფესია აქვს, თუმცა მოგზაურობა ძალიან ხშირად უწევს და ცხოვრების რიტმი ერთნაირი აქვთ.
კითხვაზე - აპირებს თუ არა დაქორწინებას კიდევ ერთხელ, ბელუჩი პასუხობს, რომ ორჯერ იყო უკვე დაქორწინებული და საჭიროა დრო ყველაფერის გასააზრებლად.
ბელუჩი 1990-1994 წლებში მოდის ფოტოგრაფზე კლაუდიო კარლოს ბასოზე იყო დაქორწინებული. 1999-დან 2015 წლამდე კი მისი მსახიობი ქმარი ვინსენ კასელი იყო.