სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ შვილი, არჩი ნობელის პრემიის ლაურეატს, არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუს გააცნეს. წყვილი აფრიკაში 10 დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 4 თვის არჩი დედას ეჭირა ხელში და ძალიან მხიარული ჩანდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ჰარისა და მეგანს კეიპტაუნში, ძველ შენობაში, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ მონებმა ააშენეს, არქიეპისკოპოსი და მისი შვილი, ტანდეკა შეხვდნენ .
დესმონდ ტუტუმ აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია, სამეფო ოჯახის სტუმრობის პატივი რომ ერგო წილად. მან სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიასთან ერთად ნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრა.
Hello! წერს, რომ რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტთან, არქიეპისკოპოსთან შეხვედრისას არჩის H&M-ის შარვალი ეცვა, რომელიც 13 ფუნტი ღირს.