სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

20 სექ­ტემ­ბერს, 13:00 სა­ათ­ზე, დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კო­მა­ნია „m2 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბამ“ სამ­შე­ნებ­ლო კო­ლეჯ „კონ­სტრუქტ2-ის“ პირ­ვე­ლი ნა­კა­დის გა­მოშ­ვე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ m2-ის, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია BK Construction-ის, ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს გა­და­ე­ცათ სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი. ასე­ვე მოხ­და მათ­თან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა. ამი­ე­რი­დან, ისი­ნი m2-ის დიდი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან და BK construction ის გა­მოც­დილ კად­რებ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლე­ბენ პრო­ფე­სი­ულ ზრდას.

„კონ­სტრუქტ2“ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, არა­მედ ზრუ­ნავს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის წამ­ყვან სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბა­ზე, რაც მათი პრო­ფე­სი­უ­ლი და­ხე­ლოვ­ნე­ბის უპი­რო­ბო გა­რან­ტი­აა. „კონ­სტრუქტ2-მა“ პირ­ვე­ლი მსმე­ნე­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე მი­ი­ღო. აქ სა­სურ­ვე­ლი სამ­შე­ნებ­ლო ხე­ლო­ბის და­უფ­ლე­ბა 18 წელ­ზე უფ­როს ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

„ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლო დღეა, რად­გან პირ­ვე­ლი ნა­კა­დის დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბას ვმას­პინ­ძლობთ. მიგ­ვაჩ­ნია, რომ სწო­რედ ეს ხე­ლოს­ნე­ბი არი­ან სამ­შე­ნებ­ლო სფე­როს მო­მა­ვა­ლი და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ რომ ჩვენს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში და­საქმდე­ბი­ან. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბი­სა და თვი­სე­ბე­ბის შე­ძე­ნა, რა­საც მშე­ნებ­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტი მო­ი­თხოვს. მათ შო­რი­საა, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა, რაც ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, „კონ­სტრუქტ2-ის“ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი შრო­მის ბა­ზარ­ზე უკონ­კუ­რენ­ტო სა­მუ­შაო ძა­ლად იქ­ცნენ და ერ­თად შე­ვი­ტა­ნოთ წვლი­ლი სამ­შე­ნებ­ლო სფე­რო­სა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, - ამ­ბობს m2-ის მმარ­თვე­ლი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი ოჯახის წევრები არიან და BK construction ის გამოცდილ კადრებთან ერთად გააგრძელებენ პროფესიულ ზრდას.

„კონსტრუქტ2“ ქვეყანაში ერთადერთი სასწავლებელია, რომელიც მშენებლობის მიმართულებით არა მხოლოდ უმაღლესი დონის განათლებას იძლევა, არამედ ზრუნავს კურსდამთავრებულების წამყვან სამშენებლო კომპანიაში დასაქმებაზე, რაც მათი პროფესიული დახელოვნების უპირობო გარანტიაა. „კონსტრუქტ2-მა“ პირველი მსმენელები მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღო. აქ სასურველი სამშენებლო ხელობის დაუფლება 18 წელზე უფროს ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, რადგან პირველი ნაკადის დასკვნით ღონისძიებას ვმასპინძლობთ. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ხელოსნები არიან სამშენებლო სფეროს მომავალი და მოხარულები ვართ რომ ჩვენს სამშენებლო კომპანიაში დასაქმდებიან. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ პროფესიული განათლებით შეიძლება იმ აუცილებელი უნარებისა და თვისებების შეძენა, რასაც მშენებლობის თანამედროვე სტანდარტი მოითხოვს. მათ შორისაა, შრომის უსაფრთხოება, რაც ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. ჩვენი მიზანია, „კონსტრუქტ2-ის“ კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ და ერთად შევიტანოთ წვლილი სამშენებლო სფეროსა და ქვეყნის განვითარებაში“, - ამბობს m2-ის მმართველი შოთა ბერეკაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი