სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნადირაძემ ტაქსიდან გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია..." - რას წერს მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირზე
"ნადირაძემ ტაქსიდან გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია..." - რას წერს მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირზე

ბლო­გე­რი მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის მისი მაზ­ლის, იო­სებ ქო­ი­ა­ვას მკვლე­ლი ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე­ცაა:

"ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მაზ­ლის, იგი­ვე ჩემი ძმის - სოსო (იო­სებ) ქო­ი­ა­ვას მკვლე­ლი - ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძეც შე­უ­წყა­ლე­ბია პრე­ზი­დენტს. 1994 წლის 19 იან­ვარს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას­თან ნა­დი­რა­ძემ ტაქ­სი­დან იმ წა­მის გად­მო­სულ სო­სოს პირ­და­პირ გულ­ში მო­არ­ტყა ტყვია და ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც უმ­ძი­მე­სად დაჭ­რა მუც­ლის არე­ში, ძლივს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ... ზუ­რაბ ცხა­კა­ი­ას სული გა­ა­ნათ­ლოს ღმერ­თმა, მან გა­დაგ­ვირ­ჩი­ნა, სოსო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე უკვე აღარ სუნ­თქავ­და...

ამ­დე­ნი წელი ინ­ტერ­პო­ლით ვე­ძებ­დით მკვლელ ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძეს, ძლივს და­ა­კა­ვეს, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, გა­ა­სა­მარ­თლეს, 11 წელი მი­უ­სა­ჯეს და აჰა, მე­ხი­ვით დაგ­ვე­ცა შე­წყა­ლე­ბა... რა ვთქვა, არც ვიცი...

ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­არ­წმუ­ნეთ ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში, უბ­რა­ლოდ ხართ უნა­მუ­სო­ე­ბი, ყვე­ლაფ­რის მკად­რებ­ლე­ბი და რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, თქვენ პრე­ზი­დენ­ტის რე­პუ­ტა­ცია ფე­ხებ­ზე გკი­დი­ათ, ან სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­უ­წყვეთ! რად­გან მთელ­მა თბი­ლის­მა იცის, რო­გორ ეს­რო­და და­მიზ­ნე­ბით და გა­მე­ტე­ბით 20-21 წლის უია­რა­ღო ბი­ჭებს 40 წლის არა­ა­და­მი­ა­ნი ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე!!! და არც გა­ბე­დოთ, რომ ნა­დი­რა­ძის თან­მხმლებ ბიჭს და­აბ­რა­ლოთ რამე, მას არა­ვის­თვის არა­ფე­რი უს­ვრია!!! ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე რომ მკვლე­ლია, ეს იყო პირ­ვე­ლი წა­მე­ბი­დან­ვე ცნო­ბი­ლი და არას­დროს არა­ვის ამა­ში ეჭვი არ შე­პარ­ვია, მით უმე­ტეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და ბევ­რი მოწ­მის თან­დას­წრე­ბით!!!

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რა ხდე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ვინ მო­ამ­ზა­და ეს საქ­მე­ე­ბი, მით უმე­ტეს ასე­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის შე­წყა­ლე­ბით, ვინ მო­გი­წყოთ ეს სა­ბო­ტა­ჟი, თუ და­ვი­ჯე­რო, თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო მათი შე­წყა­ლე­ბა?!", - წერს მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის შე­სა­ხებ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლებს:

"ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის შე­წყა­ლე­ბა „მთა­ვარ არხს“ ნა­დი­რა­ძის შვილ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში და­უ­დას­ტუ­რა. ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის მიერ მოკ­ლუ­ლი იო­სებ ქო­ი­ა­ვას ოჯა­ხი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და მო­ეხ­დი­ნა მის მრჩე­ველ­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას.

"იმე­დი­ნი­უ­სი" ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­ე­ცა­და, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით იძებ­ნე­ბო­და. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1994 წელს თბი­ლის­ში ჩხუ­ბი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, რო­მელ­თა­გან ერ­თიც, გი­ორ­გი ქო­ი­ა­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე მა­შინ ამ­ტკი­ცებ­და, რომ მას არ ჩა­უ­დე­ნია მკვლე­ლო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნიდ­ნენ, რო­გორც ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს. ნა­დი­რა­ძე თავს ჩე­ხეთ­ში აფა­რებ­და, რო­მე­ლიც მის ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­და უარს. თუმ­ცა 2017 წელს, ჩე­ხე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ნა­დი­რა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­სი ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ნა­დი­რა­ძეს 11 წლით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლია. სა­უ­ბა­რია ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე­ზე, რო­მე­ლიც 1994 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბი­სას გი­ორ­გი ქო­ი­ა­ვას მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ის თავს ჩე­ხეთს აფა­რებ­და. 2017 წელს ჩე­ხე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

რა­დიო „თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე ამ­ტკი­ცებ­და, რომ არ ჩა­უ­დე­ნია მკვლე­ლო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით დევ­ნას გა­ნიც­დის, რო­გორც ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. ის ჩე­ხეთ­ში პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ითხოვ­და. ამას­თან, ნა­დი­რა­ძის შვილ­მა „მთა­ვარ არხს“ და­უ­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძეს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 28 აგ­ვის­ტოს 35 პირი შე­ი­წყა­ლა, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ 2014 წელს პო­ლი­ცი­ელ თა­რაშ მუ­კბა­ნი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის და 2004 წელს და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

პრე­ზი­დენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კეს რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის, ისე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­მა. ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მო­უ­წო­და პრე­ზი­დენტს, და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მო­მე­ტე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­სა და არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ნადირაძემ ტაქსიდან გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია..." - რას წერს მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირზე

"ნადირაძემ ტაქსიდან გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია..." - რას წერს მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირზე

ბლოგერი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალებულთა შორის მისი მაზლის, იოსებ ქოიავას მკვლელი ზურაბ ნადირაძეცაა:

"ჩემი უსაყვარლესი მაზლის, იგივე ჩემი ძმის - სოსო (იოსებ) ქოიავას მკვლელი - ზურაბ ნადირაძეც შეუწყალებია პრეზიდენტს. 1994 წლის 19 იანვარს სამხატვრო აკადემიასთან ნადირაძემ ტაქსიდან იმ წამის გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია და ჩემი უახლოესი ადამიანებიც უმძიმესად დაჭრა მუცლის არეში, ძლივს გადავარჩინეთ... ზურაბ ცხაკაიას სული გაანათლოს ღმერთმა, მან გადაგვირჩინა, სოსო საავადმყოფოში მიყვანამდე უკვე აღარ სუნთქავდა...

ამდენი წელი ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ზურაბ ნადირაძეს, ძლივს დააკავეს, ჩამოიყვანეს, გაასამართლეს, 11 წელი მიუსაჯეს და აჰა, მეხივით დაგვეცა შეწყალება... რა ვთქვა, არც ვიცი...

ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილი დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები, ყველაფრის მკადრებლები და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ პრეზიდენტის რეპუტაცია ფეხებზე გკიდიათ, ან სპეციალურად მოუწყვეთ! რადგან მთელმა თბილისმა იცის, როგორ ესროდა დამიზნებით და გამეტებით 20-21 წლის უიარაღო ბიჭებს 40 წლის არაადამიანი ზურაბ ნადირაძე!!! და არც გაბედოთ, რომ ნადირაძის თანმხმლებ ბიჭს დააბრალოთ რამე, მას არავისთვის არაფერი უსვრია!!! ზურაბ ნადირაძე რომ მკვლელია, ეს იყო პირველი წამებიდანვე ცნობილი და არასდროს არავის ამაში ეჭვი არ შეპარვია, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბევრი მოწმის თანდასწრებით!!!

სალომე ზურაბიშვილი, რა ხდება ადმინისტრაციაში, ვინ მოამზადა ეს საქმეები, მით უმეტეს ასეთი გახმაურებული დამნაშავეების შეწყალებით, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი, თუ დავიჯერო, თქვენი ინიციატივა იყო მათი შეწყალება?!", - წერს მანჩო გიორგობიანი და "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ზურაბ ნადირაძის შესახებ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ავრცელებს:

"ზურაბ ნადირაძის შეწყალება „მთავარ არხს“ ნადირაძის შვილმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. ზურაბ ნადირაძის მიერ მოკლული იოსებ ქოიავას ოჯახი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას.

"იმედინიუსი" ზურაბ ნადირაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეეცადა, თუმცა ადმინისტრაციაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ზურაბ ნადირაძე 23 წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 1994 წელს თბილისში ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთიც, გიორგი ქოიავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ მას არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკურად დევნიდნენ, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს. ნადირაძე თავს ჩეხეთში აფარებდა, რომელიც მის ექსტრადიციაზე წლების განმავლობაში ამბობდა უარს. თუმცა 2017 წელს, ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა ნადირაძის საქართველოსი ექსტრადირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ნადირაძეს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი".

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. საუბარია ზურაბ ნადირაძეზე, რომელიც 1994 წელს თბილისში მომხდარი ჩხუბისას გიორგი ქოიავას მკვლელობაშია ბრალდებული. ის თავს ჩეხეთს აფარებდა. 2017 წელს ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრომ მისი საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ის ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამასთან, ნადირაძის შვილმა „მთავარ არხს“ დაუდასტურა ინფორმაცია შეწყალების შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს