სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე და სიმღერა ერთად დავიბადეთ" - ლელა წურწუმია 50 წლის იუბილეს გრანდიოზული სოლო-კონცერტით აღნიშნავს
"მე და სიმღერა ერთად დავიბადეთ" - ლელა წურწუმია 50 წლის იუბილეს გრანდიოზული სოლო-კონცერტით აღნიშნავს

"წა­მიყ­ვა­ნე სიყ­ვა­რულ­თან" - ასე ქვია ლელა წურ­წუ­მი­ას ახალ სიმ­ღე­რას, რო­მელ­ზეც გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი მომ­ღე­რალ­მა 13 სექ­ტემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა მე­დი­ას. კლი­პის რე­ჟი­სო­რი ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლია, სიმ­ღე­რა ლი­ლი­კო ნემ­სა­ძეს ეკუთ­ვნის, ლექ­სი - ირი­ნა სა­ნი­კი­ძეს.

4 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე გრან­დი­ო­ზუ­ლი, სა­ი­უ­ბი­ლეო სოლო კონ­ცერ­ტით წარ­სდგე­ბა. სწო­რედ ახალ კლიპ­სა და სოლო კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც ლელა წურ­წუ­მი­ას 50 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა, AMBEBI.GE მომ­ღე­რალს ესა­უბ­რა:

"ბევ­რი წე­ლია, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, კლი­პი არ გა­და­მი­ღია, ეტყო­ბა, ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, ან შე­იძ­ლე­ბა არც იყო ამის დრო და სი­ტუ­ა­ცია... პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ და ბევ­რი რამ ერ­თმა­ნეთ­ზეა მიბ­მუ­ლი... მაგ­რამ მგო­ნია, რომ სწო­რედ ახლა დად­გა ეს პე­რი­ო­დი, რო­დე­საც კლი­პი მარ­თლაც სა­ჭი­როა, უნდა გა­და­მე­ღო... ამ ვი­დე­ოს ჩემი სოლო კონ­ცერ­ტი მოჰ­ყვე­ბა 4 ოქ­ტომ­ბერს სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში.

მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გრან­დი­ო­ზუ­ლი პროგ­რა­მით წარვდგე­ბი. ეს კლი­პი კი მა­ყუ­რე­ბელს წი­ნა­სა­კონ­ცერ­ტო გან­წყო­ბას შე­უქ­მნის...

"წა­მიყ­ვა­ნე სიყ­ვა­რულ­თან" სევ­დი­ა­ნია, კლი­პი - შავ-თეთ­რი, სადა, მაგ­რამ ამ სი­სა­და­ვე­შია სწო­რედ მისი ხიბ­ლიც. მას­ზე ძა­ლი­ან კარ­გმა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ­მა გუნ­დმა იმუ­შა­ვა. არან­ჟი­რე­ბა ჯგუფ „ნონ­სტოპს“ ეკუთ­ვნის, რო­ი­ა­ლის პარ­ტი­ას პა­პუ­ნა შა­რი­ქა­ძე უკ­რავს. კლიპს შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­ჟი­სო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, ტექ­სტის ავ­ტო­რი, ოპე­რა­ტო­რი ბუდა ჰყავს...

გა­და­ღე­ბე­ბი რომ და­ვი­წყეთ, ამინდმაც ხელი შე­მი­წყო. ზუს­ტად ის ამინ­დი იყო, რაც მჭირ­დე­ბო­და და რაც კლი­პის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

კლიპ­ში ის­მის სიმ­ღე­რა, მაგ­რამ კად­რებ­ში არ­ტი­კუ­ლა­ცი­ის გა­რე­შე ვჩან­ვარ. მინ­და, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გად მი­ი­ღოს...

- რაც შე­ე­ხე­ბა სოლო კონ­ცერტს, რომ­ლი­თაც მალე წარ­სდგე­ბით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, რა ემო­ცი­ე­ბით ხვდე­ბით?

- 50 წლის გავ­ხდი და ეს სა­ი­უ­ბი­ლეო სოლო-კონ­ცერ­ტი სწო­რედ ამ თა­რიღს ეძღვნე­ბა. მა­ნამ­დე სამი დიდი სოლო კონ­ცერ­ტი ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მაქვს გა­მარ­თუ­ლი. ახლა მე­ო­თხე კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა, ოღონდ, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, რად­გა­ნაც ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი ბევრ მა­ყუ­რე­ბელს ვერ იტევს და შე­სა­ბა­მი­სად ფა­სიც მა­ღა­ლია, ფორ­მა­ტიც სხვა არის. სპორ­ტის სა­სახ­ლე კი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ბი­ლეთს და­ბა­ლი ფასი და­ა­დო და ის მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ვი­დეს, რო­მელ­საც არ აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დიდი თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს.

კონ­ცერ­ტის ფორ­მა­ტიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რია ელექტრო­ნუ­ლი, კლუ­ბუ­რი მუ­სი­კა. შე­სა­ბა­მი­სად კონ­ცერ­ტის რა­ღაც ნა­წი­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის­კენ წა­ვიყ­ვა­ნე - სცე­ნა­ზე დი­ჯე­ის­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. იქ­ნე­ბა ცეკ­ვე­ბი... კონ­ცერ­ტის რე­ჟი­სო­რი დათო დო­ი­აშ­ვი­ლია. ასე რომ, მა­ყუ­რე­ბელს კარგ, ხა­რის­ხი­ან კონ­ცერტს შევ­თა­ვა­ზებ.

- გან­ვლილ 50 წელს თუ თვალს გა­და­ვავ­ლებთ, რისი თქმა შე­იძ­ლე­ბა?

- ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რის - სიმ­ღე­რა პა­ტა­რო­ბი­დან­ვე და­ვი­წყე, 5 წლი­დან პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში ვო­კა­ლურ ჯგუფ­ში მი­მიყ­ვა­ნეს. მალე სო­ლის­ტი გავ­ხდი. სა­სახ­ლის "სარ­კე­ე­ბი­ან დარ­ბაზ­ში“, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სცე­ნა­ზე, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, თუკი რამე კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და, ყველ­გან სო­ლოს ვმღე­რო­დი ან დუ­ეტს. ასე რომ, ბავ­შვო­ბი­დან­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დიდ სცე­ნას ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი.

მთე­ლი სკო­ლის პე­რი­ო­დი პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში გა­ვა­ტა­რე. მერე სა­ესტრა­დო სას­წავ­ლე­ბე­ლი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­ატ­რა­ლუ­რი ისნსტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი, ას­პი­რან­ტუ­რა და სიმ­ღე­რის­თვის თავი არას­დროს გა­მი­ნე­ბე­ბია. სულ, 45 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმღე­რო­დი და ვმღე­რი.

ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი ნა­წი­ლი - მე და სიმ­ღე­რა ერ­თად და­ვი­ბა­დეთ... 50 წელი ხან ბევ­რია და ხან -ცოტა... პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ვამ­ბობ­დი: ღმერ­თო, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­დენ ხანს რო­გორ ცო­ცხლო­ბენ-მეთ­ქი, თურ­მე არა­ფე­რიც არ ყო­ფი­ლა და ყვე­ლა­ფე­რი წინ არის...

- რო­გო­რია სურ­ვი­ლე­ბი სა­მო­მავ­ლოდ?

- კი­დევ დიდ­ხანს მინ­და, რომ სცე­ნა­ზე ვიდ­გე. ვიყო ჯან­მრთე­ლად და ყვე­ლა, ვინც მიყ­ვარს, კარ­გად მყავ­დეს. გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი და არა პო­პუ­ლის­ტუ­რად - მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა წავ­სუ­ლი­ყა­ვი სხვა ქვე­ყა­ნა­ში და წარ­მა­ტე­ბას იქაც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ­დი, მაგ­რამ არ წა­ვე­დი, წარ­მა­ტე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მი­ხა­რია!

აქ დარ­ჩე­ნას ერთი წა­მი­თაც არ ვნა­ნობ. მე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მინ­და, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიყო. ყვე­ლა­ზე პრე­ტენ­ზი­უ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი აქ არის. ყვე­ლა­ზე მე­ტად აქ უყ­ვარ­ხარ ადა­მი­ა­ნებს და ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­იძ­ლე­ბა აქ სძულ­დე... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ და მინ­და, მინ­და, ჩემი ქვე­ყა­ნა იყოს წელ­ში გა­მარ­თუ­ლი, მხნე და ძლი­ე­რი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მე და სიმღერა ერთად დავიბადეთ" - ლელა წურწუმია 50 წლის იუბილეს გრანდიოზული სოლო-კონცერტით აღნიშნავს

"მე და სიმღერა ერთად დავიბადეთ" - ლელა წურწუმია 50 წლის იუბილეს გრანდიოზული სოლო-კონცერტით აღნიშნავს

"წამიყვანე სიყვარულთან" - ასე ქვია ლელა წურწუმიას ახალ სიმღერას, რომელზეც გადაღებული კლიპი მომღერალმა 13 სექტემბერს წარუდგინა მედიას. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, სიმღერა ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ლექსი - ირინა სანიკიძეს.

4 ოქტომბერს ქართული ესტრადის ვარსკვლავი მსმენელის წინაშე გრანდიოზული, საიუბილეო სოლო კონცერტით წარსდგება. სწორედ ახალ კლიპსა და სოლო კონცერტზე, რომელიც ლელა წურწუმიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება, AMBEBI.GE მომღერალს ესაუბრა:

"ბევრი წელია, გარკვეული მიზეზების გამო, კლიპი არ გადამიღია, ეტყობა, ძალიან არ მინდოდა, ან შეიძლება არც იყო ამის დრო და სიტუაცია... პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი რამ ერთმანეთზეა მიბმული... მაგრამ მგონია, რომ სწორედ ახლა დადგა ეს პერიოდი, როდესაც კლიპი მართლაც საჭიროა, უნდა გადამეღო... ამ ვიდეოს ჩემი სოლო კონცერტი მოჰყვება 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში.

მაყურებლის წინაშე გრანდიოზული პროგრამით წარვდგები. ეს კლიპი კი მაყურებელს წინასაკონცერტო განწყობას შეუქმნის...

"წამიყვანე სიყვარულთან" სევდიანია, კლიპი - შავ-თეთრი, სადა, მაგრამ ამ სისადავეშია სწორედ მისი ხიბლიც. მასზე ძალიან კარგმა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა იმუშავა. არანჟირება ჯგუფ „ნონსტოპს“ ეკუთვნის, როიალის პარტიას პაპუნა შარიქაძე უკრავს. კლიპს შესანიშნავი რეჟისორი, კომპოზიტორი, ტექსტის ავტორი, ოპერატორი ბუდა ჰყავს...

გადაღებები რომ დავიწყეთ, ამინდმაც ხელი შემიწყო. ზუსტად ის ამინდი იყო, რაც მჭირდებოდა და რაც კლიპისთვისაც აუცილებელი იყო.

კლიპში ისმის სიმღერა, მაგრამ კადრებში არტიკულაციის გარეშე ვჩანვარ. მინდა, რომ მაყურებელმა ნამუშევარი კარგად მიიღოს...

- რაც შეეხება სოლო კონცერტს, რომლითაც მალე წარსდგებით მაყურებლის წინაშე, რა ემოციებით ხვდებით?

- 50 წლის გავხდი და ეს საიუბილეო სოლო-კონცერტი სწორედ ამ თარიღს ეძღვნება. მანამდე სამი დიდი სოლო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მაქვს გამართული. ახლა მეოთხე კონცერტი იქნება, ოღონდ, სპორტის სასახლეში, რადგანაც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ბევრ მაყურებელს ვერ იტევს და შესაბამისად ფასიც მაღალია, ფორმატიც სხვა არის. სპორტის სასახლე კი იმის საშუალებას იძლევა, რომ ბილეთს დაბალი ფასი დაადო და ის მაყურებელი მოვიდეს, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ დიდი თანხა გადაიხადოს.

კონცერტის ფორმატიც განსხვავებულია. მოგეხსენებათ, როგორი აქტუალურია ელექტრონული, კლუბური მუსიკა. შესაბამისად კონცერტის რაღაც ნაწილი ამ მიმართულებისკენ წავიყვანე - სცენაზე დიჯეისთან ერთად ვმუშაობ. იქნება ცეკვები... კონცერტის რეჟისორი დათო დოიაშვილია. ასე რომ, მაყურებელს კარგ, ხარისხიან კონცერტს შევთავაზებ.

- განვლილ 50 წელს თუ თვალს გადავავლებთ, რისი თქმა შეიძლება?

- ალბათ ძალიან ბევრის - სიმღერა პატარობიდანვე დავიწყე, 5 წლიდან პიონერთა სასახლეში ვოკალურ ჯგუფში მიმიყვანეს. მალე სოლისტი გავხდი. სასახლის "სარკეებიან დარბაზში“, კონსერვატორიის სცენაზე, ფილარმონიაში, თუკი რამე კონცერტი ტარდებოდა, ყველგან სოლოს ვმღეროდი ან დუეტს. ასე რომ, ბავშვობიდანვე პროფესიონალურ დიდ სცენას ვიყავი მიჩვეული.

მთელი სკოლის პერიოდი პიონერთა სასახლეში გავატარე. მერე საესტრადო სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე, მოგვიანებით თეატრალური ისნსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ასპირანტურა და სიმღერისთვის თავი არასდროს გამინებებია. სულ, 45 წლის განმავლობაში ვმღეროდი და ვმღერი.

ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ნაწილი - მე და სიმღერა ერთად დავიბადეთ... 50 წელი ხან ბევრია და ხან -ცოტა... პატარა რომ ვიყავი, ვამბობდი: ღმერთო, ადამიანები ამდენ ხანს როგორ ცოცხლობენ-მეთქი, თურმე არაფერიც არ ყოფილა და ყველაფერი წინ არის...

- როგორია სურვილები სამომავლოდ?

- კიდევ დიდხანს მინდა, რომ სცენაზე ვიდგე. ვიყო ჯანმრთელად და ყველა, ვინც მიყვარს, კარგად მყავდეს. გულწრფელად ვიტყვი და არა პოპულისტურად - მქონდა შემოთავაზება წავსულიყავი სხვა ქვეყანაში და წარმატებას იქაც აუცილებლად მივაღწევდი, მაგრამ არ წავედი, წარმატება ჩემს ქვეყანაში მიხარია!

აქ დარჩენას ერთი წამითაც არ ვნანობ. მე ჩემს ქვეყანაში მინდა, რომ წარმატებული ვიყო. ყველაზე პრეტენზიული მაყურებელი აქ არის. ყველაზე მეტად აქ უყვარხარ ადამიანებს და ყველაზე მეტად შეიძლება აქ სძულდე... ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ და მინდა, მინდა, ჩემი ქვეყანა იყოს წელში გამართული, მხნე და ძლიერი.

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"