სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მერიდებოდა თქმა... ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს" - ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს
"მერიდებოდა თქმა... ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს" - ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. მომ­ღერ­ლის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, მას კი მკურ­ნა­ლო­ბის ფი­ნან­სე­ბი არ აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, დახ­მა­რე­ბის­თვის მე­გობ­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას აა­ნონ­სებს:

"დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე, მე­რი­დე­ბო­და თქმა, მაგ­რამ ჯობს ვთქვა... მე­გობ­რე­ბო, ვა­კე­თებ სე­რი­ო­ზულ გან­ცხა­დე­ბას. ჯან­მრთე­ლო­ბამ ძა­ლი­ან შე­მო­მი­ტია, ისევ და­მე­წყო ხუთ­ვა, არ მშვე­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "სალ­ბუ­ტა­მო­ლი", მხო­ლოდ "სიმ­ბი­კორ­ტი" მიხ­სნის ამ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რია და ვერ ვა­ხერ­ხებ, რომ ეს წა­მა­ლი სულ მქონ­დეს და ვი­სუნ­თქო.

ღმერ­თმა აცხო­ნოს, მე­რაბ კი­ლა­ძემ გა­მი­კე­თა ოპე­რა­ცია და შემ­დეგ ალერ­გო­ლოგ­თან მი­მიყ­ვა­ნა, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მელ­საც ერთი წელი ვი­ღებ­დი, რად­გან ვერ ვსუნ­თქავ­დი, შე­მიც­ვა­ლეს "სიმ­ბი­კორ­ტით", ისიც მთე­ლი რიგი ტეს­ტე­ბი გა­მი­კე­თეს, რომ რა­ი­მეს ალერ­გია არ მო­ე­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს აღარ ჰყავს მე­რაბ კი­ლა­ძე და მე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩე­მი­ა­ნი ექი­მი, რომ­ლი­საც მჯე­რო­და და ზუს­ტად იცო­და თა­ვი­სი საქ­მე...

ამ ეტაპ­ზე, ძა­ლი­ან, მარ­თლაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, არა მარ­ტო წამ­ლე­ბის შე­ძე­ნა, არა­მედ, MRT-ს გა­კე­თე­ბაც რაც უნდა ვა­კონ­ტრო­ლო 6 თვე­ში ერთხელ, მაგ­რამ ამის ფი­ნან­სე­ბი არ მრჩე­ბა

ასე­ვე სა­ყი­დე­ლი მაქვს მი­ე­ლი­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა მი­ვი­ღო და ბი­ო­ტი­ნი, რომ ვი­ა­რო. მე მჭირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა, ბევ­რი საქ­მე მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ბევ­რი პრო­ექ­ტი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბი და­სა­ცა­ვი და ოჯა­ხი მო­სავ­ლე­ლი, ამას ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ნა­ქი­რა­ვებ­ში ფუ­ლის ყრა... ძა­ლი­ან, უკი­დე­გა­ნოდ დამ­ჭირ­და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, რად­გან მინ­და, ძა­ლი­ან მინ­და ვიყო კარ­გად!

მე ფონ­დიც შევ­ქმე­ნი გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი­ა­ნე­ბის­თვის და ვიცი რა ხა­ზით ვა­მუ­შაო, მაგ­რამ არ მყოფ­ნის ძალა და არც ფი­ნან­სე­ბი, რომ სხვებს მი­ვეხ­მა­რო, ან კი რო­გორ, როცა თა­ვის­თვის ვერ მი­მი­ხე­დავს.

გა­დავ­წყვი­ტე, ჩა­ვა­ტა­რო საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო, სხვა გზას ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავ. შე­გა­ტყო­ბი­ნებთ სად... იმე­დია გვერ­დში და­მიდ­გე­ბით, ერთხელ თქვე­ნით გა­დავ­რჩი, ახ­ლაც თქვე­ნი იმე­დი მაქვს ღმერ­თის წყა­ლო­ბით... ამი­სათ­ვის დამ­ჭირ­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი და რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზია, აპა­რა­ტუ­რა და ცოტა რეკ­ლა­მა, რომ გა­ი­გოს ხალ­ხმა სად და რო­დის ჩა­ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტი სა­დაც, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ისევ ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი კო­ლე­გე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

გთხოვთ შე­მეხ­მი­ა­ნეთ, ვინ რო­გორ და­მიდ­გე­ბა გვერ­დში..." - წერს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი და სა­ბან­კო ან­გა­რი­შის ნო­მერ­საც აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

TBC ბან­კი: GE95TB7003145161100004

პი­რა­დი ნო­მე­რი: 01030004431

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მერიდებოდა თქმა... ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს" - ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

"მერიდებოდა თქმა... ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს" - ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მომღერლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია, მას კი მკურნალობის ფინანსები არ აქვს. შესაბამისად, დახმარებისთვის მეგობრებს და საზოგადოებას მიმართავს და საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას აანონსებს:

"დიდხანს ვიფიქრე, მერიდებოდა თქმა, მაგრამ ჯობს ვთქვა... მეგობრებო, ვაკეთებ სერიოზულ განცხადებას. ჯანმრთელობამ ძალიან შემომიტია, ისევ დამეწყო ხუთვა, არ მშველის ჩვეულებრივი "სალბუტამოლი", მხოლოდ "სიმბიკორტი" მიხსნის ამ საშინელებას, რაც საკმაოდ ძვირია და ვერ ვახერხებ, რომ ეს წამალი სულ მქონდეს და ვისუნთქო.

ღმერთმა აცხონოს, მერაბ კილაძემ გამიკეთა ოპერაცია და შემდეგ ალერგოლოგთან მიმიყვანა, დექსამეტაზონი, რომელსაც ერთი წელი ვიღებდი, რადგან ვერ ვსუნთქავდი, შემიცვალეს "სიმბიკორტით", ისიც მთელი რიგი ტესტები გამიკეთეს, რომ რაიმეს ალერგია არ მოეცა. სამწუხაროდ, საქართველოს აღარ ჰყავს მერაბ კილაძე და მე, აბსოლუტურად ჩემიანი ექიმი, რომლისაც მჯეროდა და ზუსტად იცოდა თავისი საქმე...

ამ ეტაპზე, ძალიან, მართლაც ძალიან გამიჭირდა, არა მარტო წამლების შეძენა, არამედ, MRT-ს გაკეთებაც რაც უნდა ვაკონტროლო 6 თვეში ერთხელ, მაგრამ ამის ფინანსები არ მრჩება

ასევე საყიდელი მაქვს მიელინი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მივიღო და ბიოტინი, რომ ვიარო. მე მჭირდება ჯანმრთელობა, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ბევრი პროექტი განსახორციელებელი, საკუთარი სიმღერები დასაცავი და ოჯახი მოსავლელი, ამას ყველაფერს ემატება ნაქირავებში ფულის ყრა... ძალიან, უკიდეგანოდ დამჭირდა თქვენი დახმარება, რადგან მინდა, ძალიან მინდა ვიყო კარგად!

მე ფონდიც შევქმენი გაფანტული სკლეროზიანებისთვის და ვიცი რა ხაზით ვამუშაო, მაგრამ არ მყოფნის ძალა და არც ფინანსები, რომ სხვებს მივეხმარო, ან კი როგორ, როცა თავისთვის ვერ მიმიხედავს.

გადავწყვიტე, ჩავატარო საქველმოქმედო საღამო, სხვა გზას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. შეგატყობინებთ სად... იმედია გვერდში დამიდგებით, ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს ღმერთის წყალობით... ამისათვის დამჭირდება რუსთაველის თეატრი და რომელიმე ტელევიზია, აპარატურა და ცოტა რეკლამა, რომ გაიგოს ხალხმა სად და როდის ჩატარდება კონცერტი სადაც, მონაწილეობას ისევ ჩემი უსაყვარლესი კოლეგები მიიღებენ.

გთხოვთ შემეხმიანეთ, ვინ როგორ დამიდგება გვერდში..." - წერს ეკა კვალიაშვილი და საბანკო ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს, რომელზეც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

TBC ბანკი: GE95TB7003145161100004

პირადი ნომერი: 01030004431

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი