სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ოჯახში ძიძად ვმუშაობდი, 4 წლის ბავშვს ვუვლიდი, ჭურჭლის მრეცხავიც ვიყავი და ოფიციანტიც" - სოფო კილაძის რთული გზა წარმატებისკენ
"ოჯახში ძიძად ვმუშაობდი, 4 წლის ბავშვს ვუვლიდი, ჭურჭლის მრეცხავიც ვიყავი და ოფიციანტიც" - სოფო კილაძის რთული გზა წარმატებისკენ

ჩვენს დღე­ვან­დელ რეს­პონ­დენტს დიდი წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა. სოფო კი­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეა, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და მისი სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბა ყვე­ლას­თვის თვალ­სა­ჩი­ნოა. თუმ­ცა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ახალ­გაზ­რდა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბის გზა, რო­მელ­მაც გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ზღვარ­გა­რეთ ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა და კა­რი­ე­რაც აი­წყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. 24 წლის ასაკ­ში უკვე ჰა­ი­დელ­ბერ­გის მაქს-პლან­კის სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. 28 წლის ასაკ­ში შს სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო, 30 წლის კი შს აკა­დე­მი­ის პრო­რექ­ტო­რი, 2011 წლი­დან კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს, არის არა­ერ­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი. რა პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და­ეხ­მა­რა წარ­მა­ტე­ბა­ში, რას უფა­სებს მშობ­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად და რო­გო­რია სი­ნამ­დვი­ლე­ში პარ­ლა­მენ­ტარ სოფო კი­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა - ამის შე­სა­ხებ ის თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი გე­კა­ვათ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უკვე ბევ­რი რამ მო­ას­წა­რით. ბავ­შვო­ბი­დან­ვე მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყა­ვით?

- დიახ, ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვი­ყა­ვი. ამა­ში ალ­ბათ ზო­დი­ა­ქოც მი­წყობს ხელს, თხის რქა ვარ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მეს­წავ­ლა, მეტი წიგ­ნი წა­მე­კი­თხა. სკო­ლა­ში ყვე­ლა სა­განსკარ­გად ვსწავ­ლობ­დი. ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ნამ­დვი­ლად მინ­დო­და და მომ­წონ­და კარ­გად სწავ­ლა, ცოდ­ნის მი­ღე­ბა. გერ­მა­ნი­ა­ში პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად წა­ვე­დი, მაგ­რამ ასე­ვე მინ­დო­და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი მო­მე­სინ­ჯა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქუ­თა­ი­სუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლა­ვართ და აქ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მიღ­წე­ვა.

- მშობ­ლე­ბი რამ­დე­ნად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი თქვენს გა­ნათ­ლე­ბა­ში?

- მგო­ნია, რომ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რამ მომ­ცეს - მიდ­გო­მა, რა­ზეც შემ­დეგ უნდა და­ა­შე­ნო შენი მო­მა­ვა­ლი. ჩემი მშობ­ლე­ბი არ იყ­ვნენ არას­დროს მკაც­რე­ბი, ისი­ნი უბ­რა­ლოდ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­დნენ და ხელს მი­წყობ­დნენ. და­ნარ­ჩენს თა­ვად ვა­კე­თებ­დი. ჩემს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის იცოდ­ნენ წიგ­ნი­სა და წე­სი­ე­რე­ბის ფასი. ამ ორმა რა­ღა­ცამ დიდი ბიძ­გი და მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში. მგო­ნია, რომ ჩემს მშობ­ლებს სწო­რი მიდ­გო­მა ჰქონ­დათ და იმა­ვეს ვცდი­ლობ გა­ვა­კე­თო ჩემს შვილ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც.

- სკო­ლა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი გქონ­დათ, როცა გერ­მა­ნი­ა­ში წახ­ვე­დით. ასეთ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში არ გა­გი­ჭირ­დათ უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო­ო­ბა?

- ნამ­დვი­ლად არ იყო ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა. თა­ვი­დან ძი­ძად წა­ვე­დი, რად­გან გერ­მა­ნუ­ლი არ ვი­ცო­დი. მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად ვსა­უბ­რობ­დი. ერთი წე­ლი­წა­დი ოჯახ­ში ვი­მუ­შა­ვე. 4 წლის ბავ­შვს ვუვ­ლი­დი და ამ ოჯახ­თან დღემ­დე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. რომ ამ­ბო­ბენ, გერ­მა­ნე­ლე­ბი ცივი ხალ­ხი­აო, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით მოხ­და. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ვმუ­შა­ობ­დი, გვერ­დით და­მიდ­გნენ და ყვე­ლა­ფერ­ში და­მეხ­მარ­ნენ. ერთ წელ­ში იმ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხე, რომ ენაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლე. სხვა­თა შო­რის, თა­ვად ვის­წავ­ლე, და­მო­უ­კი­დებ­ლად ისე­ვე, რო­გორც მა­ნამ­დე ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი. დღე ვმუ­შა­ობ­დი და ღამე ვსწავ­ლობ­დი, შა­ბათ-კვი­რა­საც სწავ­ლის­თვის ვი­ყე­ნებ­დი. ერთ წე­ლი­წად­ში ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. ამის მერე უფრო რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყო. ენა ახა­ლი ნას­წავ­ლი მქონ­და, გერ­მა­ნუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი ენის გა­გე­ბა კი გერ­მა­ნე­ლებ­საც უჭირთ, არა­თუ უცხო­ე­ლებს. ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ იჭ­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო გა­მოც­დებ­ზე უფ­როს­კურ­სე­ლე­ბის 30-40 პრო­ცენ­ტი და ამით სრულ­დე­ბო­და მათი კა­რი­ე­რა. ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამის ყუ­რე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რა იუ­რი­დი­უ­ლი კა­რი­ე­რის და­სას­რუ­ლია, მე­ო­რე შან­სი აღარ გექ­ნე­ბა, დიდი რის­კია, რომ ან და­ამ­თავ­რებ, ან ვერა და სტუ­დენ­ტო­ბის რთულ წლებს წყალ­ში გა­დაყ­რი. თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით შევ­ძე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ოჯახში ძიძად ვმუშაობდი, 4 წლის ბავშვს ვუვლიდი, ჭურჭლის მრეცხავიც ვიყავი და ოფიციანტიც" - სოფო კილაძის რთული გზა წარმატებისკენ

"ოჯახში ძიძად ვმუშაობდი, 4 წლის ბავშვს ვუვლიდი, ჭურჭლის მრეცხავიც ვიყავი და ოფიციანტიც" - სოფო კილაძის რთული გზა წარმატებისკენ

ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს დიდი წარდგენა არ სჭირდება. სოფო კილაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, ძალიან აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი საჯარო საქმიანობა ყველასთვის თვალსაჩინოა. თუმცა ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდა, წარმატებული ქალის ცხოვრების გზა, რომელმაც განათლების მისაღებად საზღვარგარეთ ძალიან რთული გზა გაიარა და კარიერაც აიწყო. ამის მიუხედავად, ყველაფერი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა. 24 წლის ასაკში უკვე ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე მუშაობდა. 28 წლის ასაკში შს სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო, 30 წლის კი შს აკადემიის პრორექტორი, 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს, არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი. რა პიროვნული თვისებები დაეხმარა წარმატებაში, რას უფასებს მშობლებს ყველაზე მეტად და როგორია სინამდვილეში პარლამენტარ სოფო კილაძის ცხოვრება - ამის შესახებ ის თავად გვესაუბრება.

- საკმაოდ ადრეულ ასაკში საპასუხისმგებლო თანამდებობები გეკავათ. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ბევრი რამ მოასწარით. ბავშვობიდანვე მიზანდასახული იყავით?

- დიახ, ბავშვობიდანვე ძალიან მიზანდასახული ვიყავი. ამაში ალბათ ზოდიაქოც მიწყობს ხელს, თხის რქა ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა, მეტი წიგნი წამეკითხა. სკოლაში ყველა საგანსკარგად ვსწავლობდი. ტექნიკური საგნებიც ძალიან მიყვარდა. ნამდვილად მინდოდა და მომწონდა კარგად სწავლა, ცოდნის მიღება. გერმანიაში პირველ რიგში სწორედ კარგი განათლების მისაღებად წავედი, მაგრამ ასევე მინდოდა საკუთარი ძალები მომესინჯა. ჩვეულებრივი ქუთაისური ოჯახიდან გახლავართ და აქ გამიჭირდებოდა დამოუკიდებლობის მიღწევა.

- მშობლები რამდენად იყვნენ ჩართულნი თქვენს განათლებაში?

- მგონია, რომ ჩემმა მშობლებმა ყველაზე მთავარი რამ მომცეს - მიდგომა, რაზეც შემდეგ უნდა დააშენო შენი მომავალი. ჩემი მშობლები არ იყვნენ არასდროს მკაცრები, ისინი უბრალოდ მოტივაციას მაძლევდნენ და ხელს მიწყობდნენ. დანარჩენს თავად ვაკეთებდი. ჩემს ოჯახში ყოველთვის იცოდნენ წიგნისა და წესიერების ფასი. ამ ორმა რაღაცამ დიდი ბიძგი და მოტივაცია მომცა ცხოვრებაში. მგონია, რომ ჩემს მშობლებს სწორი მიდგომა ჰქონდათ და იმავეს ვცდილობ გავაკეთო ჩემს შვილთან მიმართებაშიც.

- სკოლა ახალი დამთავრებული გქონდათ, როცა გერმანიაში წახვედით. ასეთ ახალგაზრდა ასაკში არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში მარტოობა?

- ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა. თავიდან ძიძად წავედი, რადგან გერმანული არ ვიცოდი. მხოლოდ ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობდი. ერთი წელიწადი ოჯახში ვიმუშავე. 4 წლის ბავშვს ვუვლიდი და ამ ოჯახთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. რომ ამბობენ, გერმანელები ცივი ხალხიაო, ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ის ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობდი, გვერდით დამიდგნენ და ყველაფერში დამეხმარნენ. ერთ წელში იმდენი მოვახერხე, რომ ენაც საფუძვლიანად შევისწავლე. სხვათა შორის, თავად ვისწავლე, დამოუკიდებლად ისევე, როგორც მანამდე ინგლისური და რუსული. დღე ვმუშაობდი და ღამე ვსწავლობდი, შაბათ-კვირასაც სწავლისთვის ვიყენებდი. ერთ წელიწადში ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ამის მერე უფრო რთული პერიოდი დაიწყო. ენა ახალი ნასწავლი მქონდა, გერმანული იურიდიული ენის გაგება კი გერმანელებსაც უჭირთ, არათუ უცხოელებს. ვუყურებდი, როგორ იჭრებოდა სახელმწიფო გამოცდებზე უფროსკურსელების 30-40 პროცენტი და ამით სრულდებოდა მათი კარიერა. ემოციურად ძალიან რთული იყო ამის ყურება. სახელმწიფო გამოცდაზე ჩაჭრა იურიდიული კარიერის დასასრულია, მეორე შანსი აღარ გექნება, დიდი რისკია, რომ ან დაამთავრებ, ან ვერა და სტუდენტობის რთულ წლებს წყალში გადაყრი. თავდაუზოგავი შრომით შევძელი უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება. წაიკითხეთ სრულად

რამ გამოიწვია რაჭაში სტიქიური მოვლენები?

"პლეხანოველი მარინა" თბილისმა დღემდე ვერ დაივიწყა  - დედაქალაქის კოლორიტად ქცეული ქალის სევდიანი ამბავი

ხვალიდან 4 აგვისტომდე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ზღვაზე 3 ბალიანი შტორმი - ამინდის პროგნოზი