სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა
რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა

რომ­პეტ­რო­ლის კუთ­ვნილ­მა, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და შავი ზღვის რე­გი­ო­ნის ერთ-ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა და ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ­მა ქარ­ხა­ნა „პეტ­რო­მი­დი­ამ“ 40 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი რუ­მე­ნეთ­ში, ქა­ლაქ ნა­ვო­და­რი­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც რომ­პეტ­როლ­მა 11 ქვეყ­ნის მე­დია წარ­მო­მად­გენ­ლებს და სტუმ­რებს უმას­პინ­ძლა.

კომ­პა­ნი­ამ შე­ა­ჯა­მა 4 ათე­უ­ლი წლის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი, და­ა­ჯილ­დო­ვა ქარ­ხნის ვე­ტე­რა­ნე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს „პეტ­რო­მი­დი­ის“ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა პრე­ზენ­ტა­ცია მოწ­ვე­უ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის და პრეს­კონ­ფე­რენ­ცია. მო­ე­წყო მე­დია ტური ქარ­ხა­ნა­ში, ზღვის ტერ­მი­ნალ­ზე და სა­ო­პე­რა­ციო ოფის­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ციკ­ლი და­ი­ხუ­რა გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბით, რო­მელ­საც 1500-მდე სტუ­მა­რი და­ეს­წრო.

თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ქარ­ხა­ნამ 122,8 მი­ლი­ო­ნი ტონა პრო­დუქ­ცია გა­და­ა­მუ­შა­ვა. მას­შტა­ბუ­რი, კომ­პლექ­სუ­რი და ეტა­პობ­რი­ვი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად ბოლო წლებ­ში ქარ­ხნის წარ­მა­დო­ბამ რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წია. გა­სულ წელს დამ­ყარ­და 11 სა­წარ­მოო რე­კორ­დი, ხოლო მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­მუ­შავ­და 5,92 მი­ლი­ო­ნი ტონა ნედ­ლე­უ­ლი, რაც პეტ­რო­მი­დი­ის 40 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გია და ქარ­ხნის ნო­მი­ნა­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც კი აღე­მა­ტე­ბა.

კომ­პა­ნია „რომ­პეტ­რო­ლი“ წარ­მო­ად­გენს ჯგუფ „ქე­ი­ემ-ჯი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის“ (KMG International) მთა­ვარ ბრენ­დს, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხე­თის ნავ­თო­ბკომ­პა­ნია კაზ­მუ­ნა­ი­გაზს (KazMunayGaz) ეკუთ­ვნის. KMG რომ­პეტ­რო­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შეა შავი ზღვი­სა და ხმელ­თა­შუა ზღვის აუ­ზე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 11 ქვე­ყა­ნა­ში მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­ში 6000-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ­პეტ­რო­ლი 14 წლის წინ შე­მო­ვი­და და ერთ-ერთ ლი­დერ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს. მისი ქსე­ლი მთე­ლი ქვეყ­ნის მაშ­ტა­ბით 81 სად­გუ­რი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„პეტ­რო­მი­დია“ სწო­რედ ის ქარ­ხა­ნაა, სა­ი­და­ნაც რომ­პეტ­რო­ლი გა­და­მუ­შა­ვე­ბულ ევრო-5-ის საწ­ვავს ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს აწ­ვდის. რო­გორც რომ­პეტ­რო­ლის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ას ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი აქვს - სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­დე­გად ბაზ­რის წი­ლის 20-დან 25 %-მდე ზრდა, 2020 წლის ბო­ლომ­დე 10 ახა­ლი ბენ­ზინ-გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის გახ­სნა და და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სე­ბის და­ნერგვა.

„კომ­პა­ნია რომ­პეტ­რო­ლი ერთ-ერთი მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა ყვე­ლა იმ ბა­ზარ­ზე, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია. ვაგ­რძე­ლებთ გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზეც. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ რომ ჩვენს სად­გუ­რებ­ზე მომ­ხმა­რებ­ლებს საწ­ვა­ვის გარ­და სხვა პრო­დუქ­ტე­ბიც შევ­თა­ვა­ზოთ, კერ­ძოდ კი ჩვე­ნი ბრენ­დის - „ჰეის“ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის შე­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­შიც იგეგ­მე­ბა. ყო­ველ­წლი­უ­რად რომ­პეტ­რო­ლი 60 მი­ლი­ო­ნამ­დე კლი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა და უახ­ლო­ეს წლებ­ში ამ რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა მოხ­დე­ბა“- გა­ა­ცხა­და რომ­პე­რო­ლის სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ­მა ანკა ბან­ჩუმ.

„სა­ქარ­თვე­ლო დღეს მზად არის იმის­თვის, რომ სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის მი­წო­დე­ბა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ქარ­ხა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში მდე­ბა­რე­ობს და შე­სა­ბა­მი­სად მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის პრო­დუქ­ცი­ას ვა­წარ­მო­ებთ. ჩვენს ზო­გი­ერთ კონ­კუ­რენტს სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე მო­უ­წევს გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის მიმ­წო­დებ­ლე­ბის შეც­ვლის კუ­თხით, თუმ­ცა ეს ჩვენ არ გვე­ხე­ბა, რად­გან უკვე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ევრო 5 სტან­დარ­ტის საწ­ვავს ვაწ­ვდით“- აცხა­დებს „რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ზა­მან­ბეკ მირ­ზა­ი­ა­ნო­ვი.

ჯგუ­ფის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ასე­ვე, მე­ო­რე ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა „ვეგა“, რო­მელ­საც 114 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. იგი კლა­სი­კუ­რი ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნი­დან ნა­ხევ­რად გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნავ­თობ პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ და მომ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ად გა­და­იქ­ცა, რო­მე­ლიც სრულ­ყოფს „პეტ­რო­მი­დი­ას“ მიერ მი­წო­დე­ბულ ნა­ხევ­რად გა­და­მუ­შა­ვე­ბულ ნავ­თო­ბპ­რო­დუქტს.

KMG თრე­დინგ AG-ის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს, ჯგუ­ფი გახ­და ლი­დე­რი ნავ­თობ ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს შავი და ხმელ­თა­შუა ზღვის რე­გი­ო­ნებ­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა

რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა

რომპეტროლის კუთვნილმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ულტრათანამედროვე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები რუმენეთში, ქალაქ ნავოდარიში გაიმართა, სადაც რომპეტროლმა 11 ქვეყნის მედია წარმომადგენლებს და სტუმრებს უმასპინძლა.

კომპანიამ შეაჯამა 4 ათეული წლის მუშაობის შედეგები, დააჯილდოვა ქარხნის ვეტერანები და თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს „პეტრომიდიის“ განვითარებაში. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის და პრესკონფერენცია. მოეწყო მედია ტური ქარხანაში, ზღვის ტერმინალზე და საოპერაციო ოფისში. ღონისძიებების ციკლი დაიხურა გრანდიოზული წვეულებით, რომელსაც 1500-მდე სტუმარი დაესწრო.

თავისი არსებობის მანძილზე ქარხანამ 122,8 მილიონი ტონა პროდუქცია გადაამუშავა. მასშტაბური, კომპლექსური და ეტაპობრივი მოდერნიზაციის შედეგად ბოლო წლებში ქარხნის წარმადობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს დამყარდა 11 საწარმოო რეკორდი, ხოლო მთელი წლის განმავლობაში გადამუშავდა 5,92 მილიონი ტონა ნედლეული, რაც პეტრომიდიის 40 წლიანი ისტორიის ყველაზე მაღალი შედეგია და ქარხნის ნომინალურ მაჩვენებელსაც კი აღემატება.

კომპანია „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეიემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის. KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. 11 ქვეყანაში მომუშავე ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში რომპეტროლი 14 წლის წინ შემოვიდა და ერთ-ერთ ლიდერ ნავთობკომპანიას წარმოადგენს. მისი ქსელი მთელი ქვეყნის მაშტაბით 81 სადგურითაა წარმოდგენილი.

„პეტრომიდია“ სწორედ ის ქარხანაა, საიდანაც რომპეტროლი გადამუშავებულ ევრო-5-ის საწვავს ქართველ მომხმარებელს აწვდის. როგორც რომპეტროლის პირველი პირები აცხადებენ, საქართველოში კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს - სოლიდური ინვესტიციის შედეგად ბაზრის წილის 20-დან 25 %-მდე ზრდა, 2020 წლის ბოლომდე 10 ახალი ბენზინ-გასამართი სადგურის გახსნა და დამატებითი სერვისების დანერგვა.

„კომპანია რომპეტროლი ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ყველა იმ ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია. ვაგრძელებთ განვითარებას საქართველოს ბაზარზეც. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რომ ჩვენს სადგურებზე მომხმარებლებს საწვავის გარდა სხვა პროდუქტებიც შევთავაზოთ, კერძოდ კი ჩვენი ბრენდის - „ჰეის“ სუპერმარკეტების შემოსვლა საქართველოშიც იგეგმება. ყოველწლიურად რომპეტროლი 60 მილიონამდე კლიენტს ემსახურება და უახლოეს წლებში ამ რაოდენობის ზრდა მოხდება“- გააცხადა რომპეროლის საცალო გაყიდვების მენეჯერმა ანკა ბანჩუმ.

„საქართველო დღეს მზად არის იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოს ევროპული სტანდარტის მიწოდება. ჩვენი მთავარი ქარხანა ევროკავშირში მდებარეობს და შესაბამისად მხოლოდ ევროპული სტანდარტის პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩვენს ზოგიერთ კონკურენტს საქართველოს ბაზარზე მოუწევს გარკვეული ცვლილებების გატარება, მათ შორის მიმწოდებლების შეცვლის კუთხით, თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან უკვე წლებია საქართველოს ევრო 5 სტანდარტის საწვავს ვაწვდით“- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.

ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 114 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს.

KMG თრედინგ AG-ის მეშვეობით, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, ჯგუფი გახდა ლიდერი ნავთობ ბაზარზე, რომელიც ოპერირებს შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის