სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს
თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს

თემ­ქა­ზე 62 წლის სიმა მირ­ზო­ე­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 57 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ქალს ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ბლაგ­ვი საგ­ნი­სა და ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც სახ­ლი­დან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი გა­ი­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

„ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, თემ­ქა­ზე, თა­ვის ძმის ცოლს - 1957 წელს და­ბა­დე­ბულ გ.პ.-ს, ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ბლაგ­ვი საგ­ნი­სა და ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც სახ­ლი­დან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი გა­ი­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბი­ნი­დან წა­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლის სხვა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და ბრა­ლის და­ზუს­ტე­ბა.

ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აცხა­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ცნო­ბის­თის, თემ­ქა­ზე, მე - 11 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში 62 წლის ქალი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ხან­ძრე­ე­ბი ბი­ნა­ში ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად მი­ვიდ­ნენ, სა­დაც თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი ქალი იპო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს

თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს

თემქაზე 62 წლის სიმა მირზოევას მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულმა ქალს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს - 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთის, თემქაზე, მე - 11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემს ადგილობრივმა ცეცხლი წაუკიდა - მამაკაცის მტკიცებით, ანძა მას საფრთხეს უქმნიდა

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა