სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე წავედი იქ, სადაც ბევრი ჩემნაირია..." - რა წერილი დატოვა ნუგზარ ჯუღელმა გარდაცვალებამდე
"მე წავედი იქ, სადაც ბევრი ჩემნაირია..." - რა წერილი დატოვა ნუგზარ ჯუღელმა გარდაცვალებამდე

დრა­მა­ტურ­გი და მწე­რა­ლი თა­მარ ბარ­თა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რის, ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც მან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და­უ­ტო­ვა შვი­ლიშ­ვილს.

ბარ­თა­ია წერს, რომ წე­რი­ლი მას ჯუ­ღე­ლის შვი­ლიშ­ვილ­მა, ლი­კამ აჩ­ვე­ნა. აი, რას წერს დრა­მა­ტურ­გი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

"დი­ლას ლი­კუ­ნას წე­რი­ლი დამ­ხვდა, ბაბუ გარ­და­იც­ვა­ლაო. ჩვენ სულ ერთი ქუჩა გვყოფს და უამ­რა­ვი რამ გვა­კავ­ში­რებს. ლი­კუ­ნა მარ­ტო დამ­ხვდა, რა­ღაც სხვა­ნა­რად ძლი­ე­რი, არ მომჩვე­ნე­ბია. აი­ვან­ზე დავ­სხე­დით. იცი ნუგ­ზარს წე­რი­ლი და­უ­ტო­ვე­ბი­აო, მი­თხრა და ხელ­ნა­წე­რი გა­მო­მი­ტა­ნა. არ წა­ვა­კი­თხე, ვი­ცო­დი თავს ვერ შე­ვი­კა­ვებ­დი... გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ­ქო. იქვე გა­და­უ­ღო ხელ­ნა­წერს ფოტო და ჩა­მიგ­დო...

მშვი­დო­ბით ძია ნუგ­ზარ და მად­ლო­ბა პი­რა­დად ჩემ­გან იმი­სათ­ვის, რომ ლი­კუ­ნა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა სევ­დი­ა­ნი ობო­ლი ბავ­შვი. მად­ლო­ბა იმ სით­ბოს­თვის რა­მაც რემ­კას შემ­დეგ თქვენს სახ­ლში გად­მო­ი­ნაც­ვლა. მად­ლო­ბა, მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის..." - წერს ბარ­თა­ია და ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

"მე წა­ვე­დი უსას­რუ­ლო­ბა­ში... უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ არ და­იბ­ნეთ, რად­გან ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი ამი­სათ­ვის. მი­ხა­რია რომ ვი­ყა­ვი ქარ­თვე­ლი და ჩემს ერს აქვს სი­ტყვა გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ე.ი. ოდ­ნავ შე­ვიც­ვა­ლე, ჩემი სული კი გა­ნაგ­რძობს თა­ვის სვლას ულევ სამ­ყა­რო­ში...

ძა­ლი­ან გთხოვთ, სიკ­ვდილს შე­ხე­დეთ ჩემი თვა­ლე­ბით, რო­გორც გარ­დაქ­მნას და გარ­დაც­ვა­ლე­ბას. ჩემი გული ეკუთ­ვნის სა­ქარ­თვე­ლოს, ვერ მო­ვეს­წა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბას, აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს დაბ­რუ­ნე­ბას, დად­გე­ბა დღე, როცა ჩემი კოპ­წია ქვე­ყა­ნა, ბედ­ნი­ე­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მო­ეს­წრე­ბი­ან ამას!

ჩემი სული ღმერ­თს ეკუთ­ვნის! მე წა­ვე­დი იქ, სა­დაც ბევ­რი, ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემ­ნა­ი­რია, აქ ხომ ძალ­ზედ ცო­ტა­ნი დარ­ჩით", - ვკი­თხუ­ლობთ ჯუ­ღე­ლის წე­რილ­ში.

ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი 82 წლის ასაკ­ში, ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­დიქ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ არხზე 50 წელ­ზე მეტ­ხანს მუ­შა­ობ­და და სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გახ­ლდათ.

2014 წლის 30 დე­კემ­ბერს მთაწ­მინ­და­ზე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის წამ­ყვა­ნებს ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს, მათ შო­რის არის ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მე წავედი იქ, სადაც ბევრი ჩემნაირია..." - რა წერილი დატოვა ნუგზარ ჯუღელმა გარდაცვალებამდე

"მე წავედი იქ, სადაც ბევრი ჩემნაირია..." - რა წერილი დატოვა ნუგზარ ჯუღელმა გარდაცვალებამდე

დრამატურგი და მწერალი თამარ ბართაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცნობილი სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის წერილს აქვეყნებს, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაუტოვა შვილიშვილს.

ბართაია წერს, რომ წერილი მას ჯუღელის შვილიშვილმა, ლიკამ აჩვენა. აი, რას წერს დრამატურგი "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"დილას ლიკუნას წერილი დამხვდა, ბაბუ გარდაიცვალაო. ჩვენ სულ ერთი ქუჩა გვყოფს და უამრავი რამ გვაკავშირებს. ლიკუნა მარტო დამხვდა, რაღაც სხვანარად ძლიერი, არ მომჩვენებია. აივანზე დავსხედით. იცი ნუგზარს წერილი დაუტოვებიაო, მითხრა და ხელნაწერი გამომიტანა. არ წავაკითხე, ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი... გამომიგზავნეთქო. იქვე გადაუღო ხელნაწერს ფოტო და ჩამიგდო...

მშვიდობით ძია ნუგზარ და მადლობა პირადად ჩემგან იმისათვის, რომ ლიკუნა არასოდეს ყოფილა სევდიანი ობოლი ბავშვი. მადლობა იმ სითბოსთვის რამაც რემკას შემდეგ თქვენს სახლში გადმოინაცვლა. მადლობა, მადლობა ყველაფრისთვის..." - წერს ბართაია და ნუგზარ ჯუღელის წერილს აქვეყნებს.

"მე წავედი უსასრულობაში... უმორჩილესად გთხოვთ არ დაიბნეთ, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი ამისათვის. მიხარია რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა გარდაცვალება, ე.ი. ოდნავ შევიცვალე, ჩემი სული კი განაგრძობს თავის სვლას ულევ სამყაროში...

ძალიან გთხოვთ, სიკვდილს შეხედეთ ჩემი თვალებით, როგორც გარდაქმნას და გარდაცვალებას. ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს, ვერ მოვესწარი თავისუფლებას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, დადგება დღე, როცა ჩემი კოპწია ქვეყანა, ბედნიერი, თავისუფალი იქნება. ჩემი შვილიშვილები მოესწრებიან ამას!

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის! მე წავედი იქ, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ჩემნაირია, აქ ხომ ძალზედ ცოტანი დარჩით", - ვკითხულობთ ჯუღელის წერილში.

ცნობილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მსახიობი და ტელედიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს მუშაობდა და სპორტული კომენტატორი გახლდათ.

2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს