სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას

სა­ქარ­თვე­ლოს მალე ახა­ლი პრე­მი­ე­რ-მი­ნის­ტრი ეყო­ლე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია დღეს წა­რად­გი­ნა.

ცნო­ბის­თვის, გა­ხა­რია შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2017 წლის 13 ნო­ემ­ბრი­დან იკა­ვებ­და, ის ამა­ვე დროს სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნიც იყო.

გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ, უკვე 76 დღეა ითხოვს. "ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რად წარ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი კვლავ მოჰ­ყვა - აქ­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტთან აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ახა­ლი პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რას.

გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რად წარ­დგე­ნას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ "ფე­ის­ბუქ­ზეც":

თინა ხი­და­შე­ლი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი:

"არა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი. სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი ძა­ლოვ­ნებ­ში, ყვე­ლა­ზე სან­დო­ნი ყვე­ლა­ზე ბევრ ამომ­რჩევ­ლი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსთან. ერ­თა­დერ­თი მი­სია რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ძა­ლი­ან მძი­მე, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთ წლით ადრე იყო სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, არა­კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი, სი­ძულ­ვი­ლის­გან დაც­ლი­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო. სწო­რედ ამის სა­პი­რის­პი­რო არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა! უზარ­მა­ზა­რი გა­მოწ­ვე­ვა გად­მო­უგ­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას! სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს მთლი­ა­ნად ქუ­ჩის, აქ­ტი­ვის­ტე­ბის იმე­დად და­ტო­ვა. მძი­მე წელი გვე­ლო­დე­ბა წინ! იმე­დია ამა­საც გა­უძ­ლებს ქვე­ყა­ნა"

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, "სირ­ცხვი­ლი­ას" ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი:

"ასე არ გა­მო­ვა. თუ ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­წი­ნა­უ­რებს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც პი­რა­დად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის თვა­ლის და­თხრა­ზე, მი­ი­ღებს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან აქ­ცი­ებს. ჩვენ მივ­მარ­თავთ ყვე­ლა გზას, გა­მო­ვი­ყე­ნებთ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კავ­ში­რებს, უცხო­ურ მე­დი­ას და შევ­ქმნით გან­გაშს, რო­მე­ლიც ჯერ ქარ­თულ ოც­ნე­ბას არ უნა­ხავს.

გა­ხა­რი­ას გაპ­რე­მი­ე­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკი­დუ­რე­სად ამ­წვა­ვებს. გა­ხა­რი­ას გა­და­ყე­ნე­ბის მა­გივ­რად პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნა გა­მო­იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფრო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად უფრო მას­შტა­ბურ პრო­ტესტს.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბამ ვერ უშ­ვე­ლა 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას და მით უმე­ტეს ვერ უშ­ვე­ლის პო­ლი­ტი­კუ­რად გა­კოტ­რე­ბულ ქარ­თულ ოც­ნე­ბას. ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნათ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბი, ისი­ნი იმე­ო­რე­ბენ წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის შეც­დო­მებს და ვერ იმე­ო­რე­ბენ წარ­მა­ტე­ბებს.

ამ მო­რიგ ვი­რეშ­მა­კო­ბას ჩვე­ნი მხრი­დან ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა. 20 ივ­ნი­სის დამრბე­ვი შსს მი­ნის­ტრის გაპ­რე­მი­ე­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი­ვე ბო­ტე­ბის შექ­მნი­ლი რე­ა­ლო­ბა და­ი­ჯე­რა, რომ მათ სა­ა­მი­სოდ მი­ნი­მა­ლუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცია მა­ინც აქვთ.

სი­ნამ­დვი­ლე სხვა­ნა­ი­რია. ყო­ფი­ლი შსს მი­ნის­ტრი სა­დაც კი ჩნდე­ბა, ყველ­გან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ხვდე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლია სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლე­ბი­დან იპა­რე­ბო­დეს. გა­ცი­ლე­ბით მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა მის გა­მო­ჩე­ნას უკვე პრე­მი­ე­რის რან­გში.

გა­ხა­რი­ას გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კამ­პა­ნია გაგ­რძელ­დე­ბა მის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე, რაც მხო­ლოდ ოც­ნე­ბის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­თმე­ვით მი­იღ­წე­ვა"

ნიკა გვა­რა­მია, "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

"აი, ისე­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლი მო­ძა­ლა­დეა ტიპი და ისე აფი­ში­რე­ბუ­ლად აბან­ძებს ერს, ისე ღიად ფე­ხებ­ზე იკი­დებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს და დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით დას­ცი­ნის, რო მგო­ნი უკვე ამ თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­ზე კა­ი­ფის და­ჭე­რა შე­იძ­ლე­ბა.

თან რო­გო­რი დი­დე­ბუ­ლად რუ­სუ­ლი და­ნიშ­ვნე­ბი: პრე­მი­ე­რი - რუსი, თავ­დაც­ვა წა­არ­თვა ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის მი­სა­ღებ და და­ლა­გე­ბულ იზო­რი­ას და ჩა­ა­ბა­რა რუსს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი კრას­ნო­და­რის კრაი გა­მო­ცხად­და. ლი­კუ­ეტ სტა­ლი­ცა გრუ­ზიი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას

საქართველოს მალე ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს წარადგინა.

ცნობისთვის, გახარია შს მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა, ის ამავე დროს საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც იყო.

გახარიას გადადგომას საზოგადოების ნაწილი 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, უკვე 76 დღეა ითხოვს. "ოცნების" გადაწყვეტილებას გახარიას პრემიერად წარდგენის თაობაზე, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტი კვლავ მოჰყვა - აქცია "სირცხვილიას“ წარმომადგენლები პარლამენტთან აპროტესტებენ ახალი პრემიერის კანდიდატურას.

გახარიას პრემიერად წარდგენას აქტიურად განიხილავენ "ფეისბუქზეც":

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

"არაფერი მოულოდნელი. საარჩევნო შტაბი ძალოვნებში, ყველაზე სანდონი ყველაზე ბევრ ამომრჩევლიანი ადმინისტრაციულ რესურსთან. ერთადერთი მისია რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა ძალიან მძიმე, სახელისუფლებო არჩევნებამდე ერთ წლით ადრე იყო სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა, არაკონფრონტაციული, სიძულვილისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო. სწორედ ამის საპირისპირო არჩევანი გააკეთა! უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას! სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს მთლიანად ქუჩის, აქტივისტების იმედად დატოვა. მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია ამასაც გაუძლებს ქვეყანა"

შოთა დიღმელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი:

"ასე არ გამოვა. თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ ქართულ ოცნებას არ უნახავს.

გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს.

ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ ქართულ ოცნებას. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს.

ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შსს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.

სინამდვილე სხვანაირია. ყოფილი შსს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში.

გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ ოცნებისთვის ხელისუფლების წართმევით მიიღწევა"

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი:

"აი, ისეთი თანმიმდევრული მოძალადეა ტიპი და ისე აფიშირებულად აბანძებს ერს, ისე ღიად ფეხებზე იკიდებს საზოგადოებრივ აზრს და დიამეტრალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით დასცინის, რო მგონი უკვე ამ თანმიმდევრულობაზე კაიფის დაჭერა შეიძლება.

თან როგორი დიდებულად რუსული დანიშვნები: პრემიერი - რუსი, თავდაცვა წაართვა ამერიკელებისთვის მისაღებ და დალაგებულ იზორიას და ჩააბარა რუსს. ოფიციალური კრასნოდარის კრაი გამოცხადდა. ლიკუეტ სტალიცა გრუზიი"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს