სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
არჩილ თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა - რა ხდება პარლამენტთან
არჩილ თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა - რა ხდება პარლამენტთან

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რებს სა­სე­სიო დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ დე­პუ­ტა­ტე­ბი გა­აფრ­თხი­ლა და მო­უ­წო­და, მათ წეს­რი­გი და­ეც­ვათ.

LIVE: რა ვი­თა­რე­ბაა ახლა პარ­ლა­მენ­ტთან, სა­დაც დე­პუ­ტა­ტებს სირ­ცხვი­ლის დე­რე­ფანს უწყო­ბენ (უწყვე­ტი ეთე­რი)

„პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 224 მუხ­ლის თა­ნახ­მად, ვაფრ­თხი­ლებ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან სხდო­მის წარ­მარ­თვას. ვი­ნა­ი­დან ამ გაფრ­თხი­ლე­ბას არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი, ამა­ვე მუხ­ლის თა­ნახ­მად, ვთხოვ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს, რომ მათ და­ა­ტო­ვე­ბი­ნოს დარ­ბა­ზი...

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ნე­ბის­მი­ერ გა­მოვ­ლი­ნე­ბას, ნე­ბის­მი­ერ პრო­ტესტსა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ჯდე­ბა. ასე­ვე, არა­ვის მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­არ­ღვი­ოს რეგ­ლა­მენ­ტი და ხელი შე­უ­შა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის პრო­ტეს­ტი იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი, კარ­გია, რომ მე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნა, თუ რა ფორ­მე­ბი აირ­ჩი­ეს მათ, ეს არის მათი არ­ჩე­ვა­ნი. ჩვენ კი, ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მე­ტის სხდო­მას“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ სხდო­მა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რე­ბის გარ­და, სა­ბო­ლო­ოდ დარ­ბა­ზი­დან გა­ვიდ­ნენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბიც.

პარ­ლა­მენ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნით გა­იხ­სნა, თუმ­ცა ჰიმ­ნის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რებ­მა პრო­ტეს­ტის ერ­თგვარ ფორ­მას მი­მარ­თეს და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ დღეს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სასტვე­ნე­ბით გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

არჩილ თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა - რა ხდება პარლამენტთან

არჩილ თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა - რა ხდება პარლამენტთან

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები გააფრთხილა და მოუწოდა, მათ წესრიგი დაეცვათ.

LIVE: რა ვითარებაა ახლა პარლამენტთან, სადაც დეპუტატებს სირცხვილის დერეფანს უწყობენ (უწყვეტი ეთერი)

„პარლამენტის რეგლამენტის 224 მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი...

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების პროტესტი იყო გამოხატული, კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ კი, ვაგრძელებთ საქართველოს პარლამეტის სხდომას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც.

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები