სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც რაჭიდან ქუთაისში გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს, 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც რაჭიდან ქუთაისში გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს, 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძე, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­უ­მარ­თა­ვი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გარ­და­იც­ვა­ლა.

16 წლის მოს­წავ­ლეს ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­დნენ. ის უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 41 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო.

გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­დის, ფატი გო­გო­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო.

"ვერ გიშ­ვე­ლა დე­დის ლოც­ვამ დე. ვერ გა­და­გარ­ჩი­ნე დე. დას­რულ­და ჩემი და შენი ოც­ნე­ბე­ბი დე. ახლა მხო­ლოდ ერთი ოც­ნე­ბა დამ­რჩა შვი­ლო - ვი­ა­რო იმ გზა­ზე, რო­მე­ლიც შენ­თან მო­მიყ­ვანს. აქ ვერა, მაგ­რამ... მანდ მა­ინც ვიყო შენ­თან, გზა შე­მი­მოკ­ლე დე­დი­კო გთხოვ...

ახლა რა ვქნა, რო­გორ ვი­ცხოვ­რო, რა ვუყო 16 წლის მო­გო­ნე­ბებს და ნივ­თებს, რაც შენ­თან მა­კავ­ში­რებს... რა ვუყო იმ ქუ­ჩებს, ად­გი­ლებს სა­დაც ერ­თად გვივ­ლია. უერ­თმა­ნე­თოდ ხომ ვერ ვძლებ­დით დე­დუ­კა, ჩემო კე­თილ­შო­ბი­ლო, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ვე­ლოო, უწყი­ნა­რო შვი­ლო წა­მიყ­ვან... ყვი­რი­ლი მინ­და, სამ­ყა­რომ რომ გა­ი­გოს ისე­თი ყვი­რი­ლი, მაგ­რამ დავ­მუნჯდი, ვიხ­რჩო­ბი დე..." - წერს გარ­დაც­ვლი­ლი მოს­წავ­ლის დედა ბელა ჯმუ­ხა­ძე.

16 წლის მო­ზარ­დი რა­ჭი­დან ქუ­თა­ის­ში 19 ივ­ლისს შე­იყ­ვა­ნეს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი ზღვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სით შე­უძ­ლოდ გახ­და. მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბრო­ლა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც მისი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო.

გზა­ში რე­ა­ნო­მო­ბი­ლის აპა­რა­ტუ­რა და­ზი­ან­და, რა­მაც ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ბო­ლო­ოდ, სა­ჭი­რო გახ­და მე­ო­რე რე­ა­ნო­მო­ბი­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა, რო­მელ­მაც სამი სა­ა­თით და­იგ­ვი­ა­ნა.

მომ­ხდარ­ზე მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­ვით გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ კერ­ძო კა­ტას­ტრო­ფის ეკი­პა­ჟის მან­ქა­ნას "გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­და".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც რაჭიდან ქუთაისში გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს, 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც რაჭიდან ქუთაისში გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს, 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მას შემდეგ გართულდა, რაც გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, გარდაიცვალა.

16 წლის მოსწავლეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდნენ. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.

გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა უმძიმესი იყო.

"ვერ გიშველა დედის ლოცვამ დე. ვერ გადაგარჩინე დე. დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები დე. ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა შვილო - ვიარო იმ გზაზე, რომელიც შენთან მომიყვანს. აქ ვერა, მაგრამ... მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე დედიკო გთხოვ...

ახლა რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს, რაც შენთან მაკავშირებს... რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია. უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით დედუკა, ჩემო კეთილშობილო, მოსიყვარულე, მზრუნველოო, უწყინარო შვილო წამიყვან... ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი, მაგრამ დავმუნჯდი, ვიხრჩობი დე..." - წერს გარდაცვლილი მოსწავლის დედა ბელა ჯმუხაძე.

16 წლის მოზარდი რაჭიდან ქუთაისში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო.

გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც ბიჭის მდგომარეობის გართულება გამოიწვია. საბოლოოდ, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა.

მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს. რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკვლევით გამოავლინა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას "გარკვეული ხარვეზები ჰქონდა".

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო