ავტორი:

გართობისა და დასვენების 4 დღე - Echowaves მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა

გართობისა და დასვენების 4 დღე - Echowaves მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა

ოთხ დღიანი გართობა, ფერადი დღეები, მრავალფეროვანი მუსიკა და ბევრი ბედნიერი წუთი - ეს მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ია.

Echowaves ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოში დაიდო ბინა შავი ზღვის სანაპიროზე - კურორტ ანაკლიაში და წელს ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე Exit-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

წელს Echowaves-ის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები ეწვივნენ: NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / BOSTON 163 / ADRIATIQUE / DJ TENNIS / KiNK live და სხვა ცნობილი შემსრულებლები ანაკლიაში 4 დღის განმავლობაში, უწყვეტ მუსიკასა და გართობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. ფესტივალი სტუმრებს 8 განახლებული სცენით დახვდა და მსმენელის წინაშე, ჯამში 150 -ზე მეტი არტისტი წარსდგა.

სტუმრები გართობას დასვენებასაც უთავსებდნენ და ფესტივალის ფარგლებში, ისინი ფერების შოუს, იოგას, ფრენბურთისა და ბევრი სხვა სახალისო აქტივობის მონაწილეები გახდნენ.

Echowaves-ს ათასობით ადამიანი დაესწრო და აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ორგანიზატორებმა დიდი მონდომება გაწიეს. ევროპის დიდ ფესტივალებზე უკვე ორი ათეული წელია გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ვიწრო პროფილით მუშაობენ და ფესტივალის სტუმრებს უსაფრთხო გართობაში ეხმარებიან. წელს პირველად, ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა. ამისთვის Echowaves-ზე ორგანიზაციებმა Mandala და Safewaves - იმუშავეს, რომლებმაც ნარკოტიკისა და ალკოჰოლისგან მიყენებული ზიანის შემცირება უზრუნველყვეს.

წელს Echowaves 22-25 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდა და მსმენელებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

ფესტივალი Check-in Georgia-ს ფარგლებში უკვე მეორედ გაიმართა. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება