თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში, ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ. შემთხვევის დროს ოჯახში ორი ასაკოვანი ქალი და ერთი მამაკაცი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები იარაღის გარეშე იყვნენ. მათ სახლიდან თანხის და სხვა ნივთების წაღება ვერ მოახერხეს. ერთ-ერთ ასაკოვან ქალს დაზიანებები აღენიშნება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.