სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მეორედ მოსვლაც რომ დაემთხვეს, ივანიშვილი ამას მაინც გააკეთებს" - "ოცნების" მორიგი სამთავრობო ცვლილებები და ექსპერტების შეფასება
"მეორედ მოსვლაც რომ დაემთხვეს, ივანიშვილი ამას მაინც გააკეთებს" - "ოცნების" მორიგი სამთავრობო ცვლილებები და ექსპერტების შეფასება

შე­მოდ­გო­მა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბით და­ი­წყე­ბა - მმარ­თველ­მა გუნ­დმა მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღო.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე წლი­სა და 2 თვი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ პოსტს და­ემ­შვი­დო­ბე­ბა და ას­პა­რეზს შს მი­ნისტრს და­უთ­მობს. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კი მთა­ვა­რი პო­ლი­ცი­ე­ლის პოსტზე პო­ლი­ტი­კა­ში მე­ო­რედ მო­სუ­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­მა­ვალ კვი­რას გა­კეთ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის შემ­დეგ გა­დამ­დგა­რად ით­ვლე­ბა მთავ­რო­ბის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ახალ მთვა­რო­ბას მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი და­ა­კომ­პლექ­ტებს, რო­მელ­საც შემ­დეგ პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

თუ რა­ტომ შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ხა­რი­ა­ზე, მა­შინ როცა შს მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით დე­და­ქა­ლაქ­ში აქ­ცი­ე­ბი არ წყდე­ბა, პო­ლი­ტო­ლო­გებს სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი აქვთ. ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ხის­ტი პო­ლი­ტი­კის და­წყე­ბას აა­ნონ­სებს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბით, "ოც­ნე­ბა" ძვე­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს.

პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­კო­სი გრი­გოლ გე­გე­ლია მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო თვე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი ლო­გი­კუ­რია:

"დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მთავ­რო­ბა იღებს, ამი­ტომ ხმე­ბი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ არ გამ­კვირ­ვე­ბია. უბ­რა­ლოდ გა­მიკ­ვირ­და, ასე მალე რა­ტომ ცვლი­ან პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მა­შინ რო­დე­საც ერთ წე­ლი­წად­ში ისე­დაც მო­დის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.

რო­გორც წესი, ახალ პრე­მი­ერს ნიშ­ნა­ვენ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე. არ­ჩევ­ნებ­ში ახა­ლი პრე­მი­ე­რი შე­უ­ძღვე­ბა პარ­ტი­ას, რო­გორც სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი. რო­გორც ჩანს, სხვა გა­რე­მო­ე­ბაც არის, რის გა­მოც „ოც­ნე­ბა“ ახ­ლა­ვე ცვლის სამ­თავ­რო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბას.

ძა­ლი­ან ხში­რად ჩვენ ვცდი­ლობთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ვხვდე­ბით, რომ რე­ა­ლუ­რად საქ­მე გვაქვს ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვილ­თან.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე გა­ხა­რია გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნაც და იქამ­დეც, სა­ნამ ბახ­ტა­ძე და­ი­ნიშ­ნე­ბო­და. მახ­სოვს, რომ მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ვე­ლო­დით, რომ გა­ხა­რია იქ­ნე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მაგ­რამ მერე და­ი­ნიშ­ნა ბახ­ტა­ძე. იმ დროს მე ჩავ­თვა­ლე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვილს, რომ გა­ხა­რი­ას­თვის მი­ე­ცათ ახა­ლი მან­და­ტი 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ - თუ არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებ­და, პო­ლი­ტი­კურ ნა­სუფ­რალ­ზე არ გამ­ხდა­რი­ყო პრე­მი­ე­რი. მას ეს მის­ცემ­და უფრო მეტ გა­სა­ქანს.

მაგ­რამ ახლა თუ გი­ორ­გი გა­ხა­რია უნდა გახ­დეს პრე­მი­ე­რი, მა­შინ უფრო და­მაბ­ნე­ვე­ლი ხდე­ბა და ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა მივ­დი­ო­დეთ ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად სურ­ვი­ლამ­დე - თუ ივა­ნიშ­ვილს ასე სურს, ასე მოხ­დე­ბა. არ­მა­გე­დო­ნი და მე­ო­რედ მოს­ვლა რომ და­ემ­თხვეს, ივა­ნიშ­ვი­ლი ამას მა­ინც გა­ა­კე­თებს", - უთხრა AMBEBI.GE-ს გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნით, „ოც­ნე­ბა“ ძვე­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს, ეს რამ­დე­ნად გა­მო­უ­ვა ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.

ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით კი, ამ ცვლი­ლე­ბე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აფრ­თხი­ლებს, რომ არა­ვის არა­ფე­რი შე­ე­შა­ლოს:

"რო­დე­საც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხელ­მე­ო­რედ გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კა­ში, მა­ში­ნაც ით­ქვა, რომ იგი ასე­ვე დაბ­რუნ­დე­ბო­და შს მი­ნის­ტრის პოსტზე. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი აქეთ მი­დი­ო­და, მაგ­რამ 20-21 ივ­ნისს მოვ­ლე­ნებ­მა ხელი შე­უ­შა­ლეს ამას. რო­დე­საც ამა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შე­და­რე­ბით ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­დან ხისტ პო­ლი­ტი­კა­ზე გა­და­დის. ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ლაივ-მო­ტი­ვი. რო­გორც ჩანს, ახლა უკვე ჩათ­ვა­ლეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­დის უფრო ხისტ პო­ლი­ტი­კა­ზე, რო­გორც ოპო­ნენ­ტე­ბის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ

რა შე­დე­გებს მო­უ­ტანს ეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რი ხის­ტი პო­ლი­ტი­კაც არ უნდა აწარ­მო­ოს მმარ­თველ­მა ძა­ლამ, თუ ამ გა­და­ად­გი­ლე­ბას არ მოჰ­ყვა რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში და ეს არ იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი და ხელ­შე­სა­ხე­ბი, მა­შინ არც არაფ­რის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბა.

ის აქ­ცია, რომ­ლის დარ­ბე­ვაც 20 ივ­ნისს ღა­მეს მოხ­და, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ოპო­ზი­ცი­ამ სწო­რად არ გა­ი­აზ­რა. მა­შინ ამ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­თან. დღეს ამ ხალ­ხის და­წი­ნა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, რომ არა­ვის არა­ფე­რი შე­ე­შა­ლოს 2020 წელს.

გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ამას ოპო­ზი­ცი­ის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ნა­ბი­ჯებ­მაც შე­უ­წყო ხელი. ზოგ-ზო­გი­ერ­თმა დრო­ზე ადრე მო­ინ­დო­მეს რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, არ და­ე­ლოდ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის მომ­წი­ფე­ბას. თუმ­ცა, ვნა­ხოთ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლა აღ­მო­აჩ­ნდეს სკივ­რში გა­და­მა­ლუ­ლი, რა­ღაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მა, რომ­ლი­თაც შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ამომ­რჩევ­ლე­ბის უკან მობ­რუ­ნე­ბას.

ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც გან­ხორ­ცი­ელ­და - 2012 წელს, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი გახ­და მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ხოლო შს მი­ნის­ტრის პოს­ტი ბაჩო ახა­ლა­ი­ამ და­ი­კა­ვა. თუმ­ცა, მა­შინ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ამ ცვლი­ლე­ბებ­მა ვერ უშ­ვე­ლა. „ოც­ნე­ბის“ შემ­თხვე­ვა­ში კი, ეს ცოტა ხან­ში გა­მოჩ­ნდე­ბა" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE ძა­ბი­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მეორედ მოსვლაც რომ დაემთხვეს, ივანიშვილი ამას მაინც გააკეთებს" - "ოცნების" მორიგი სამთავრობო ცვლილებები და ექსპერტების შეფასება

"მეორედ მოსვლაც რომ დაემთხვეს, ივანიშვილი ამას მაინც გააკეთებს" - "ოცნების" მორიგი სამთავრობო ცვლილებები და ექსპერტების შეფასება

შემოდგომა "ოცნების" ხელისუფლებაში ცვლილებით დაიწყება - მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.

ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წლისა და 2 თვიანი მმართველობის შემდეგ პოსტს დაემშვიდობება და ასპარეზს შს მინისტრს დაუთმობს. გიორგი გახარიას კი მთავარი პოლიციელის პოსტზე პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად მომავალ კვირას გაკეთდება.

როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ გადამდგარად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. კონსტიტუციის თანახმად, ახალ მთვარობას მომავალი პრემიერი დააკომპლექტებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ივანიშვილმა გახარიაზე, მაშინ როცა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დედაქალაქში აქციები არ წყდება, პოლიტოლოგებს სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხისტი პოლიტიკის დაწყებას აანონსებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებით, "ოცნება" ძველი სტაბილურობის დაბრუნებას ცდილობს.

პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ბოლო თვების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამთავრობო ცვლილებები ლოგიკურია:

"დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს, ამიტომ ხმები სამთავრობო ცვლილებების შესახებ არ გამკვირვებია. უბრალოდ გამიკვირდა, ასე მალე რატომ ცვლიან პრემიერ-მინისტრს, მაშინ როდესაც ერთ წელიწადში ისედაც მოდის საპარლამენტო არჩევნები.

როგორც წესი, ახალ პრემიერს ნიშნავენ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. არჩევნებში ახალი პრემიერი შეუძღვება პარტიას, როგორც სიის პირველი ნომერი. როგორც ჩანს, სხვა გარემოებაც არის, რის გამოც „ოცნება“ ახლავე ცვლის სამთავრობო შემადგენლობას.

ძალიან ხშირად ჩვენ ვცდილობთ რაციონალურად გავაანალიზოთ ეს ყველაფერი, თუმცა საბოლოოდ ვხვდებით, რომ რეალურად საქმე გვაქვს ივანიშვილის სურვილთან.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახარია განიხილებოდა რამდენიმე თვის წინაც და იქამდეც, სანამ ბახტაძე დაინიშნებოდა. მახსოვს, რომ მაშინ საზოგადოების უმეტესობა ველოდით, რომ გახარია იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მერე დაინიშნა ბახტაძე. იმ დროს მე ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ივანიშვილის სურვილს, რომ გახარიასთვის მიეცათ ახალი მანდატი 2020 წლის არჩევნების შემდეგ - თუ არჩევნებს მოიგებდა, პოლიტიკურ ნასუფრალზე არ გამხდარიყო პრემიერი. მას ეს მისცემდა უფრო მეტ გასაქანს.

მაგრამ ახლა თუ გიორგი გახარია უნდა გახდეს პრემიერი, მაშინ უფრო დამაბნეველი ხდება და ახლაც შეიძლება მივდიოდეთ ივანიშვილის პირად სურვილამდე - თუ ივანიშვილს ასე სურს, ასე მოხდება. არმაგედონი და მეორედ მოსვლა რომ დაემთხვეს, ივანიშვილი ამას მაინც გააკეთებს", - უთხრა AMBEBI.GE-ს გრიგოლ გეგელიამ.

პოლიტოლოგის თქმითვე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დანიშვნით, „ოცნება“ ძველი სტაბილურობის დაბრუნებას ცდილობს, ეს რამდენად გამოუვა ძნელი სათქმელია.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, ამ ცვლილებებით, ხელისუფლება საზოგადოებას გააფრთხილებს, რომ არავის არაფერი შეეშალოს:

"როდესაც ღარიბაშვილი ხელმეორედ გამოჩნდა პოლიტიკაში, მაშინაც ითქვა, რომ იგი ასევე დაბრუნდებოდა შს მინისტრის პოსტზე. მაშინ ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ 20-21 ივნისს მოვლენებმა ხელი შეუშალეს ამას. როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი, მაშინვე ითქვა, რომ "ქართული ოცნება" შედარებით ლიბერალური პოლიტიკიდან ხისტ პოლიტიკაზე გადადის. ეს უნდა ყოფილიყო ამ ცვლილებების ლაივ-მოტივი. როგორც ჩანს, ახლა უკვე ჩათვალეს, რომ შესაძლებელია ამ ცვლილებების განხორციელება.

ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ხელისუფლება გადადის უფრო ხისტ პოლიტიკაზე, როგორც ოპონენტების, ისე საზოგადოების მიმართ

რა შედეგებს მოუტანს ეს „ქართულ ოცნებას“, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, როგორი ხისტი პოლიტიკაც არ უნდა აწარმოოს მმართველმა ძალამ, თუ ამ გადაადგილებას არ მოჰყვა რაღაც ცვლილებები ქვეყანაში და ეს არ იქნება რეალური და ხელშესახები, მაშინ არც არაფრის მომტანი არ იქნება.

ის აქცია, რომლის დარბევაც 20 ივნისს ღამეს მოხდა, ქართულმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ სწორად არ გაიაზრა. მაშინ ამ აქციის დარბევა დაკავშირებული იყო 2020 წლის არჩევნებთან. დღეს ამ ხალხის დაწინაურება იქნება კიდევ ერთი გაფრთხილება ხელისუფლების მხრიდან, რომ არავის არაფერი შეეშალოს 2020 წელს.

გულწრფელად რომ გითხრათ, ამას ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაბიჯებმაც შეუწყო ხელი. ზოგ-ზოგიერთმა დროზე ადრე მოინდომეს რაღაც ნაბიჯების გადადგმა, არ დაელოდნენ პოლიტიკური ვითარების მომწიფებას. თუმცა, ვნახოთ შეიძლება ხელისუფლებას მართლა აღმოაჩნდეს სკივრში გადამალული, რაღაც არაჩვეულებრივი გეგმა, რომლითაც შეძლებს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ამომრჩევლების უკან მობრუნებას.

ასეთი ცვლილებები წინა ხელისუფლების დროსაც განხორციელდა - 2012 წელს, როდესაც პრემიერი გახდა მერაბიშვილი, ხოლო შს მინისტრის პოსტი ბაჩო ახალაიამ დაიკავა. თუმცა, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ცვლილებებმა ვერ უშველა. „ოცნების“ შემთხვევაში კი, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება" - განუცხადა AMBEBI.GE ძაბირაძემ.

"ზრუნვა ოჯახზე იმით უნდა გამოვხატოთ, რომ გავუფრთხილდეთ მათ მორალურ მდგომარეობას" - გახარია შაქარაშვილის საქმეზე

ვანო მერაბიშვილი სტუმრად მიხეილ სააკაშვილთან - ფოტო უკრაინიდან

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია