ავტორი:

პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, პროკურატურა სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართავს.

გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

ავთანდილ წერეთელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ინფორმაციისთვის, ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს