სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად ჟურ­ნა­ლისტ თა­მარ რუ­ხა­ძის კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ რუ­ხა­ძეს­თან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბა უკვე გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა, თა­ვად რუ­ხა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

რო­გორც რუ­ხა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, თუ ვინ­მე მის კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლავს, ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ში უნდა და­ვა­ზუს­ტოთ.

„თუ ვინ­მე გა­ნი­ხი­ლავს ჩემს კან­დი­და­ტუ­რას, ეს უნდა ჰკი­თხოთ თა­ვად მათ“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა მას შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან, რუ­ხა­ძემ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თით­ქმის მთელ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ და­ტო­ვა. მა­ნამ­დე, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნო­დარ მე­ლა­ძე.

მე­დი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ერთ-ერთ კან­დი­და­ტად ნინო შუბ­ლა­ძე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, თუმ­ცა, თა­ვად შუბ­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მას მე­დი­ა­ში, კერ­ძოდ „რუს­თა­ვი2“-ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია. რო­გორც შუბ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, მან მხო­ლოდ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო.

ამას­თან, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა „კუ­რი­ე­რი“ 20 აგ­ვის­ტო­დან, მას შემ­დეგ, რაც „კუ­რი­ე­რის“ წამ­ყვა­ნებ­მა დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ამ და მი­ხე­ილ სე­სი­აშ­ვილ­მა და­ტო­ვეს, ეთერ­ში აღარ გა­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურა განიხილება.

არსებული ინფორმაციით, თამარ რუხაძესთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე გაიმართა, თუმცა, თავად რუხაძე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნულ საკითხზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

როგორც რუხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ვინმე მის კანდიდატურას განიხილავს, ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში უნდა დავაზუსტოთ.

„თუ ვინმე განიხილავს ჩემს კანდიდატურას, ეს უნდა ჰკითხოთ თავად მათ“, - განაცხადა რუხაძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას შემოთავაზება ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან, რუხაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

მედიაში არსებული ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილებოდა, თუმცა, თავად შუბლაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას მედიაში, კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც შუბლაძე განმარტავს, მან მხოლოდ შემოთავაზება მიიღო.

ამასთან, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ