სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ასობით ახალი კერა გაჩნდა
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ასობით ახალი კერა გაჩნდა

ამა­ზო­ნის ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში ხან­ძრის ასე­უ­ლო­ბით ახა­ლი კერა გაჩ­ნდა, - ამის შე­სა­ხებ კოს­მო­სის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (INPE) მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სა­ა­გენ­ტო AFP-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ფონ­ზე, როცა ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს მო­უ­წო­დებს, მათ სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში არ ჩა­ე­რი­ონ და ხან­ძარს ქვე­ყა­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გა­უმკლავ­დე­ბა, ამა­ზო­ნის ტყე­ებ­ში გა­სუ­ლი ხუთ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვამ­დე, ცე­ცხლის 1 663 ახა­ლი კერა გაჩ­ნდა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, წელს ბრა­ზი­ლი­ა­ში 78 383 ტყის ხან­ძა­რი და­ფიქ­სირ­და, რაც 2013 წლი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ტყე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა მი­წე­ბის ნა­თე­სე­ბად და სა­ძოვ­რე­ბად გა­დაქ­ცე­ვამ და­აჩ­ქა­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ზო­ნის ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბის ხან­ძარს „დიდი შვი­დე­უ­ლის“ ლი­დე­რე­ბი სა­მიტ­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­მე­ლიც ბი­ა­რი­ცი­ში დღეს იხ­სნე­ბა. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა „დე­და­მი­წის ფილ­ტვე­ბად“ წო­დე­ბულ ამა­ზო­ნის ტყე­ებ­ში მძვინ­ვა­რე ხან­ძარს „სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სი“ უწო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ასობით ახალი კერა გაჩნდა

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ასობით ახალი კერა გაჩნდა

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრის ასეულობით ახალი კერა გაჩნდა, - ამის შესახებ კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული.

სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, იმ ფონზე, როცა ბრაზილიის პრეზიდენტი დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდებს, მათ საშინაო საქმეებში არ ჩაერიონ და ხანძარს ქვეყანა საკუთარი ძალებით გაუმკლავდება, ამაზონის ტყეებში გასული ხუთშაბათიდან პარასკევამდე, ცეცხლის 1 663 ახალი კერა გაჩნდა.

ოფიციალური მონაცემებით, წელს ბრაზილიაში 78 383 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რაც 2013 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტების განმარტებით, ტყეების განადგურება მიწების ნათესებად და საძოვრებად გადაქცევამ დააჩქარა.

აღსანიშნავია, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების ხანძარს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტზე განიხილავენ, რომელიც ბიარიციში დღეს იხსნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე