სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თვითონ არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სულ საფრთხეში იყო" - მალხაზ მაჩალიკაშვილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე
"თვითონ არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სულ საფრთხეში იყო" - მალხაზ მაჩალიკაშვილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე

პან­კი­სის სო­ფელ დუ­ის­ში, გერ­მა­ნი­ა­ში მოკ­ლუ­ლი ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის ოჯა­ხი სამ­ძი­მარს იღებს.

ხე­ო­ბა­ში, ხან­გოშ­ვი­ლე­ბის სახ­ლთან იმ­ყო­ფე­ბა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან წავ­ლას­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ 2015 წელს, მა­შინ რო­დე­საც ხან­გოშ­ვილს თბი­ლის­ში სახ­ლთან ოთხი ტყვია ეს­რო­ლეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მიზ­ნუ­ლად არ გა­მო­ი­ძია მომ­ხდა­რი, რის გა­მოც ხან­გოშ­ვი­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

"ეს მთე­ლი ხე­ო­ბის ტკი­ვი­ლია. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ის იძუ­ლე­ბუ­ლი იყო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა და უსაფრ­თხო ად­გი­ლი მო­ე­ძებ­ნა. 2015 წელს, თბი­ლი­სის ცენ­ტრში, 5-6 კა­მე­რის წინ ეს­რო­ლეს და ეს საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. ამი­ტომ, ეს ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გამო, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ გახ­სნეს, მოხ­და ეს.

ასევე დაგაინტერესებთ
09:56 / 24-08-2019

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ის იყო ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის და მთე­ლი ხე­ო­ბის­თვის. თვი­თონ არ ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ ვი­ცო­დით, რომ სულ საფრ­თხე­ში იყო“, - აღ­ნიშ­ნა მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, გერ­მა­ნი­ა­ში ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­გოშ­ვილს თა­ვის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ა­ყე­ნეს ჭრი­ლო­ბა, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ დუ­ის­ში ცხოვ­რობ­და. მას 2015 წელს თბი­ლის­ში თავს და­ესხნენ და რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლეს, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ მან ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებ­და ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, გერ­მა­ნი­ში ხან­გოშ­ვილს თა­ვის არე­ში ცეცლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

პან­კი­სე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­ლიმ­ხან მარ­გოშ­ვი­ლი ჩეჩ­ნე­თის ომის მო­ნა­წი­ლე და მას­ხა­დო­ვის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მო­აზ­რე იყო. მისი სა­ხე­ლი ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­საც უკავ­ში­რე­ბენ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თვითონ არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სულ საფრთხეში იყო" - მალხაზ მაჩალიკაშვილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე

"თვითონ არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სულ საფრთხეში იყო" - მალხაზ მაჩალიკაშვილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე

პანკისის სოფელ დუისში, გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს.

ხეობაში, ხანგოშვილების სახლთან იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოდან წავლასში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ 2015 წელს, მაშინ როდესაც ხანგოშვილს თბილისში სახლთან ოთხი ტყვია ესროლეს, ხელისუფლებამ გამიზნულად არ გამოიძია მომხდარი, რის გამოც ხანგოშვილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

"ეს მთელი ხეობის ტკივილია. ამ ხელისუფლების დროს ის იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა და უსაფრთხო ადგილი მოეძებნა. 2015 წელს, თბილისის ცენტრში, 5-6 კამერის წინ ესროლეს და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. ამიტომ, ეს ადამიანი იძულებული გახდა გახიზნულიყო ევროპის ქვეყნებში. სწორედ ამ ხელისუფლების გამო, რომ დანაშაული არ გახსნეს, მოხდა ეს.

ის იყო ძალიან ახლობელი ადამიანი ჩემთვის და მთელი ხეობისთვის. თვითონ არ ლაპარაკობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სულ საფრთხეში იყო“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, გერმანიში ხანგოშვილს თავის არეში ცეცლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

პანკისელების ინფორმაციით, ზელიმხან მარგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილე და მასხადოვის უახლოესი თანამოაზრე იყო. მისი სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციასაც უკავშირებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ