სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, დავიბანოთ ხელები ხშირად" - ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
"ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, დავიბანოთ ხელები ხშირად" - ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე 3 სექ­ტემ­ბრამ­დე მო­სა­ლოდ­ნელ მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 65 წლის ასაკს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ახალ­შო­ბი­ლე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის. ასე­ვე, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც აქვთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

„ყუ­რადსა­ღე­ბია ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ მე­ტე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი ქსე­ლი­დან, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 20 აგ­ვის­ტო­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 3 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, იმ რე­გი­ონ­ში სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდა.

ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გახ­ლავთ ის, რომ რაც შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ სიგ­რი­ლე­ში ამ დროს, თავი მო­ვა­რი­დოთ სი­ცხეს, არ ვი­ა­როთ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს გა­რეთ, თუ ეს გან­სა­კუთ­რე­ბულ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს. თუ ეს გან­სა­კუთ­რე­ბულ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს, ჩა­ვიც­ვათ ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი.

მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია გახ­ლავთ ის, რომ მო­ვე­რი­დოთ გა­რეთ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს სი­ა­რულს და ხში­რად გავგრილ­დეთ, მი­ვი­ღოთ სი­თხე და და­ვიც­ვათ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა მო­ე­რი­დოს და­ბინ­ძუ­რე­ბულ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბას, რად­გან ძლი­ე­რი სი­ცხის დროს აქ­ტი­ურ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცია.

„ასე­ვე, უნდა მო­ვე­რი­დოთ ისე­თი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას, სა­დაც არ ვართ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, რომ საკ­ვე­ბი ინა­ხე­ბო­და შე­სა­ბა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე; დავ­ლი­ოთ ისე­თი წყა­ლი, სა­დაც ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ წყა­ლი იყო სუფ­თა. ზო­გა­დად, სა­სურ­ვე­ლია, რომ ამ დროს, რო­დე­საც ეჭვი გვე­პა­რე­ბა წყლის ხა­რისხში, მი­ვი­ღოთ გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი ან შე­სა­ბა­მი­სად ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმუ­ლი წყა­ლი”,- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, ქუ­ჩე­ბი და­ა­მუ­შა­ვონ ე.წ. წყლის გამფრქვე­ვი მან­ქა­ნე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, დავიბანოთ ხელები ხშირად" - ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

"ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, დავიბანოთ ხელები ხშირად" - ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 3 სექტემბრამდე მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

„ყურადსაღებია ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ მეტეოლოგიური საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ქსელიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 20 აგვისტოდან, დაახლოებით 3 სექტემბრის ჩათვლით, იმ რეგიონში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა.

ძირითადი რეკომენდაციები გახლავთ ის, რომ რაც შეგვიძლია ვიყოთ სიგრილეში ამ დროს, თავი მოვარიდოთ სიცხეს, არ ვიაროთ მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს, ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი.

მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ მოვერიდოთ გარეთ მაღალი ტემპერატურის დროს სიარულს და ხშირად გავგრილდეთ, მივიღოთ სითხე და დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობა უნდა მოერიდოს დაბინძურებულ წყალში ბანაობას, რადგან ძლიერი სიცხის დროს აქტიურდება სხვადასხვა ინფექცია.

„ასევე, უნდა მოვერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, სადაც არ ვართ გარანტირებული, რომ საკვები ინახებოდა შესაბამის ტემპერატურაზე; დავლიოთ ისეთი წყალი, სადაც ვართ დარწმუნებული, რომ წყალი იყო სუფთა. ზოგადად, სასურველია, რომ ამ დროს, როდესაც ეჭვი გვეპარება წყლის ხარისხში, მივიღოთ გადადუღებული წყალი ან შესაბამისად ბოთლში ჩამოსხმული წყალი”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე რეკომენდაცია გაუწია მუნიციპალიტეტებს, ქუჩები დაამუშავონ ე.წ. წყლის გამფრქვევი მანქანებით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ