სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შოულობს თუ არა ფულს რუსეთში ვახტანგ კიკაბიძე? - რას პასუხობს ბრალდებებს მომღერალი
შოულობს თუ არა ფულს რუსეთში ვახტანგ კიკაბიძე? - რას პასუხობს ბრალდებებს მომღერალი

ცნო­ბი­ლია, რომ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ, ბუბა კი­კა­ბი­ძემ პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტი აღარ გა­უ­მარ­თავს, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ რუ­სულ პრე­სა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი რუ­სეთ­ში "ფა­რულ ჰო­ნო­რა­რებს" იღებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თემა მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და, რაც ქარ­თველ მომ­ღე­რალ­სა და მსა­ხი­ობ­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში რუს­მა მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა - ბო­რის კლუ­ევ­მა ისა­უბ­რა. მისი თქმით, 80 წლის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი რე­გუ­ლა­რუ­ლად სტუმ­რობს მოს­კოვს კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა ყვე­ლას არ­წმუ­ნებს, რომ ამ სა­კი­თხი­სად­მი პრინ­ცი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს:

"ერთ რა­მეს გე­ტყვით: ნუ აი­რე­ვით იმა­ში, რომ ის აქ არ ჩა­მო­დის. ის (ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე) ჩა­მო­დის კორ­პო­რა­ტი­ულ კონ­ცერ­ტებ­ზე, თა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში წე­რენ, რომ ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ვინ გა­ი­გებს" - გა­ნა­ცხა­და კლუ­ევ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, Комсомольская Правда-მ კი­კა­ბი­ძეს მი­მარ­თა კო­მენ­ტა­რის­თვის. ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა ჟურ­ნა­ლისტს გა­ნუ­ცხა­და, რომ კლუ­ევს არ იც­ნობს, თუმ­ცა მისი გვა­რის შე­სა­ხებ სმე­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ჩა­დის თუ არა რუ­სეთ­ში ფა­რუ­ლად, კი­კა­ბი­ძემ უპა­სუ­ხა:

"10 წლის წინ ვი­ყა­ვი ბო­ლოს და მას შემ­დეგ აღარ ჩა­მოვ­სულ­ვარ. ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, მე არც ერთ რუ­სულ ქა­ლაქ­ში აღარ ვყო­ფილ­ვარ. 2008 წლის შემ­დეგ! სულ მი­რე­კა­ვენ, მთხო­ვენ ჩა­ვი­დე, მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. მე არ მივ­დი­ვარ. მოს­კოვ­ში გას­ტრო­ლებ­ზე მი­მიწ­ვი­ეს და ვუ­თხა­რი, რომ ჩემი ფეხი არ იქ­ნე­ბა იქ, სა­ნამ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა" - გა­ნუ­ცხა­და ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა Комсомольская Правда-ს ჟურ­ნა­ლისტს.

- თუმ­ცა, თქვენ ას­ხვა­ვებთ რუ­სეთ­სა და რუ­სებს. თუ მა­გა­ლი­თად, რუსი მე­გობ­რე­ბი დაგ­პა­ტი­ჟე­ბენ ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­სას­ვლე­ლად, წახ­ვალთ?

- მე სულ ვამ­ბობ - ხალ­ხი და პო­ლი­ტი­კა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­მაა. რა შუ­ა­შია აქ ერი? მე მზად ვარ ვიმ­ღე­რო რუ­სე­ბის­თვის, ოღონდ არა რუ­სეთ­ში. როცა მე რა­ღა­ცას ვამ­ბობ, ჩემს სი­ტყვებ­ზე პა­სუხს ვა­გებ. ერთხელ ვთქვი, რომ ჩემ­თვის უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და მე­ყუ­რე­ბი­ნა თვა­ლებ­ში ჩემი შთა­მო­მავ­ლე­ბის­თვის, მას შემ­დეგ რაც ტან­კე­ბი შე­მო­ვი­და, მე კი რუ­სეთ­ში ერთა მე­გობ­რო­ბის ორ­დე­ნი გად­მო­მე­ცა, რა­ზეც უარი გან­ვა­ცხა­დე. აი, სულ ეს არის.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ტენ­ზია აქვთ იმა­ზე, რუ­სებ­თან რა­ტომ ჩა­დი­ხარ­თო?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში იცი­ან, თუ მე ვი­ტყვი, შე­ვას­რუ­ლებს. ამა­ში ეჭ­ვიც არა­ვის შე­ე­პა­რე­ბა. როცა ამას ვი­ღაც ხე­ლო­ვა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს მათი საქ­მეა და თა­ვის ნათ­ქვამ­ზე თა­ვად აგონ პა­სუ­ხი. არ ვა­პი­რებ მათ პა­სუ­ხი გავ­ცე, მათ პრობ­ლე­მებს თა­ვად­ვე მი­ხე­დონ. კლუ­ევს კი დიდი მო­კი­თხვა გა­და­ე­ცით" - აღ­ნიშ­ნა Комсомольская Правда-სთან სა­უ­ბარ­ში კი­კა­ბი­ძემ.

რუ­სეთ­ში არა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი მო­ღე­რა­ლი აქ­ტი­უ­რად იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკ­რა­ი­ნა­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებ­ში. 11 აგ­ვის­ტოს ოდე­სა­ში სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატრ Морвокзал-ში მისი კონ­ცერ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "სიყ­ვა­რუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­დან" გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ეს­წრო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შოულობს თუ არა ფულს რუსეთში ვახტანგ კიკაბიძე? - რას პასუხობს ბრალდებებს მომღერალი

შოულობს თუ არა ფულს რუსეთში ვახტანგ კიკაბიძე? - რას პასუხობს ბრალდებებს მომღერალი

ცნობილია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ბუბა კიკაბიძემ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთში კონცერტი აღარ გაუმართავს, თუმცა ცოტა ხნის წინ რუსულ პრესაში აქტიურად განიხილებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მომღერალი რუსეთში "ფარულ ჰონორარებს" იღებს.

აღნიშნული თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქართველ მომღერალსა და მსახიობზე ერთ-ერთ ინტერვიუში რუსმა მსახიობმა და რეჟისორმა - ბორის კლუევმა ისაუბრა. მისი თქმით, 80 წლის ქართველი ვარსკვლავი რეგულარულად სტუმრობს მოსკოვს კორპორატიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ყველას არწმუნებს, რომ ამ საკითხისადმი პრინციპული დამოკიდებულება აქვს:

"ერთ რამეს გეტყვით: ნუ აირევით იმაში, რომ ის აქ არ ჩამოდის. ის (ვახტანგ კიკაბიძე) ჩამოდის კორპორატიულ კონცერტებზე, თანაც ხელშეკრულებაში წერენ, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს" - განაცხადა კლუევმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Комсомольская Правда-მ კიკაბიძეს მიმართა კომენტარისთვის. ქართველმა მომღერალმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ კლუევს არ იცნობს, თუმცა მისი გვარის შესახებ სმენია. რაც შეეხება იმას, ჩადის თუ არა რუსეთში ფარულად, კიკაბიძემ უპასუხა:

"10 წლის წინ ვიყავი ბოლოს და მას შემდეგ აღარ ჩამოვსულვარ. ომის დაწყების შემდეგ, მე არც ერთ რუსულ ქალაქში აღარ ვყოფილვარ. 2008 წლის შემდეგ! სულ მირეკავენ, მთხოვენ ჩავიდე, მეპატიჟებიან. მე არ მივდივარ. მოსკოვში გასტროლებზე მიმიწვიეს და ვუთხარი, რომ ჩემი ფეხი არ იქნება იქ, სანამ ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი სიტუაციაა" - განუცხადა ქართველმა მომღერალმა Комсомольская Правда-ს ჟურნალისტს.

- თუმცა, თქვენ ასხვავებთ რუსეთსა და რუსებს. თუ მაგალითად, რუსი მეგობრები დაგპატიჟებენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამოსასვლელად, წახვალთ?

- მე სულ ვამბობ - ხალხი და პოლიტიკა განსხვავებული რამაა. რა შუაშია აქ ერი? მე მზად ვარ ვიმღერო რუსებისთვის, ოღონდ არა რუსეთში. როცა მე რაღაცას ვამბობ, ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ერთხელ ვთქვი, რომ ჩემთვის უხერხული იქნებოდა მეყურებინა თვალებში ჩემი შთამომავლებისთვის, მას შემდეგ რაც ტანკები შემოვიდა, მე კი რუსეთში ერთა მეგობრობის ორდენი გადმომეცა, რაზეც უარი განვაცხადე. აი, სულ ეს არის.

- საქართველოში პრეტენზია აქვთ იმაზე, რუსებთან რატომ ჩადიხართო?

- საქართველოში იციან, თუ მე ვიტყვი, შევასრულებს. ამაში ეჭვიც არავის შეეპარება. როცა ამას ვიღაც ხელოვანები ამბობენ, ეს მათი საქმეა და თავის ნათქვამზე თავად აგონ პასუხი. არ ვაპირებ მათ პასუხი გავცე, მათ პრობლემებს თავადვე მიხედონ. კლუევს კი დიდი მოკითხვა გადაეცით" - აღნიშნა Комсомольская Правда-სთან საუბარში კიკაბიძემ.

რუსეთში არა, თუმცა ქართველი მოღერალი აქტიურად იღებს მონაწილეობას უკრაინასა და აზერბაიჯანში გამართულ კონცერტებში. 11 აგვისტოს ოდესაში საზაფხულო თეატრ Морвокзал-ში მისი კონცერტი, სახელწოდებით - "სიყვარულით საქართველოდან" გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე