სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით ქაცარავას სცემეს: "პოლიცია იქვე იყო და ვერ შეაჩერა თავდასხმა... მივდივარ საავადმყოფოში"
დავით ქაცარავას სცემეს: "პოლიცია იქვე იყო და ვერ შეაჩერა თავდასხმა... მივდივარ საავადმყოფოში"

და­ვით ქა­ცა­რა­ვა ამ­ბობს, რომ მას ხურ­ვა­ლე­თის რა­ი­ონ­ში სცე­მეს, სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ ლი­დე­რმა ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ზე“ და­წე­რა. ქა­ცა­რა­ვას მტკი­ცე­ბით, ბობ­ნევ­ში მისი გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ შსს-ს ჰქონ­და, სო­ფელ­ში კი და­უდ­გე­ნე­ლი პი­რე­ბი დახ­ვდნენ და მას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

„მე­გობ­რე­ბო! ამ წუ­თას ვიმ­ყო­ფე­ბი ბობ­ნევ­ში. წამ­ლე­ბი მო­ვუ­ტა­ნე დათა პა­პას. ჩემი აქა­უ­რი ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ არა­ვინ იცო­და. ბუ­ნებ­რი­ვია შსს ს გარ­და, რო­მელ­საც ჩემს მოს­ვლამ­დე შე­ვა­ტყო­ბი­ნე წი­ნას­წარ. დათა პა­პას სახ­ლთან დამ­ხვდა 4-5 კა­ცი­ა­ნი ტი­ტუშ­კე­ბის ჯგუ­ფი. მოს­ვლის­თა­ნა­ვე მომ­ცვივ­დნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს. ხე­ლი­თაც შე­მეხ­ნენ და ქვებ­საც მეს­როდ­ნენ. მოკ­ლედ, ტი­ტუშ­კე­ბით ბრძო­ლა­ზე გა­და­ვე­დით? გა­სა­გე­ბია. მივ­დი­ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. იქე­დან შე­გეხ­მი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცია იქვე იმ­ყო­ფე­ბო­და და ვერ შე­ა­ჩე­რა მათი თავ­დას­ხმა. ხო, სხვა­თა შო­რის, ყბე­ბი რო­გორ გაქვთ?“

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ცა­რა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლაივ ვი­დე­ო­თი ჩა­ერ­თო და აღ­ნიშ­ნა, რომ აქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვის შეგ­რძნე­ბე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა.

მომ­ხდარს „ფე­ის­ბუქ­ზე“ ეხ­მი­ა­ნე­ბა და­ვით ქა­ცა­რა­ვას ცო­ლიც. სო­ფია ხა­ჭა­პუ­რი­ძე აცხა­დებს, რომ მო­ძა­ლა­დე­ებს აუ­ცი­ლებ­ლად უჩივ­ლე­ბენ.

„შსს, თქვენ სულ გა­და­ი­რი­ეთ? დათა პა­პა­სათ წას­ვლა­ზე მხო­ლოდ მე და თქვენ ვი­ცო­დით. მარ­ტო იყო მი­სუ­ლი, წნე­ვის წა­მა­ლი მი­უ­ტა­ნა. რო­გორ გა­ბე­დეთ და და­ახ­ვედ­რეთ პრო­ვო­კა­ტო­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი?. და­თოს ცემა ად­ვი­ლი არაა, მაგ­რამ ერთი მისი მუშ­ტის მოქ­ნე­ვა ვი­ღა­ცას შე­საძ­ლოა სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­დეს. ამი­ტომ 5 თავ­დამ­სხმელს მო­უ­ყა­რეთ თავი,ხო? სირ­ცხვი­ლო!!!!! თქვე სა­ცო­და­ვე­ბო!!!! მი­ძა­ლა­დე­ებს ვუ­ჩივ­ლებთ და თქვენ კი პა­სუხს აგებთ ადრე თუ გვი­ან!!!!“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დავით ქაცარავას სცემეს: "პოლიცია იქვე იყო და ვერ შეაჩერა თავდასხმა... მივდივარ საავადმყოფოში"

დავით ქაცარავას სცემეს: "პოლიცია იქვე იყო და ვერ შეაჩერა თავდასხმა... მივდივარ საავადმყოფოში"

დავით ქაცარავა ამბობს, რომ მას ხურვალეთის რაიონში სცემეს, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა ამის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა. ქაცარავას მტკიცებით, ბობნევში მისი გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შსს-ს ჰქონდა, სოფელში კი დაუდგენელი პირები დახვდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მეგობრებო! ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4-5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია. მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. ხო, სხვათა შორის, ყბები როგორ გაქვთ?“

მოგვიანებით ქაცარავა სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოთი ჩაერთო და აღნიშნა, რომ აქვს ტვინის შერყევის შეგრძნებები და სამედიცინო დახმარების მისაღებად გორის საავადმყოფოში მიემგზავრება.

მომხდარს „ფეისბუქზე“ ეხმიანება დავით ქაცარავას ცოლიც. სოფია ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მოძალადეებს აუცილებლად უჩივლებენ.

„შსს, თქვენ სულ გადაირიეთ? დათა პაპასათ წასვლაზე მხოლოდ მე და თქვენ ვიცოდით. მარტო იყო მისული, წნევის წამალი მიუტანა. როგორ გაბედეთ და დაახვედრეთ პროვოკატორი მოძალადეები?. დათოს ცემა ადვილი არაა, მაგრამ ერთი მისი მუშტის მოქნევა ვიღაცას შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ამიტომ 5 თავდამსხმელს მოუყარეთ თავი,ხო? სირცხვილო!!!!! თქვე საცოდავებო!!!! მიძალადეებს ვუჩივლებთ და თქვენ კი პასუხს აგებთ ადრე თუ გვიან!!!!“

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ