სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„ჯანსაღი კვება, სხვადასხვა სახის დაავადებებს აგაცილებთ თავიდან“ - უტყუარი ფაქტები ჯანსაღ კვებაზე
„ჯანსაღი კვება, სხვადასხვა სახის დაავადებებს აგაცილებთ თავიდან“ - უტყუარი ფაქტები ჯანსაღ კვებაზე

არა­ჯან­სა­ღი კვე­ბის რე­ჟი­მი და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, დღეს, წამ­ყვა­ნი, გლო­ბა­ლუ­რი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ჯან­სა­ღად კვე­ბა კი საკ­ვე­ბი უკ­მა­რი­სო­ბის და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის­გან გვი­ცავს.

ჯან­სა­ღი კვე­ბა ცხოვ­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე იწყე­ბა. ძუ­ძუ­თი კვე­ბა ბავ­შვის ჯან­საღ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. ლაქ­ტა­ცი­ას, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ხან­გრძლი­ვი სარ­გე­ბე­ლიც მო­აქვს. მო­მა­ვალ­ში თქვენს შვილს ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის და არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი უმ­ცირ­დე­ბა.

მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბა გვეხ­მა­რე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სხვა­დას­ხვა არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი, მათ შო­რის: დი­ა­ბე­ტის, გულ­სის­ხძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, გუ­ლის შე­ტე­ვის და სიმ­სივ­ნის.

ჩვენს ორ­გა­ნიზმს ენერ­გი­ის ბა­ლან­სი სჭირ­დე­ბა. ენერ­გი­ის მი­ღე­ბა (კა­ლო­რი­ე­ბის სა­ხით) ენერ­გი­ის ხარ­ჯვის ადეკ­ვა­ტუ­რი უნდა იყოს. იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ წო­ნის არა­ჯან­სა­ღი მა­ტე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ცხი­მის ოდე­ნო­ბამ არ უნდა გა­და­ა­ჭარ­ბოს 30% - ს. გა­ჯე­რე­ბუ­ლი ცხი­მი 10% - ზე ნაკ­ლე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ, ტრან­სცხი­მე­ბი კი 1%-ზე ნაკ­ლე­ბი. ეცა­დეთ ცხი­მი თქვე­ნი რა­ცი­ონ­ში უმე­ტეს­წი­ლად ჯან­სა­ღი იყოს. (მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი რცე­ვე­ბის­თვის იხი­ლეთ ჩვე­ნი წინა თვის სტა­ტია);

ჯან­სა­ღი კვე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვი­სას, შა­ქა­რი თქვე­ნი რა­ცი­ო­ნის 10%-ს უნდა შე­ად­გენ­დეს. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის­თვის შაქ­რის მოხ­მა­რე­ბა 5% - მდე შე­ამ­ცი­რეთ, ხოლო, მა­რი­ლის მოხ­მა­რე­ბა, დღე­ში, 5 გრა­მამ­დე უნდა შე­ზღუ­დოთ. ასე თა­ვი­დან აი­რი­დებთ ჰი­პერ­ტენ­ზი­ას და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს შე­ამ­ცი­რებთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

„ჯანსაღი კვება, სხვადასხვა სახის დაავადებებს აგაცილებთ თავიდან“ - უტყუარი ფაქტები ჯანსაღ კვებაზე

„ჯანსაღი კვება, სხვადასხვა სახის დაავადებებს აგაცილებთ თავიდან“ - უტყუარი ფაქტები ჯანსაღ კვებაზე

არაჯანსაღი კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, დღეს, წამყვანი, გლობალური რისკ-ფაქტორებია ჯანმრთელობისთვის. ჯანსაღად კვება კი საკვები უკმარისობის და მისგან გამოწვეული სხვადასხვა პრობლემისგან გვიცავს.

ჯანსაღი კვება ცხოვრების ადრეულ ეტაპზე იწყება. ძუძუთი კვება ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს. ლაქტაციას, ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი სარგებელიც მოაქვს. მომავალში თქვენს შვილს ჭარბწონიანობის და არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი უმცირდება.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჯანსაღი კვება გვეხმარება თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის: დიაბეტის, გულსისხძარღვთა დაავადებების, გულის შეტევის და სიმსივნის.

ჩვენს ორგანიზმს ენერგიის ბალანსი სჭირდება. ენერგიის მიღება (კალორიების სახით) ენერგიის ხარჯვის ადეკვატური უნდა იყოს. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ წონის არაჯანსაღი მატება მიღებული ცხიმის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 30% - ს. გაჯერებული ცხიმი 10% - ზე ნაკლები უნდა მივიღოთ, ტრანსცხიმები კი 1%-ზე ნაკლები. ეცადეთ ცხიმი თქვენი რაციონში უმეტესწილად ჯანსაღი იყოს. (მეტი ინფორმაციისა და კონკრეტული რცევებისთვის იხილეთ ჩვენი წინა თვის სტატია);

ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვისას, შაქარი თქვენი რაციონის 10%-ს უნდა შეადგენდეს. ჯანმრთელობისთვის დამატებითი სარგებლიანობისთვის შაქრის მოხმარება 5% - მდე შეამცირეთ, ხოლო, მარილის მოხმარება, დღეში, 5 გრამამდე უნდა შეზღუდოთ. ასე თავიდან აირიდებთ ჰიპერტენზიას და გულის დაავადებების განვითარების რისკს შეამცირებთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი