ავტორი:

რა ეტაპზეა ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დაღუპული ქალიშვილის სახელზე აგებენ

რა ეტაპზეა ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დაღუპული ქალიშვილის სახელზე აგებენ

ერთი წლის წინ თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 9 წლის გოგონა - ტატა რევიშვილი ემსხვერპლა. ბავშვი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის ნუკრი რევიშვილის და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი იყო.

ტრაგედიის შემდეგ წყვილმა და მათმა მოძღვარმა მამა ანუბიმ, ტატიანას სახელზე ეკლესიის მშენებლობა დაისახეს მიზნად. ამის შესახებ თიკო ჩხეიძე "ინტაგრამზე" წერდა:

"ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით დახმარების სურვილი. ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში" - წერდა მოდელი.

ერთწლიანი მშენებლობის შემდეგ, ეკლესიის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია. თიკო ჩხეიძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოებს, რომელიც ძამას ხეობაში ტაძრის მშენებლობის ადგილასაა გადაღებული. ფოტოებზე მოდელი მეუღლესთან, ვეტერან ფეხბურთელთან ნუკრი რევიშვილთან და მღვდელ-მონაზონ ანუბისთან ერთადაა ასახული. ბერი მათი უმცროსი შვილის ნათლიაა.

თიკო ჩხეიძე საზოგადოებას მიმართავს, რომ სურვილის შემთხვევაში, მშენებლობას შეეწიონ:

"ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში, ან მცირედით დაეხმაროთ მონასტერს.

საქართველოს ბანკი:

GE19BG0000000674602100

მიმღები: ალექსანდრე მენაღარიშვილი

პირ. ნომ: 60001138405" - წერს მოდელი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე.

ტაძარი ტატიანა რევიშვილის სახელზე, ძამას ხეობაში შენდება, იქ სადაც ყოველ ნაბიჯზე მონასტრებია და ყოველ ნაბიჯზე დედების თუ მამების ხმატკბილი გალობა ისმის... წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა ხეობაში მდებარე სარკინეთის მამათა მონასტრის წინამძღვრის - მღვდელ-მონაზონ ანუბის (მენაღარიშვილი) სურვილით და ოჯახის დახმარებით მიმდინარეობს მონასტრის ტერიტორიაზე. მამა ანუბი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერი დააარსა.

LIVE: ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "ნიუსრუმში"

კორონავირუსით ინფიცირებული 6 პირი, ორი ოჯახის წევრები არიან

"ევექსი" - კორონავირუსი ჩვენ სათაო ოფისში მომუშავე ადამიანს დაუფიქსირდა